საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული სირცხვილი" - The Wall Street Journal-ის მწვავე კრიტიკა "ოცნებას" და წულუკიანის საპასუხო წერილი
"ქართული სირცხვილი" - The Wall Street Journal-ის მწვავე კრიტიკა "ოცნებას" და წულუკიანის საპასუხო წერილი

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პა­სუხს "The Wall Street Journal"-ი აქ­ვეყ­ნებს. "სა­ქარ­თვე­ლო არ უბ­რუნ­დე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზმს", - ასე ჰქვია თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­პა­სუ­ხო წე­რილს, რო­მელ­შიც ის გა­მო­ცე­მის სა­რე­დაქ­ციო სტა­ტი­ას "ქარ­თუ­ლი სირ­ცხვი­ლი" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"თქვენს სა­რე­დაქ­ციო სტა­ტი­ა­ში - "ქარ­თუ­ლი სირ­ცხვი­ლი" (30.07.2014), სა­ქარ­თვე­ლო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის მო­ღა­ლა­ტე, ხოლო მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ "პო­ლი­ტი­კურ შუ­რის­ძი­ე­ბა­შია" და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვაპ­რო­ტეს­ტებ აღ­ნიშ­ნულ მო­საზ­რე­ბებს. ახლა, რო­გორც არას­დროს, ჩვენ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ვართ ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შექ­მნით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­მაც დიდ დე­მოკ­რა­ტი­ულ პროგ­რესს მი­აღ­წია 2012 წლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, თა­ვი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­გან დიდ ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს და სწრა­ფად გა­ნაგ­რძობს სვლას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. აშშ სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ, ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა ახ­ლა­ხან და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მიღ­წე­უ­ლი "თვალ­სა­ჩი­ნო პროგ­რე­სი" დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა ნა­ტოს, ეუ­თოს, ევ­რო­საბ­ჭოს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის (რო­გო­რი­ცაა "ფრი­დომ ჰა­უ­სი") მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გა­კე­თე­ბულ შე­ფა­სე­ბებს. ევ­რო­კავ­ში­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ პო­ზი­ტი­ურ ძვრებს და და­აჩ­ქა­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თან შორს მი­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა", - აცხა­დებს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა მოხ­და არა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ, რო­გორც ამას სა­რე­დაქ­ციო სტა­ტია გუ­ლის­ხმობ­და, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, რო­მე­ლიც 2013 წელს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ფარ­თო რე­ფორ­მე­ბის ნა­წი­ლი.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ზო­გი­ერ­თი მისი ყო­ფი­ლი კო­ლე­გის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე­ე­ბი შორს არის ტრი­ვი­ა­ლუ­რო­ბის­გან და სრუ­ლად უნდა იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო თით­ქმის 20 ათა­სი მო­ქა­ლა­ქის სა­ჩი­ვა­რი ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­აჩ­ნია კა­ნო­ნი­ე­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გა­მო­ი­ძი­ოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი. სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლი ედე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის დარ­ბე­ვა­სა და მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ამას "ჰუ­მან რა­ითს ვოჩ"-ი (Human Rights Watch) ადას­ტუ­რებს. 2007 წელს მომ­ხდარ­მა ამ სა­მარ­ცხვი­ნო ქმე­დე­ბებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­საც მოჰ­ყვა მო­თხოვ­ნე­ბი დამ­ნა­შა­ვე­თა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის თა­ო­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სულ­ში მარ­თლაც ბევ­რი სა­მარ­ცხვი­ნო გვერ­დია, მაგ­რამ 2007 წლის მოვ­ლე­ნე­ბი გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ მი­ი­ღონ პა­სუ­ხი თა­ვი­ანთ სა­ჩივ­რებ­ზე. ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა უნდა მიჰ­ყვეს ფაქ­ტებს, იმოქ­მე­დოს გამჭვირ­ვა­ლედ და და­იც­ვას კა­ნო­ნი. ეს არ არის პო­ლი­ტი­კა, ეს არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა", - აღ­ნიშ­ნავს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

"ქართული სირცხვილი" - The Wall Street Journal-ის მწვავე კრიტიკა "ოცნებას" და წულუკიანის საპასუხო წერილი

"ქართული სირცხვილი" - The Wall Street Journal-ის მწვავე კრიტიკა "ოცნებას" და წულუკიანის საპასუხო წერილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პასუხს "The Wall Street Journal"-ი აქვეყნებს. "საქართველო არ უბრუნდება ავტორიტარიზმს", - ასე ჰქვია თეა წულუკიანის საპასუხო წერილს, რომელშიც ის გამოცემის სარედაქციო სტატიას "ქართული სირცხვილი" ეხმაურება.

"თქვენს სარედაქციო სტატიაში - "ქართული სირცხვილი" (30.07.2014), საქართველო მოხსენიებულია, როგორც დემოკრატიული პრინციპების მოღალატე, ხოლო მოქმედი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ "პოლიტიკურ შურისძიებაშია" დადანაშაულებული.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მე კატეგორიულად ვაპროტესტებ აღნიშნულ მოსაზრებებს. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაზე, რაც დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემის შექმნით გამოიხატება.

საქართველო, რომელმაც დიდ დემოკრატიულ პროგრესს მიაღწია 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან დიდ ნდობას იმსახურებს და სწრაფად განაგრძობს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა ახლახან დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული "თვალსაჩინო პროგრესი" დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ნატოს, ეუთოს, ევროსაბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების (როგორიცაა "ფრიდომ ჰაუსი") მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს. ევროკავშირი გამოეხმაურა ამ პოზიტიურ ძვრებს და დააჩქარა საქართველოსთან შორს მიმავალი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა", - აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენება მოხდა არა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ამას სარედაქციო სტატია გულისხმობდა, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რომელიც 2013 წელს იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოში გატარებული ფართო რეფორმების ნაწილი.

"მიხეილ სააკაშვილისა და ზოგიერთი მისი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შორს არის ტრივიალურობისგან და სრულად უნდა იქნას გამოძიებული.

პროკურატურამ მიიღო თითქმის 20 ათასი მოქალაქის საჩივარი ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის თაობაზე. ხელისუფლებას გააჩნია კანონიერი ვალდებულება, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. სააკაშვილს ბრალი ედება ძალადობრივი გზით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, როგორც ამას "ჰუმან რაითს ვოჩ"-ი (Human Rights Watch) ადასტურებს. 2007 წელს მომხდარმა ამ სამარცხვინო ქმედებებმა საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა მოთხოვნები დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.

საქართველოს წარსულში მართლაც ბევრი სამარცხვინო გვერდია, მაგრამ 2007 წლის მოვლენები გადამწყვეტი მომენტია. დაზარალებულებს უფლება აქვთ მიიღონ პასუხი თავიანთ საჩივრებზე. ბატონი სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მიჰყვეს ფაქტებს, იმოქმედოს გამჭვირვალედ და დაიცვას კანონი. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სამართლიანობა", - აღნიშნავს წულუკიანი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია