მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ხალვაში: ''შორიდან კრიტიკა და ლაპარაკი ძალიან იოლია...''
სოფო ხალვაში: ''შორიდან კრიტიკა და ლაპარაკი ძალიან იოლია...''

მომ­ღე­რალ­მა სოფო ხალ­ვაშ­მა "ახალ ტალ­ღა­ზე" ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს­თან ერ­თად დუ­ეტ­ში "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" შე­ას­რუ­ლა. ასე რომ, ნუ­ცას გა­მარ­ჯვე­ბა­ში, პრო­დი­უ­სე­რებ­თან ერ­თად, სო­ფო­მაც შე­ი­ტა­ნა წვლი­ლი. თა­ვად სოფო იმა­ვე კონ­კურ­სში რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ვერ გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ ჟი­უ­რი­სა და მა­ყუ­რე­ბელს თავი კარ­გად და­ა­მახ­სოვ­რა.

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­დე­გით დავ­ბრუნ­დით. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ეს მხო­ლოდ ნუ­ცას და ჩემი წარ­მა­ტე­ბა არაა. ეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბაა. ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ ამ გა­მარ­ჯვე­ბას და ნუ­ცას ვუ­სურ­ვებ, უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წი­ოს.

- სოფო, შენ უკვე მე­სა­მედ იყა­ვი ამ კონ­კურ­სზე. სხვა წლებ­თან შე­და­რე­ბით რა იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი?

- "ახალ ტალ­ღა­ზე" ყო­ველ­თვის კარ­გი გა­რე­მოა. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ კონ­კურ­სი პა­ტა­რა ოჯა­ხი­ვი­თაა, სა­დაც ყვე­ლას იც­ნობ და ყო­ველ ჯერ­ზე ისე­თი გან­ცდა მე­უფ­ლე­ბა, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვნა­ხე. ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იჩე­ნენ და წელ­საც ასე იყო. ვნა­ხე იურ­მა­ლა­ში შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბი და მათ­თან ერ­თად ძა­ლი­ან კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რე.

- სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ ინერ­ვი­უ­ლე?

- თუ არ ღე­ლავ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა არ გექ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ძა­ლი­ან მინ­დო­და, ნუ­ცას­თვის ეს სიმ­ღე­რა წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. ჩვენს გა­მოს­ვლა­ში იგ­რძნო­ბო­და, რომ ჩვენ ვი­ყა­ვით დუ­ე­ტი. ვმღე­რო­დით ერ­თმა­ნე­თის­თვის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში აზრი გა­მოთ­ქვეს, რომ ჯობ­და, სიყ­ვა­რულ­ზე დუ­ე­ტი გო­გო­ნა­სა და ბიჭს შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

- შო­რი­დან კრი­ტი­კა და ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან იო­ლია. როცა კონ­კურ­სში ხარ ჩარ­თუ­ლი, მა­შინ ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით უყუ­რებ. ჩვენ თა­ვი­დან მიშა მდი­ნა­რა­ძის "თო­ლი­ე­ბი" დაგ­ვიმ­ტკი­ცეს და ის უნდა გვემ­ღე­რა. ერთი კვი­რით ადრე დაგ­ვი­რე­კეს და გვი­თხრეს, "თო­ლი­ე­ბი" არ გვინ­და, "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" უნდა იმ­ღე­რო­თო. მათ უნ­დო­დათ სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან. "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნას" ახლა ვა­ლე­რი მე­ლა­ძე მღე­რის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გეთ და ეს სიმ­ღე­რა გა­ვა­კე­თეთ. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი ვა­რი­ან­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და. არან­ჟი­რე­ბა ზაზა ხუ­ბუ­კე­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სოფო ხალვაში: ''შორიდან კრიტიკა და ლაპარაკი ძალიან იოლია...''

სოფო ხალვაში: ''შორიდან კრიტიკა და ლაპარაკი ძალიან იოლია...''

მომღერალმა სოფო ხალვაშმა ''ახალ ტალღაზე'' ნუცა ბუზალაძესთან ერთად დუეტში ''ყვავილების ქვეყანა'' შეასრულა. ასე რომ, ნუცას გამარჯვებაში, პროდიუსერებთან ერთად, სოფომაც შეიტანა წვლილი. თავად სოფო იმავე კონკურსში რამდენიმე წლის წინ მონაწილეობდა. ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ჟიურისა და მაყურებელს თავი კარგად დაამახსოვრა.

- არაჩვეულებრივი შედეგით დავბრუნდით. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ეს მხოლოდ ნუცას და ჩემი წარმატება არაა. ეს მთელი საქართველოს წარმატებაა. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და ნუცას ვუსურვებ, უფრო დიდი წარმატებისთვის მიეღწიოს.

- სოფო, შენ უკვე მესამედ იყავი ამ კონკურსზე. სხვა წლებთან შედარებით რა იყო განსხვავებული?

- ''ახალ ტალღაზე'' ყოველთვის კარგი გარემოა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კონკურსი პატარა ოჯახივითაა, სადაც ყველას იცნობ და ყოველ ჯერზე ისეთი განცდა მეუფლება, რომ ოჯახის წევრები ვნახე. ქართველების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ და წელსაც ასე იყო. ვნახე იურმალაში შეძენილი მეგობრები და მათთან ერთად ძალიან კარგი დრო გავატარე.

- სცენაზე გასვლის წინ ინერვიულე?

- თუ არ ღელავ, პასუხისმგებლობის გრძნობა არ გექნება. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, ძალიან მინდოდა, ნუცასთვის ეს სიმღერა წარმატების მომტანი ყოფილიყო. ჩვენს გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ჩვენ ვიყავით დუეტი. ვმღეროდით ერთმანეთისთვის და მთელი საქართველოსთვის.

- საქართველოში აზრი გამოთქვეს, რომ ჯობდა, სიყვარულზე დუეტი გოგონასა და ბიჭს შეესრულებინა.

- შორიდან კრიტიკა და ლაპარაკი ძალიან იოლია. როცა კონკურსში ხარ ჩართული, მაშინ ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. ჩვენ თავიდან მიშა მდინარაძის ''თოლიები'' დაგვიმტკიცეს და ის უნდა გვემღერა. ერთი კვირით ადრე დაგვირეკეს და გვითხრეს, ''თოლიები'' არ გვინდა, ''ყვავილების ქვეყანა'' უნდა იმღეროთო. მათ უნდოდათ სიმღერა, რომელიც ძალიან კარგად იციან. ''ყვავილების ქვეყანას'' ახლა ვალერი მელაძე მღერის. აქედან გამომდინარე არ შევეწინააღმდეგეთ და ეს სიმღერა გავაკეთეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი ვარიანტი გამოგვივიდა. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება