ვინ არის 5 ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი და რა ღირს მათი ნამუშევრები

ვინ არის 5 ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი და რა ღირს მათი ნამუშევრები

ქართული მოდა ბოლო დროს განსაკუთრებული წარმატებით ვითარდება. ქართველმა დიზაინერებმა სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვეს. Ambebi.ge 5 ყველაზე ძვირადღირებული დიზაინერის ჩამონათვალს გთავაზობთ.

დევიდ კომა

დევიდ კომას ინგლისში კარგად იცნობენ. კომას ნამდვილი სახელი და გვარი დავით კომახიძეა. ქართველი დიზაინერი დიდ ბრიტანეთში პეტერბურგიდან მოხვდა. მოდის სფეროში მიღებული უმაღლესი განათლების შემდეგ ნელ-ნელა მოვიდა წარმატება. თუმცა მისი სახელი ფართოდ "central saint martins fashion college"-ში საუკეთესო კოლექციის წარდგენის მერე გამოჩნდა. დღეს უკვე დავით კომას ტანსაცმელი ისეთ ვარსკვლავებს აცვიათ, როგორიცაა ბიონსე, კაილი მინოუგი, რიანა და ლედი გაგა. კომას მომხმარებლები არიან მოდის კრიტიკოსებიც. თუმცა მისი სახელი საქვეყნოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიონსე MTV-ის ცერემონიალზე კომას კაბით გამოცხადდა. მის მიერ შექმნილი კოქტეილის კაბები 1500, საღამოს კაბები და პიჯაკები კი საშუალოდ 900 დოლარი ღირს.

ანუკი არეშიძე

ბრენდი "ANOUKI" ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი წარმატებით სარგებლობს. საკუთარი სიტყვა "ANOUKI"-მ ყველა კოლექციის ჩვენებაზე თქვა. ბრენდის მთავარი დიზაინერი კახი კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძეა. იყო დრო, როცა ანუკა არეშიძე ჩვენებებს საქართველოში ვერ ატარებდა, ამიტომ საკუთარი კოლექციის ჩვენება უკრაინაში უწევდა, სადაც მის სამოსზე დიდი მოთხოვნაა. ერთ-ერთ ბოლო ჩვენებაზე ირინა შეიკმაც მიიღო მონაწილეობა. დიზაინერს სხვა ჩვენებაც ჰქონდა დაგეგმილი უკრაინაში, მაგრამ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო უარი განაცხადა და ახალი კოლექცია ქართველ მოდის მოყვარულებს წარუდგინა. რამდენიმე თვის წინ "ANOUKI"-ს მაღაზიაც გაიხსნა თბილისში, მის მიერ შექმნილი კაბები საშუალოდ 230, პიჯაკები და ფეხსაცმელი კი 190 ევრო ღირს.

ავთანდილი

ავთანდილი ქართულ სამოდელო ბიზნესში 90-იან წლებში გამოჩნდა. ქვეყანაში არსებული მძიმე პირობების მიუხედავად, ახერხებდა ახალი კოლექციების შექმნას. შრომისმოყვარეა, სახელი მალე გაითქვა და მას პარიზის მოდის კვირეულზეც ხშირად იწვევენ მონაწილეობის მისაღებად. ის მუშაობს ყველასთვის. მასთან შემოსვა ყველასთვის ხელმისაწვდომია, რადგან ისეთ სამოსსაც ქმნის, რომლის შეძენა ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელს შეუძლია. მაგალითად ავთანდილის მაისური შეგიძლიათ 50 ლარად შეიძინოთ. რაც შეეხება ძვირადღირებულ სამოსს, მის მიერ შექმნილი კაბები ზოგჯერ რამდენიმე ათასი ლარი ფასობს. განსაკუთრებით პოპულარული იყო ავთანდილის კაბა, რომელიც სოფო ნიჟარაძეს "ქეთო და კოტეში" ეცვა. ამბობენ, რომ პეპლებიანი კაბა 30 000 ლარად შეკერა.

ანუკა ქებურია

თენგიზ არჩვაძის შვილიშვილი, დიზაინერი ანუკა ქებურია ფართო მასებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. თუმცა გემოვნებიანი ადამიანები მის მიერ შექმნილ სამოსს ანიჭებენ უპირატესობას. ძვირია, მაგრამ უღირთ. ანუკა ქებურია სულ ცოტა ხნის წინ მარჯიელას სამოდელო სახლში მიიწვიეს პრაქტიკებზე, მაგრამ ამბობენ, რომ უსახსრობის გამო ვერ გაემგზავრა. დიზაინერის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი, ტყავის აქსესუარები და მაისურები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მაისურის ფასი 55-75, ფეხსაცმლის ფასი კი საშუალოდ 250 ლარს შეადგენს.

მაია მიქაშავიძე

აქსესუარების დიზაინერი მაია მიქაშავიძე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მის მიერ შექმნილი აქსესუარები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მაგრამ ამ სიამოვნებაზე ქართველი ვარსკვლავები უარს არ ამბობენ და სამკაულებში დაუნანებლად იხდიან თანხას. მაია მიქაშავიძის სამკაულები ძირითადად ძვირფასი ქვებისგან არის შექმნილი, მძივი - 300, საყურე - 60, სამაჯური საშუალოდ 110 დოლარი ღირს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია