სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუშაობდა თუ არა გიორგი სიგუა სექსინსტუქტორად - რას საქმიანობდა წარსულში საქართველოდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსანი
მუშაობდა თუ არა გიორგი სიგუა სექსინსტუქტორად - რას საქმიანობდა წარსულში საქართველოდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსანი

სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი სი­გუა ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, სი­გუ­ას "რეს­პუბ­ლი­კა კა­ზან­ტი­პის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოსტს და­ი­კა­ვებს, რი­თიც ის წე­ლი­წად­ში 100 000 ევ­როს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს (იხ. სტა­ტია).

გი­ორ­გი სი­გუ­ამ პი­რა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ მცი­რე ეპი­ზოდს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

***

- გი­ორ­გი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­უ­ლი იყა­ვით. ამის მი­ზე­ზი რა იყო?

- მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ­ლებ­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა და­ვი­წყეთ. ამის გამო ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი, გივი თარ­გა­მა­ძე, ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ. მო­ვიდ­ნენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ლექ­ტო­რებს უთხრეს, თუ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას და­ქალს, რუ­სუ­დან ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ხმას არ მის­ცემ­დნენ, ყვე­ლას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. ეს საქ­მე ამო­წი­ონ და ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ივ­ქნე­ბი. მომ­კლავ­დნენ, აქე­დან რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვი­ქე­ცი თა­ვის საშ­ვე­ლად. ცოტა ხანს ნა­თე­სა­ვის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ჩემი ის­ტო­რი­ის მქო­ნე პი­რის­თვის იმ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნა არ ივარ­გებ­და, ამი­ტომ ჯობ­და, ბელ­გი­ა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­მე­თხო­ვა. ასეც მო­ვი­ქე­ცი.

ბელ­გი­ა­ში 2 წელი ვი­ცხოვ­რე. ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ორ­სარ­თუ­ლი­ან სა­წოლ­ზე მე­ძი­ნა რამ­დე­ნი­მე ჩე­ჩენ­თან ერ­თად. მერე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბაც მომ­ცეს, ყვა­ვი­ლებს ვრგავ­დი, შემ­დეგ მარ­წყვს ვკრეფ­დი. და­ვი­წყე ფლო­მა­ნუ­რი ენის სწავ­ლა - სა­ხელ­მწი­ფომ და­მი­ფი­ნან­სა. რეს­ტო­რან­ში თეფ­შე­ბის მრე­ცხა­ვის ად­გი­ლი ვი­შო­ვე. სა­ათ­ში 8 ევ­როს მიხ­დიდ­ნენ. შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში მოვ­ხვდი, მერე - გერ­მა­ნი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში, სამ­ხრეთ, ამე­რი­კა­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში და ა.შ.

- ერთ-ერთ ფო­რუმ­ზე გწერ­დნენ, თურ­ქეთ­ში სექ­სინ­სტრუქ­ტო­რად რომ მუ­შა­ობ­დი, თუ გახ­სოვ­სო.

- თურ­ქეთ­ში - არა, სხვა­გან მოხ­და... მე, დაჩი ცა­გუ­რია და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, მე­ო­რე­კურ­სე­ლე­ბი, ბულ­გა­რეთ­ში ვი­ყა­ვით. მა­ი­სუ­რე­ბი ვი­ყი­დეთ, რომ­ლებ­საც ეწე­რა, რომ სექ­სის პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი უფა­სო იყო. ამ მა­ი­სუ­რე­ბით დავ­დი­ო­დით ქუ­ჩა­ში და პლაჟ­ზე და სულ ეგ იყო.

- უკ­რა­ი­ნა­ში იპო­ვეთ თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე?

- დიახ, კა­ტია 2009 წელს მე­გობ­რე­ბის­გან გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი გამ­ხდა­რი­ყო. ერთხელ დავ­პა­ტი­ჟე პა­ე­მან­ზე, არ დამ­თან­ხმდა, მე­ო­რე­დაც უარი მი­ვი­ღე, მე­სა­მედ კი და­ვი­თან­ხმე.

- ქარ­თველ ბი­ჭებს ჰგო­ნი­ათ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე ად­ვი­ლად და­სა­ყო­ლი­ე­ბე­ლი არი­ან და ამის იმე­დად კა­ზან­ტიპ­ზე მი­ილ­ტვი­ან.

- ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ქალი ქა­ლია და კაცი - კაცი. ადა­მი­ა­ნი რომ და­ი­თან­ხმო პა­ე­მან­ზე, მას უნდა მოს­წონ­დე. თუ მოს­წონ­ხარ, ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი დაგ­თან­ხმდე­ბა...

ამო­ნა­რი­დი ჟურ­ნალ "სარ­კის" 6-12 აგ­ვის­ტოს ნომ­რი­დან.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | გი­ორ­გი სი­გუ­ას "რეს­პუბ­ლი­კა კა­ზან­ტი­პის" პრე­ზი­დენ­ტი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბას და წე­ლი­წად­ში 100 000 ევ­როს სთა­ვა­ზობს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მუშაობდა თუ არა გიორგი სიგუა სექსინსტუქტორად - რას საქმიანობდა წარსულში საქართველოდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსანი

მუშაობდა თუ არა გიორგი სიგუა სექსინსტუქტორად - რას საქმიანობდა წარსულში საქართველოდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსანი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილი გახდა, სიგუას "რესპუბლიკა კაზანტიპის" ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, რითიც ის წელიწადში 100 000 ევროს გამოიმუშავებს (იხ. სტატია).

გიორგი სიგუამ პირადი და პროფესიული ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. გთავაზობთ მცირე ეპიზოდს ინტერვიუდან.

***

- გიორგი, წლების განმავლობაში საქართველოდან გაქცეული იყავით. ამის მიზეზი რა იყო?

- მე და ჩემი მეგობრები პირველები ვიყავით, რომლებმაც სააკაშვილის გარკვეული გადაწყვეტილებების გაპროტესტება დავიწყეთ. ამის გამო ძმები ახალაიები, გივი თარგამაძე, ლადო ვარძელაშვილი გვემუქრებოდნენ. მოვიდნენ უნივერსიტეტში და ლექტორებს უთხრეს, თუ გიული ალასანიას დაქალს, რუსუდან ლორთქიფანიძეს ხმას არ მისცემდნენ, ყველას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ეს საქმე ამოწიონ და ერთ-ერთი მთავარი მოწმე ივქნები. მომკლავდნენ, აქედან რომ არ წავსულიყავი. გერმანიაში გავიქეცი თავის საშველად. ცოტა ხანს ნათესავის სახლში ვცხოვრობდი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ისტორიის მქონე პირისთვის იმ ქვეყანაში დარჩენა არ ივარგებდა, ამიტომ ჯობდა, ბელგიაში წავსულიყავი და პოლიტიკური თავშესაფარი მომეთხოვა. ასეც მოვიქეცი.

ბელგიაში 2 წელი ვიცხოვრე. ლტოლვილთა ბანაკში ორსართულიან საწოლზე მეძინა რამდენიმე ჩეჩენთან ერთად. მერე მუშაობის უფლებაც მომცეს, ყვავილებს ვრგავდი, შემდეგ მარწყვს ვკრეფდი. დავიწყე ფლომანური ენის სწავლა - სახელმწიფომ დამიფინანსა. რესტორანში თეფშების მრეცხავის ადგილი ვიშოვე. საათში 8 ევროს მიხდიდნენ. შემდეგ უკრაინაში მოვხვდი, მერე - გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, სამხრეთ, ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ა.შ.

- ერთ-ერთ ფორუმზე გწერდნენ, თურქეთში სექსინსტრუქტორად რომ მუშაობდი, თუ გახსოვსო.

- თურქეთში - არა, სხვაგან მოხდა... მე, დაჩი ცაგურია და კიდევ რამდენიმე ჩვენი მეგობარი, მეორეკურსელები, ბულგარეთში ვიყავით. მაისურები ვიყიდეთ, რომლებსაც ეწერა, რომ სექსის პირველი გაკვეთილები უფასო იყო. ამ მაისურებით დავდიოდით ქუჩაში და პლაჟზე და სულ ეგ იყო.

- უკრაინაში იპოვეთ თქვენი მომავალი მეუღლე?

- დიახ, კატია 2009 წელს მეგობრებისგან გავიცანი. მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გამხდარიყო. ერთხელ დავპატიჟე პაემანზე, არ დამთანხმდა, მეორედაც უარი მივიღე, მესამედ კი დავითანხმე.

- ქართველ ბიჭებს ჰგონიათ, რომ უკრაინელი ქალები ყველაფერზე ადვილად დასაყოლიებელი არიან და ამის იმედად კაზანტიპზე მიილტვიან.

- ყველა ქვეყანაში ქალი ქალია და კაცი - კაცი. ადამიანი რომ დაითანხმო პაემანზე, მას უნდა მოსწონდე. თუ მოსწონხარ, ყველა ეროვნების ადამიანი დაგთანხმდება...

ამონარიდი ჟურნალ "სარკის" 6-12 აგვისტოს ნომრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ | გიორგი სიგუას "რესპუბლიკა კაზანტიპის" პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტობას და წელიწადში 100 000 ევროს სთავაზობს

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?