საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს"- რატომ ჩამოართვეს ტელევიზორი მერაბიშვილს
"სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს"- რატომ ჩამოართვეს ტელევიზორი მერაბიშვილს

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და გიგი უგუ­ლა­ვას მიერ გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სურ­ვი­ლის გა­მოთ­ქმა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და გიგი უგუ­ლა­ვამ, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს.

"ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას ჩა­მო­არ­თვეს კომ­პი­უ­ტე­რი და ტე­ლე­ვი­ზო­რი, რომ­ლებ­საც თით­ქოს არ უბ­რუ­ნე­ბენ. მიმ­დი­ნა­რე წლის 8 ივ­ლისს, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­არ­ღვია დის­ციპ­ლი­ნა, კერ­ძოდ, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელს, რის გა­მოც მას და­ე­კის­რა პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლი, კერ­ძოდ, 4 თვით (მაქ­სი­მა­ლუ­რი ვა­დაა 6 თვე) შე­ე­ზღუ­და ნე­ბა­დარ­თუ­ლი ნივ­თე­ბით: კომ­პი­უ­ტე­რი­თა და ტე­ლე­ვი­ზო­რით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა.

მე­რა­ბიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლი გა­ა­სა­ჩივ­რეს, რის შემ­დე­გაც, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით, მას სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, დრო­ე­ბით მი­ე­ცა კომ­პი­უ­ტე­რით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ჩი­ნე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ შე­ას­რუ­ლა და მას დრო­ე­ბით გა­და­ე­ცა კომ­პი­უ­ტე­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა გიგი უგუ­ლა­ვას, პა­ტი­მარს დი­რექ­ტო­რის ნე­ბარ­თვით, მის ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს პი­რა­დი ტე­ლე­ვი­ზო­რით და რა­დი­ო­მიმ­ღე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აკ­ვირ­დეს მის ქცე­ვას და შე­ის­წავ­ლოს ბრალ­დე­ბუ­ლი, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კას, ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა ბა­ტონ უგუ­ლა­ვას უკვე ჰქონ­დეს მსჯავ­რდე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი და გა­ნე­სა­ზღვროს და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბა, სა­დაც მას დი­რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მით, შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს კომ­პი­უ­ტე­რით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრის #97-ე ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მა­ცი­ვა­რი და გა­სა­ნა­თე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ არის ბრალ­დე­ბუ­ლი­სა და მსჯავ­რდე­ბუ­ლი­სათ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მო­ად­გენს აკ­რძა­ლულ ნივ­თებს.

"სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს"- რატომ ჩამოართვეს ტელევიზორი მერაბიშვილს

"სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს"- რატომ ჩამოართვეს ტელევიზორი მერაბიშვილს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას მიერ გარკვეული ნივთებით სარგებლობის სურვილის გამოთქმაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულებმა ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ, წინასასამართლო სხდომაზე გარკვეული ნივთებით სარგებლობის სურვილი გამოთქვეს.

"ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მას ჩამოართვეს კომპიუტერი და ტელევიზორი, რომლებსაც თითქოს არ უბრუნებენ. მიმდინარე წლის 8 ივლისს, ვანო მერაბიშვილმა დაარღვია დისციპლინა, კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს, რის გამოც მას დაეკისრა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი, კერძოდ, 4 თვით (მაქსიმალური ვადაა 6 თვე) შეეზღუდა ნებადართული ნივთებით: კომპიუტერითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება.

მერაბიშვილის წარმომადგენლებმა აღნიშნული დისციპლინური სახდელი გაასაჩივრეს, რის შემდეგაც, მოსამართლის განჩინებით, მას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დროებით მიეცა კომპიუტერით სარგებლობის უფლება. აღნიშნული განჩინება სასჯელაღსრულების დაწესებულებამ შეასრულა და მას დროებით გადაეცა კომპიუტერი.

რაც შეეხება გიგი უგულავას, პატიმარს დირექტორის ნებართვით, მის ქცევაზე დაკვირვებისა და უსაფრთხოების შესწავლის შემდეგ, შეიძლება მიეცეს პირადი ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობის უფლება. ამისათვის საჭიროა დაწესებულების ადმინისტრაცია გარკვეული დროის განმავლობაში დააკვირდეს მის ქცევას და შეისწავლოს ბრალდებული, ხოლო რაც შეეხება კომპიუტერულ ტექნიკას, ამისათვის საჭიროა ბატონ უგულავას უკვე ჰქონდეს მსჯავრდებულის სტატუსი და განესაზღვროს დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება, სადაც მას დირექტორის გადაწყვეტილებით, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს კომპიუტერით სარგებლობის უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის #97-ე ბრძანების მიხედვით, მაცივარი და გასანათებელი მოწყობილობა არ არის ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის დაშვებული ნივთების ჩამონათვალში, შესაბამისად, წარმოადგენს აკრძალულ ნივთებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ