აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო "ტრენდი" აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სომხეთის შეირაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წუხელ ისევ დაარღვიეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეირაღებულმა ძალებმა ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებით გახსნეს და საერთო ჯამში წუხელ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 128-ჯერ დაირღვა. აქვე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა საპასუხო ცეცხლი გახსნა.
სომხური საინფორმაციო სააგენტო ”ნეწს.ამ” წერს, რომ წუხანდელიდან მოყოლებული ამ დრომდე, აზერბაიჯანის სამხედროები აგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 5-6 აგვისტოსაც დაირღვა და სროლა დღესაც ისმის.
მსხვერპლის ან დაჭრილების შესახებ ინფორმაციას არც აზერბაიჯანული და არც სომხური მხარე არ ახმოვანებს.