ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც პოლიტიკური მოვლენების კვლადაკვალ სხვადასხვა ხმამაღალ განცხადებს ხშირად აკეთებს, ამჯერად ლევან გაჩეჩილაძეს ამხელს ინტერვიუდან, რომელიც მან გაზეთ "ასავალ-დასავალს" მისცა.
ინტერვიუში კილაძე ამტკიცებს, რომ ლევან გაჩეჩილაძე 2007 წლის ცნობილი მოვლენებისას მიხეილ სააკაშვილთან გარიგბაში შევიდა. გარდა ამისა, ის პოლიტიკოსს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს და ამბობს:
"პირველად თვალებში მაშინ შევხედე სიმართლეს, როცა პატარკაციშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, 18 მილიონი დოლარით დაფინანსებული ოპოზიცია მოულოდნელად გაემიჯნა მას და მიხეილ სააკაშვილს გაურიგდა. ვგულისხმობ დავით გამყრელიძეს რომელის პირველი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მარათონი ჩართვის განცხადებას. სააკაშვილთან გარიგებაში შევიდა ლევან გაჩეჩილაძე. მართალია, თავდაპირველად ბადრი პატარკაციშვილმა ლევან გაჩეჩილაძის გაპრეზიდენტებას მხარი დაუჭირა, მაგრამ გარანტიისთვის პრემიერად მისი კანდიდატურის დასახელება მოითხოვა. ამ საკითხზე გაერთიანებული ოპოზიციისგან, რომლებიც დღეს პატარკაციშვილის ჭირისუფლებად გვევლინებიან, კატეგორიული უარი მიიღო. როგორც შემდგომ აღმოჩნდა ბადრი პატარკაციშვილის არსებობა ჩიხში შეიყვანდა გარიგებას, რაც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის შედგა".
"თუკი გაჩეჩილაძე იტყვის, რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილია, უფრო მეტ დაკონკრეტებას მიიღებს ჩემგან. მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძეს ამერიკის მაშინელი ელჩის ჯონ ტეფტის თანდასწრებით უთხრეს, დესტაბილიზაცია საჭირო არ არის, შეეგუეთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსო, მან თქვა - იმ თანხას რა ეშველება, რაც დახარჯული მაქვს ამ საარჩევნო კამპანიის დროს?! ციფრიც დაასახელა - 3 მილიონი. ეს თანხა მას მაშინდელი ბანკის მმართველმა და შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ გადაურიცხა. უამრავის სხვა დეტალიც არის ცნობილი, რაც ამ გარიგებას ადასტურებს. ის ფაქტიც, რომ ინაოგურაციის დღეს ხალხის მასა პარლამენტისკენ არ დაძრეს, ამ გარიგების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. დღეს რომ ბადრის ჭირისუფლებად გამოდიან, უბრალოდ ამაზრზენია", - აცხადებს კილაძე გაზეთ ასავალ-დასავალთან საუბრისას.