ღმერთო, დალოცე პრემიერი!..

ღმერთო, დალოცე პრემიერი!..

პატრიარქმა ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა. რატომ თეთრი და რატომ ცხენი, არავინ იცის. პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ღარიბაშვილი პატრიარქის მშობლიურ სოფელში თავად პატრიარქის მიწვევით იმყოფებოდა, მთელი დღე პატრიარქთან ერთად გაატარა, ერთად დაათვალიერეს ლარსის გამშვები პუნქტი და დარიალის ხეობაში ახლად გახსნილი ეკლესია მოილოცეს.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა და პრემიერი ამ სხდომას ვერ დაესწრო, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავაზუსტოთ, აღიარებულმა იურისტმა, განმარტა, რომ პრემიერი მოუცლელია და ამიტომ ვერ დაესწრო იმ შეკრებას, სადაც ყოფნას კონსტიტუცია ავალებდა. რას ვიზამთ, პოლიტიკური საჭიროება იწირავს ხოლმე იურისტობას, კონსტიტუციას და კიდევ სხვა რამეებს. მაგრამ მას შემდეგ მაინც იმაზე ვფიქრობდი, რას აკეთებდა ამისთანას პრემიერი, ასეთი მოუცლელი რომ იყო.

ერთი ვარიანტი ის არის, რომ შუა კვირაში სტუმრად წასასვლელად ემზადებოდა, სადაც მთელი დღე მოუწევდა ყოფნა და ყველა საქმე წინასწარ მოითავა. თანაც მაინცდამაინც იმ დღეს, პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა რომ გამართა. პრინციპში, რა მოხდა, მთავარია, ყოფილ პრემიერს მისთვის ორჯერ გამეორება არ დასჭირდეს და კონსტიტუცია და სხვა მოვალეობები წყალსაც წაუღია.

ისე, შესაძლოა, მართლაც ბევრი საქმე ჰქონდა, თორემ პროტოკოლის ელემენტარული წესების მოკლე კონსპექტს მაინც გადახედავდა და ამბასადორიალის გახსნისას ყველას რომ მიესალმა, პრეზიდენტი არ გამორჩებოდა. "გამორჩებოდა" ამ კონტექსტში ჯერჯერობით, ისევ ბრჭყალების გარეშე გამოვიყენოთ. ვნახოთ, ეს ყველაფერი როგორ გაგრძელდება. რამდენიმე დღეში, სადმე ერთად თუ ისაუზმეს და მერე ვიღაცამ "შემთხვევით" გადაიღო და გაავრცელა ეს ფოტოები, ჩავთვალოთ, რომ სწორად მოვიქეცით. თუ არადა, პრემიერი ისევე გულმოდგინედ გამოგვაცხადებს მოღალატეებად, როგორც აქამდეც აკეთებდა და გუშინ კიდევ ერთხელ გაიმეორა.

იხილეთ სრულად რუსა მაჩაიძის ბლოგი

tspress.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა