რაჭაში მიწისძვრა მოხდა. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორნგის ცენტრის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონში დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა დაახლოებით 20 წუთის წინ მოხდა და ბიძგები ონის მიმდებარე სოფლებშიც იგრძნობოდა.