საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვების პროსტიტუციის კერები საქართველოში - უმძიმესი პრობლემის სავალალო მაჩვენებლები
ბავშვების პროსტიტუციის კერები საქართველოში - უმძიმესი პრობლემის სავალალო მაჩვენებლები

თბი­ლი­სის ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის სკვე­რის და კაშ­კა­შა რე­დი­სონ-ბლუს ქვეშ არის შარ­დის სუ­ნით გაჟღნ­თი­ლი მი­წის­ქვე­შა ლა­ბი­რინ­თი, ბუნ­კე­რის მსგავ­სი თავ­შე­სა­ფა­რი, სა­ი­და­ნაც თურ­ქუ­ლი და შუა­აღ­მო­სავ­ლუ­რი მუ­სი­კის ხმა იმის. ეს არ არის უბ­რა­ლოდ ვე­ნიუ, სა­დაც და­ლევ ან სტრიპ­ტიზ ბარი. არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებს, რომ­ლებ­მაც ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ქუ­ჩა­ში გა­ა­ტა­რეს, ასე­თი ღა­მის კლუ­ბე­ბი თა­ვა­ზო­ბენ სექს მუ­შა­კად მუ­შა­ო­ბას. ეს ის პრობ­ლე­მაა, რომ­ლის­თვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ ახლა იწყებს.

მო­ნა­ცე­მე­ბის არარ­სე­ბო­ბა ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი ბავ­შვია სექ­სუ­ა­ლუ­რად ექ­სპლუ­ა­ტი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ამ 4.49 მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში. ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს უფრო ფარ­თო პრობ­ლე­მის ნა­წი­ლია, რა­საც ქვია სი­ღა­რი­ბე, რის გა­მოც ბავ­შვებს უწევთ სახ­ლში არ­სე­ბუ­ლი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გაქ­ცე­ვა.

2008 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად 1500-მდე ბავ­შვი ცხოვ­რობს ქუ­ჩა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ უდი­დეს ქა­ლაქ­ში (თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი, რუს­თა­ვი). სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვებ­მა კი უჩ­ვე­ნა, რომ რი­ცხვი 2500 უტოლ­დე­ბა. ბავ­შვე­ბი­დან ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი 40 პრო­ცენ­ტია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და ქურ­თი 20 პრო­ცენ­ტი, ბოშა კი 17%. და­ნარ­ჩე­ნე­ბის ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბა უც­ნო­ბია.

ამ ბავ­შვე­ბის მთა­ვა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მა­თხოვ­რო­ბაა და აქე­დან სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი 20-დან 50 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ხში­რად მათ ოჯა­ხის წევ­რე­ბი აი­ძუ­ლე­ბენ, რომ იმა­თხოვ­რონ. ზოგი კი ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თია, ვი­საც პუ­რის ფული შე­აქვს.

მა­შინ, რო­დე­საც მთავ­რო­ბამ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გაზ­რდის პი­რო­ბა დადო, სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე 14.6 პრო­ცენ­ტია. არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით კი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ბოლო მო­ნა­ცა­მე­ბით, რო­მე­ლიც 2012 წლის­თვის თა­რიღ­დე­ბა, სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი 712.50 ლარს უდ­რი­და.

რო­დე­საც ბავ­შვი მა­თხოვ­რე­ბი იზ­რდე­ბი­ან, მათი შე­მო­სა­ვა­ლიც კლე­ბუ­ლობს. რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი აცხა­დე­ბენ, 14 წლის ბი­ჭე­ბი ძი­რი­თა­დად და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ან, იპა­რა­ვენ, ხოლო გო­გო­ნე­ბი სექს მუ­შა­კე­ბი ხდე­ბი­ან.

"რუს­თა­ვის თავ­შე­სა­ფარ­ში ახლა სამი თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნა გვყავს. მათ ყვე­ლამ გა­მო­ი­ა­რეს პროს­ტი­ტუ­ცია თბი­ლის­ში თურ­ქულ კა­ფე­ებ­ში", - ამ­ბობს თა­მარ შა­რა­ში­ძე, შემ­წე­ო­ბის კა­თო­ლი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახალ­გაზ­რდუ­ლი პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი.

ბაშ­ვე­ბი ღიად არ სა­უბ­რო­ბენ თა­ვი­ანთ წარ­სულ­ზე, მაგ­რამ სოც-მუ­შა­კე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კავ­ში­რი აშ­კა­რაა. "ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ მე­გო­ბარ­მა მის­ცა ფული, მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით, სად იყ­ვნენ, რო­გორ ბა­რებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ", - ამ­ბობს ნინო და­ნე­ლია სოც-მუ­შა­კი, რო­მე­ლიც ქუ­ჩის ბავ­შვებ­თან მუ­შა­ობს.

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პო­ლი­ცია ბავ­შვთა პროს­ტი­ტუ­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს, რად­გან არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მის სა­კი­თხებ­თან გამ­კლა­ვე­ბის არც თე­ო­რი­უ­ლი, არც პრაქ­ტი­კუ­ლი ცონ­და, ან სურ­ვი­ლი. სა­ზო­გა­დოდ, ამ თე­მას ტაბუ ადევს და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის აქამ­დე არა­ვის მი­უ­მარ­თავს.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო EurasiaNet.org-ს მრა­ვალ­რი­ცხო­ვან თხოვ­ნა­ზე კო­მენ­ტა­რებს არ აკე­თებს.

სა­ქარ­თვე­ლოს კრი­მი­ნა­ლუ­რი კო­დექ­სი დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ უთ­მობს ბავ­შვთა პროს­ტი­ტუ­ცი­ას. 171-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში, ან სხვა სექ­სუ­ა­ლურ გარ­ყვნი­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი 170 დღი­ა­ნი გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შო­თი ან მაქ­სი­მუმ 2 წლი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბი­ან.

შე­და­რე­ბის­თვის, ევ­რო­კავ­შირ­ში "ბავ­შვის პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მა" მი­ნი­მუმ 10 წლი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვთით ის­ჯე­ბა. ამე­რი­კა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი 10-დან 15 წლამ­დე მერ­ყე­ობს და მაქ­სი­მა­ლუ­რი კი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბაა.

პრობ­ლე­მის ნა­წი­ლი არის ფაქ­ტი, რომ ბევ­რი ქარ­თვე­ლი (3345 გა­მო­კი­თხუ­ლი­დან 72%) 18 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებს ზრდას­რუ­ლე­ბად მი­იჩ­ნევს. 16 წელი არის სექ­სუ­ა­ლუ­რი "თან­ხმო­ბის" ასა­კი.

ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ შეც­ვა­ლონ კა­ნო­ნი და ბავ­შვე­ბი ეფექ­ტუ­რად და­იც­ვან, თუმ­ცა ბევ­რი ქარ­თვე­ლი თვლის, რომ ასე­თი პრობ­ლე­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ოჯა­ხის საზ­რუ­ნა­ვია და არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის.

ასე­თი დმო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხელს უშ­ლის ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­ჩე­რე­ბას, ერთ-ერთ მი­ზეზს ბავ­შვე­ბის ქუ­ჩა­ში ცხოვ­რე­ბის. 2010 წელს სა­ხელ­მწი­ფომ გა­მოკ­ვე­თა პრო­ცე­დუ­რე­ბი, თუ რო­გორ ემოქ­მე­და მსგავს სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მაგ­რამ დაბ­რკო­ლე­ბე­ბი კვლავ არ­სე­ბობს, - ამ­ბობს ეკა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სის სა­ა­გენ­ტოს პროგ­რა­მუ­ლი მე­ნე­ჯე­რი.

"სოც-მუ­შა­კებს მეტი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჭირ­დე­ბათ ასე­თი ფაქ­ტე­ბი რომ შე­ა­ჩე­რონ. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ბავ­შვი წა­ვიყ­ვა­ნოთ მო­ძა­ლა­დე მშობ­ლის­გან პო­ლი­ცი­ის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი მეტ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა. "ნივთმტკი­ცე­ბას ვერ მი­ი­ღებ ემო­ცი­უ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის­გან. ჩვენ და მათი აღ­ქმა, თუ რა არის ძა­ლა­დო­ბა, გან­ხვა­ვე­ბუ­ლია". ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი სექ­ტემ­ბერ­ში პარ­ლა­მენ­ტის­გან ელის ცვლი­ლე­ბებს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად.

ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი სა­ხელ­მწი­ფოს მცდე­ლო­ბი­სა, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ბავ­შვთა პროს­ტი­ტუ­ცი­ის ტალ­ღა, იყო 2012 წლის გეგ­მა. ის და­ეხ­მა­რა სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებს სოც-მუ­შა­კე­ბის­გან შემ­დგა­რი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის შექ­მნა­ში, რომ­ლე­ბიც აფა­სებ­დნენ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას.

თბი­ლის­ში ასე­თი მხო­ლოდ ოთხი ჯგუ­ფი არ­სე­ბობს. 2015 წელს ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრო ელის, რომ და­ამ­ტკი­ცოს ერთი ჯგუ­ფი ქუ­თა­ის­ში და ერთი ბა­თუმ­ში სა­მუ­შა­ოდ. თბი­ლის­ში ორი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი რჩე­ბა, რო­მელ­თაც ერ­თდრო­უ­ლად შე­უძ­ლი­ათ 30 ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ბავ­შვს მო­უ­ა­რონ და ერთი გარ­და­მა­ვა­ლი ცენ­ტრი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა 20-მდე ბავ­შვს შინ ცხოვ­რე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბა­ში.

მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა ბავ­შვთა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია თან­ხმდე­ბა, რომ არ­სე­ბობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა და სა­ხელ­მწი­ფოს ნება, გა­მო­ას­წო­რონ კა­ნო­ნე­ბი, მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი ბავ­შვე­ბის ქუ­ჩი­დან და ბორ­დე­ლე­ბი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად, სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვაა.

"სა­კუ­თარ თავს უნდა ვკი­თხოთ, რა აი­ძუ­ლებს ბავ­შვებს ქუ­ჩა­ში ცხოვ­რე­ბას?, -აღ­ნიშ­ნავს ქე­თე­ვან მე­ლი­ქა­ძე, სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის ოფი­ცე­რი "უნი­სეფ­ში", - ეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნაკ­ლის რა­დი­კა­ლუ­რი გა­მომ­ჟღავ­ნე­ბაა. თუ მე­ზობ­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ან მე­გობ­რე­ბი არ და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ბავ­შვე­ბი ამ ქსელ­ში გა­ებ­მე­ბი­ან და სა­ბო­ლო­ოდ ქუ­ჩა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია eurasianet.org-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბავშვების პროსტიტუციის კერები საქართველოში - უმძიმესი პრობლემის სავალალო მაჩვენებლები

ბავშვების პროსტიტუციის კერები საქართველოში - უმძიმესი პრობლემის სავალალო მაჩვენებლები

თბილისის ვარდების რევოლუციის სკვერის და კაშკაშა რედისონ-ბლუს ქვეშ არის შარდის სუნით გაჟღნთილი მიწისქვეშა ლაბირინთი, ბუნკერის მსგავსი თავშესაფარი, საიდანაც თურქული და შუააღმოსავლური მუსიკის ხმა იმის. ეს არ არის უბრალოდ ვენიუ, სადაც დალევ ან სტრიპტიზ ბარი. არასრულწლოვან გოგონებს, რომლებმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ქუჩაში გაატარეს, ასეთი ღამის კლუბები თავაზობენ სექს მუშაკად მუშაობას. ეს ის პრობლემაა, რომლისთვის ყურადღების მიქცევას საქართველო მხოლოდ ახლა იწყებს.

მონაცემების არარსებობა ნიშნავს, რომ არავინ იცის, რამდენი ბავშვია სექსუალურად ექსპლუატირებული სამხრეთ კავკასიის ამ 4.49 მილიონიან ქვეყანაში. ბავშვთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ ეს უფრო ფართო პრობლემის ნაწილია, რასაც ქვია სიღარიბე, რის გამოც ბავშვებს უწევთ სახლში არსებული სავალალო მდგომარეობიდან გაქცევა.

2008 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად 1500-მდე ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში საქართველოს ოთხ უდიდეს ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი). საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებმა კი უჩვენა, რომ რიცხვი 2500 უტოლდება. ბავშვებიდან ეთნიკურად ქართველი 40 პროცენტია, აზერბაიჯანელი და ქურთი 20 პროცენტი, ბოშა კი 17%. დანარჩენების ეთნიკური კუთვნილება უცნობია.

ამ ბავშვების მთავარი შემოსავალი მათხოვრობაა და აქედან საშუალო შემოსავალი 20-დან 50 ლარამდე მერყეობს. ხშირად მათ ოჯახის წევრები აიძულებენ, რომ იმათხოვრონ. ზოგი კი ოჯახში ერთადერთია, ვისაც პურის ფული შეაქვს.

მაშინ, როდესაც მთავრობამ სამუშაო ადგილების გაზრდის პირობა დადო, საქართველოში უმუშევრობის დონე 14.6 პროცენტია. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით კი გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებელი. ბოლო მონაცამებით, რომელიც 2012 წლისთვის თარიღდება, საშუალო შემოსავალი 712.50 ლარს უდრიდა.

როდესაც ბავშვი მათხოვრები იზრდებიან, მათი შემოსავალიც კლებულობს. როგორც სოციალური მუშაკები აცხადებენ, 14 წლის ბიჭები ძირითადად დანაშაულს ჩადიან, იპარავენ, ხოლო გოგონები სექს მუშაკები ხდებიან.

”რუსთავის თავშესაფარში ახლა სამი თინეიჯერი გოგონა გვყავს. მათ ყველამ გამოიარეს პროსტიტუცია თბილისში თურქულ კაფეებში", - ამბობს თამარ შარაშიძე, შემწეობის კათოლიკური ორგანიზაციის ახალგაზრდული პროგრამის მენეჯერი.

ბაშვები ღიად არ საუბრობენ თავიანთ წარსულზე, მაგრამ სოც-მუშაკები ამბობენ, რომ კავშირი აშკარაა. ”ისინი ამბობენ, რომ მეგობარმა მისცა ფული, მაგრამ ჩვენ ვიცით, სად იყვნენ, როგორ ბარებში იმყოფებოდნენ”, - ამბობს ნინო დანელია სოც-მუშაკი, რომელიც ქუჩის ბავშვებთან მუშაობს.

ბავშვთა უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ პოლიცია ბავშვთა პროსტიტუციის საკითხებზე რეაგირებას არ ახდენს, რადგან არ გააჩნია შესაბამის საკითხებთან გამკლავების არც თეორიული, არც პრაქტიკული ცონდა, ან სურვილი. საზოგადოდ, ამ თემას ტაბუ ადევს და სახელმწიფოსთვის აქამდე არავის მიუმართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო EurasiaNet.org-ს მრავალრიცხოვან თხოვნაზე კომენტარებს არ აკეთებს.

საქართველოს კრიმინალური კოდექსი დიდ ყურადღებას არ უთმობს ბავშვთა პროსტიტუციას. 171-ე მუხლის თანახმად, პროსტიტუციაში, ან სხვა სექსუალურ გარყვნილებაში ჩართული პირები 170 დღიანი გამოსასწორებელი სამუშოთი ან მაქსიმუმ 2 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯებიან.

შედარებისთვის, ევროკავშირში ”ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმა” მინიმუმ 10 წლიანი თავისუფლების აღკვთით ისჯება. ამერიკაში მინიმალური სასჯელი 10-დან 15 წლამდე მერყეობს და მაქსიმალური კი სამუდამო პატიმრობაა.

პრობლემის ნაწილი არის ფაქტი, რომ ბევრი ქართველი (3345 გამოკითხულიდან 72%) 18 წლამდე ასაკის ადამიანებს ზრდასრულებად მიიჩნევს. 16 წელი არის სექსუალური "თანხმობის" ასაკი.

ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობოები ქართულ სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ შეცვალონ კანონი და ბავშვები ეფექტურად დაიცვან, თუმცა ბევრი ქართველი თვლის, რომ ასეთი პრობლემა ინდივიდუალურად ოჯახის საზრუნავია და არა საზოგადოების.

ასეთი დმოკიდებულება ხელს უშლის ოჯახური ძალადობის შეჩერებას, ერთ-ერთ მიზეზს ბავშვების ქუჩაში ცხოვრების. 2010 წელს სახელმწიფომ გამოკვეთა პროცედურები, თუ როგორ ემოქმედა მსგავს საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ დაბრკოლებები კვლავ არსებობს, - ამბობს ეკა ჯავახიშვილი, ჯანმრთელობის სამინისტროს სოციალური სერვისის სააგენტოს პროგრამული მენეჯერი.

”სოც-მუშაკებს მეტი ძალაუფლება ჭირდებათ ასეთი ფაქტები რომ შეაჩერონ. ჩვენ არ შეგვიძლია ბავშვი წავიყვანოთ მოძალადე მშობლისგან პოლიციის ნებართვის გარეშე, ხშირ შემთხვევაში, ისინი მეტ მტკიცებულებას მოითხოვენ”, - განაცხადა ჯავახიშვილმა. ”ნივთმტკიცებას ვერ მიიღებ ემოციური და სექსუალური ძალადობისგან. ჩვენ და მათი აღქმა, თუ რა არის ძალადობა, განხვავებულია”. ჯავახიშვილი სექტემბერში პარლამენტისგან ელის ცვლილებებს ოჯახური ძალადობის მნიშვნელობის დასაზუსტებლად.

ყველაზე ნათელი მაგალითი სახელმწიფოს მცდელობისა, შეეჩერებინა ბავშვთა პროსტიტუციის ტალღა, იყო 2012 წლის გეგმა. ის დაეხმარა სოციალური მომსახურების ცენტრებს სოც-მუშაკებისგან შემდგარი მობილური ჯგუფების შექმნაში, რომლებიც აფასებდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საჭიროებას.

თბილისში ასეთი მხოლოდ ოთხი ჯგუფი არსებობს. 2015 წელს ჯანმრთელობის სამინისტრო ელის, რომ დაამტკიცოს ერთი ჯგუფი ქუთაისში და ერთი ბათუმში სამუშაოდ. თბილისში ორი სოციალური მომსახურების ცენტრი რჩება, რომელთაც ერთდროულად შეუძლიათ 30 ქუჩაში მცხოვრებ ბავშვს მოუარონ და ერთი გარდამავალი ცენტრი, რომელიც ეხმარება 20-მდე ბავშვს შინ ცხოვრებისთვის ადაპტირებაში.

მაშინ, როდესაც ყველა ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია თანხმდება, რომ არსებობს მნიშვნელოვანი წინსვლა და სახელმწიფოს ნება, გამოასწორონ კანონები, მთავარი გასაღები ბავშვების ქუჩიდან და ბორდელებიდან გამოსაყვანად, სიღარიბის დაძლევაა.

”საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა აიძულებს ბავშვებს ქუჩაში ცხოვრებას?, -აღნიშნავს ქეთევან მელიქაძე, სოციალური კეთილდღეობის ოფიცერი "უნისეფში", - ეს ჩვენი საზოგადოების ნაკლის რადიკალური გამომჟღავნებაა. თუ მეზობლები, ოჯახის წევრები ან მეგობრები არ დაეხმარებიან, ბავშვები ამ ქსელში გაებმებიან და საბოლოოდ ქუჩაში აღმოჩნდებიან”.

მომზადებულია eurasianet.org-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია