პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 წლის აფხაზი ტყვე, რომელიც ქართველმა სამხედროებმა დახვრიტეს - ირინა სარიშვილი ომის სასტიკ კანონებსა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე
17 წლის აფხაზი ტყვე, რომელიც ქართველმა სამხედროებმა დახვრიტეს - ირინა სარიშვილი ომის სასტიკ კანონებსა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი აფხა­ზე­თის ომის პე­რი­ო­დის მო­გო­ნე­ბებს აქ­ვეყ­ნებს Facebook-ზე. ის იხ­სე­ნებს ახალ­გაზ­რდა, 17-18 წლის ბიჭს, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მე­ომ­რებ­მა ტყვედ ჩა­იგ­დეს და შემ­დეგ სხვებ­თან ერ­თად დახ­ვრი­ტეს. სა­რიშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდას სა­უ­კე­თე­სოდ ახა­სი­ა­თებს და ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნებს ღირ­სე­უ­ლი მტრის და­ფა­სე­ბა უნდა შე­ეძ­ლოთ. გარ­და ამი­სა, ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ ჩა­ნა­წერ­ში ომის მძი­მე კა­ნო­ნებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

Facebook/ ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი:

"აფხა­ზეთ­ში ომის დროს, მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ში, სა­დაც სამ­ხედ­რო შტა­ბი იყო, ერთ–ერთი ოპე­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ქარ­თველ­მა მე­ომ­რებ­მა აფხა­ზი ტყვე­ე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მებ­რძოლ­თა ბრძო­ლის ვე­ლი­დან გაქ­ცე­ვის გამო ალ­ყა­ში აღ­მოჩ­ნდნენ და ტყვედ ჩა­ვარ­დნენ... ერთი იყო მათ შო­რის, რო­მელ­საც თვა­ლი ვერ მო­ვა­შო­რე – სულ ბავ­შვი, ასე 17–18 წლის იქ­ნე­ბო­და, მა­ღა­ლი, ლა­მა­ზი, ამა­ყი... თავი არ და­უხ­რია, არც არა­ფე­რი უჭა­მია, არ ინ­ძრე­ო­და, იდგა მშვი­დად და გვი­ყუ­რებ­და სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე თვა­ლე­ბით... ასე გა­ზარ­დეს... მისი ბრა­ლი არ იყო, ასე იცო­და, რომ მტრე­ბი ვართ... თა­ვი­სი­ა­ნებ­ზეც გულ­ნატ­კე­ნი იქ­ნე­ბო­და, რომ მი­ა­ტო­ვეს, მაგ­რამ ამან არ გა­ტე­ხა... თა­ვი­სი უყ­ვარ­და მა­ინც და ჩვენ ვძულ­დით... გამ­თე­ნი­ი­სას სხვებ­თან ერ­თად დახ­ვრი­ტეს... ასე­თია ომის კა­ნო­ნე­ბი... არ იყო ის­ტო­რი­უ­ლად მარ­თა­ლი, არც იმას ებ­რძო­და, ვის­თან და რას­თა­ნაც უნდა ებ­რძო­ლა, მაგ­რამ 17 წლის ბიჭი კა­ცუ­რად წა­ვი­და, ღირ­სე­უ­ლად – რო­გორც წამ­და, ისე იცო­ცხლა... მტე­რიც უნ­და­და­ა­ფა­სო, თუ ღირ­სე­უ­ლია...

რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სის­ხლია პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კი­სერ­ზე, რომ­ლებ­საც საქ­მე ყვე­ლა­ზე დიდ ბო­რო­ტე­ბამ­დე – ომამ­დე მი­ყავთ... რა ულ­მო­ბე­ლია ომის კა­ნო­ნე­ბი... ომში მარ­თა­ლი მხო­ლოდ ის არის, ვინც თა­ვის ქვე­ყა­ნას იცავს. ლაჩ­რე­ბი და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ორი­ვე მხა­რეს ყავს, თავ­დამ­სხმელ­საც და იმა­საც, ვინც თავს იცავს... ასე­ვეა ღირ­სე­უ­ლე­ბიც... და ღირ­სე­უ­ლებს შო­რის აღარ არ­სე­ბობს მტყუ­ა­ნი და მარ­თა­ლი...

რამ­დენ­ჯერ მი­ფიქ­რია, ის სა­ო­ცა­რი ბიჭი რომ მო­წამ­ლუ­ლი არ გა­ე­ზარ­დათ, პო­ლი­ტი­კო­სებს რომ ომამ­დე საქ­მე არ მი­ეყ­ვა­ნათ, ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და... და რამ­დე­ნი ასე­თი, თუ იქით და თუ აქეთ...

ომს თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვს... ომში მტრის დან­დო­ბა არ ხდე­ბა...ღირ­სე­ბა არც ერთ მხა­რეს არ უნდა და­კარ­გო, რად­გან ღმერ­თთან შენი სი­მარ­თლით მი­დი­ხარ... შენ შენს თავ­ზე აგებ პა­სუხს, შენს დაღ­ვრილ სის­ხლზე კი პა­სუ­ხი ვინც ომში გეს­რო­ლა, იმას კი არა, ვინც ეს ომი ვერ და არ აგა­ცი­ლა, იმას მო­ე­თხო­ვე­ბა!!!

ძნე­ლია, როცა სხვი­სი შეც­დო­მე­ბის, ნა­ძირ­ლო­ბის და ბო­რო­ტე­ბის გამო შენ გიხ­დე­ბა იმის გა­კე­თე­ბა, რაც არა­სო­დეს გნ­დო­მე­ბია, მაგ­რამ მა­ში­ნაც კა­ცად უნდა დარ­ჩე, რად­გან ყვე­ლა სი­მარ­თლე­ზე მაღ­ლა შენი რწმე­ნა, სიყ­ვა­რუ­ლი და ღირ­სე­ბაა... ომს სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ეწი­რე­ბი­ან... და რაც მე­ტია ომი, მით უფრო ნაკ­ლე­ბი გვრჩე­ბა ცო­ცხა­ლი ასე­თი – რო­გორც ჩვენს გვერ­დით, ისე მტერ­თან... ამი­ტო­მაც მი­დის კა­ცობ­რი­ო­ბა სულ უკან და უკან, ამი­ტო­მაც გვეც­ლე­ბა ასეთ ხალ­ხთან ერ­თად ჩვე­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი ხე­ლი­დან...

პრობ­ლე­მა ჩვენ­შია და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­ში... ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­საც ხომ ჩვენ ვირ­ჩევთ...", - წერს ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

17 წლის აფხაზი ტყვე, რომელიც ქართველმა სამხედროებმა დახვრიტეს - ირინა სარიშვილი ომის სასტიკ კანონებსა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე

17 წლის აფხაზი ტყვე, რომელიც ქართველმა სამხედროებმა დახვრიტეს - ირინა სარიშვილი ომის სასტიკ კანონებსა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე

ირინა სარიშვილი აფხაზეთის ომის პერიოდის მოგონებებს აქვეყნებს Facebook-ზე. ის იხსენებს ახალგაზრდა, 17-18 წლის ბიჭს, რომელიც ქართველმა მეომრებმა ტყვედ ჩაიგდეს და შემდეგ სხვებთან ერთად დახვრიტეს. სარიშვილი ახალგაზრდას საუკეთესოდ ახასიათებს და ამბობს, რომ ადამიანებს ღირსეული მტრის დაფასება უნდა შეეძლოთ. გარდა ამისა, ირინა სარიშვილი აღნიშნულ ჩანაწერში ომის მძიმე კანონებსა და პოლიტიკოსებისა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

Facebook/ ირინა სარიშვილი:

"აფხაზეთში ომის დროს, მინისტრთა საბჭოს შენობაში, სადაც სამხედრო შტაბი იყო, ერთ–ერთი ოპერაციიდან დაბრუნებულმა ქართველმა მეომრებმა აფხაზი ტყვეები მოიყვანეს, რომლებიც თანამებრძოლთა ბრძოლის ველიდან გაქცევის გამო ალყაში აღმოჩნდნენ და ტყვედ ჩავარდნენ... ერთი იყო მათ შორის, რომელსაც თვალი ვერ მოვაშორე – სულ ბავშვი, ასე 17–18 წლის იქნებოდა, მაღალი, ლამაზი, ამაყი... თავი არ დაუხრია, არც არაფერი უჭამია, არ ინძრეოდა, იდგა მშვიდად და გვიყურებდა სიძულვილით სავსე თვალებით... ასე გაზარდეს... მისი ბრალი არ იყო, ასე იცოდა, რომ მტრები ვართ... თავისიანებზეც გულნატკენი იქნებოდა, რომ მიატოვეს, მაგრამ ამან არ გატეხა... თავისი უყვარდა მაინც და ჩვენ ვძულდით... გამთენიისას სხვებთან ერთად დახვრიტეს... ასეთია ომის კანონები... არ იყო ისტორიულად მართალი, არც იმას ებრძოდა, ვისთან და რასთანაც უნდა ებრძოლა, მაგრამ 17 წლის ბიჭი კაცურად წავიდა, ღირსეულად – როგორც წამდა, ისე იცოცხლა... მტერიც უნდადააფასო, თუ ღირსეულია...

რამდენი ადამიანის სისხლია პოლიტიკოსების კისერზე, რომლებსაც საქმე ყველაზე დიდ ბოროტებამდე – ომამდე მიყავთ... რა ულმობელია ომის კანონები... ომში მართალი მხოლოდ ის არის, ვინც თავის ქვეყანას იცავს. ლაჩრები და მოღალატეები ორივე მხარეს ყავს, თავდამსხმელსაც და იმასაც, ვინც თავს იცავს... ასევეა ღირსეულებიც... და ღირსეულებს შორის აღარ არსებობს მტყუანი და მართალი...

რამდენჯერ მიფიქრია, ის საოცარი ბიჭი რომ მოწამლული არ გაეზარდათ, პოლიტიკოსებს რომ ომამდე საქმე არ მიეყვანათ, ცოცხალი იქნებოდა... და რამდენი ასეთი, თუ იქით და თუ აქეთ...

ომს თავისი კანონები აქვს... ომში მტრის დანდობა არ ხდება...ღირსება არც ერთ მხარეს არ უნდა დაკარგო, რადგან ღმერთთან შენი სიმართლით მიდიხარ... შენ შენს თავზე აგებ პასუხს, შენს დაღვრილ სისხლზე კი პასუხი ვინც ომში გესროლა, იმას კი არა, ვინც ეს ომი ვერ და არ აგაცილა, იმას მოეთხოვება!!!

ძნელია, როცა სხვისი შეცდომების, ნაძირლობის და ბოროტების გამო შენ გიხდება იმის გაკეთება, რაც არასოდეს გნდომებია, მაგრამ მაშინაც კაცად უნდა დარჩე, რადგან ყველა სიმართლეზე მაღლა შენი რწმენა, სიყვარული და ღირსებაა... ომს სწორედ ასეთი ადამიანები ეწირებიან... და რაც მეტია ომი, მით უფრო ნაკლები გვრჩება ცოცხალი ასეთი – როგორც ჩვენს გვერდით, ისე მტერთან... ამიტომაც მიდის კაცობრიობა სულ უკან და უკან, ამიტომაც გვეცლება ასეთ ხალხთან ერთად ჩვენი ფასეულობები, ტრადიციები ხელიდან...

პრობლემა ჩვენშია და არა ხელისუფლებებში... ამ ხელისუფლებებსაც ხომ ჩვენ ვირჩევთ...", - წერს ირინა სარიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს