მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გინდათ ასეთი პრესი? - "მუცლის დიეტა"
გინდათ ასეთი პრესი? - "მუცლის დიეტა"

ბევ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ მუც­ლის პრე­სის იდე­ა­ლუ­რი ფორ­მის მი­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან ბევ­რი ვარ­ჯი­შია სა­ჭი­რო. მაგ­რამ არ­სე­ბობს კი­დევ ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დი - "მუც­ლის დი­ე­ტა".

თა­ვად სა­ხელ­წო­დე­ბა მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ დი­ე­ტა კონ­კრე­ტუ­ლად მუც­ლის­თვი­საა, თუმ­ცა არ იფიქ­როთ, რომ სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბი უც­ვლე­ლად დარ­ჩე­ბა.

მაშ ასე, მუც­ლის დი­ე­ტა.

სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბი:

დი­ე­ტის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა - სწო­რად წარვმარ­თოთ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბა. ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი ელე­მენ­ტია უჯრე­დი­სი. ის გახ­ლავთ მცე­ნა­რე­უ­ლი საკ­ვე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მის მიერ გა­და­მუ­შავ­დე­ბა, მაგ­რამ მის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ში უზარ­მა­ზარ როლს თა­მა­შობს.

ყვე­ლა­ზე მეტ უჯრე­დისს შე­ი­ცავს მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რა, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, ქატო, უმი ბოსტნე­უ­ლი და ხილი; ასე­ვე, ის მრავ­ლა­დაა ჩირ­სა და თხილ­ში.

და­ი­წყეთ დღე მცი­რე ულუ­ფა დი­ე­ტუ­რი ფა­ფით, მა­გა­ლი­თად, ჰერ­კუ­ლე­სით ან წი­წი­ბუ­რით. აუ­ცი­ლებ­ლად ჩარ­თეთ რა­ცი­ონ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ბოსტნე­უ­ლი და ხილი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პური შეც­ვა­ლეთ ხორ­ბლის პუ­რით. სა­ლა­თებს მა­ი­ო­ნე­ზის ნაც­ვლად ზე­ი­თუ­ნის ზეთი მო­ას­ხით.

არ და­ი­ვი­წყოთ ცი­ლე­ბიც, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის­თვის. მუც­ლის დი­ე­ტა­ში უნდა შე­ი­ტა­ნოთ კვერ­ცხი, ქათ­მის თეთ­რი ხორ­ცი, მო­ხარ­შუ­ლი თევ­ზი და სხვა ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ შე­ავ­სოთ გარ­ნი­რით ბურ­ღუ­ლის­გან, მა­კა­რო­ნი­სა და ბოსტნე­უ­ლის­გან.

მაგ­რამ არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ბოსტნე­უ­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ნი­მა­ლუ­რად უნდა იყოს და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რად­გან დიდი ხნით ხარ­შვით ისი­ნი კარ­გა­ვენ უჯრე­დის­სა და ვი­ტა­მი­ნებს.

შე­ე­ცა­დეთ, იკ­ვე­ბოთ ხში­რად და პა­ტა­რა ულუ­ფე­ბით, და, რა თქმა უნდა, არ და­ი­ვი­წყოთ სი­თხე. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ წყალ­სა და მწვა­ნე ჩაის - ისი­ნი ხელს უწყობს კა­ლო­რი­ე­ბის წვას.

ფორ­თოხ­ლი­სა და ანა­ნა­სის ახალ­გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნი კი არა მარ­ტო ცხი­მის წვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, არა­მედ ვი­ტა­მი­ნე­ბის სა­ბა­დოც!

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გინდათ ასეთი პრესი? - "მუცლის დიეტა"

გინდათ ასეთი პრესი? - "მუცლის დიეტა"

ბევრი ამტკიცებს, რომ  მუცლის პრესის იდეალური ფორმის მისაღებად ძალიან ბევრი ვარჯიშია საჭირო. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მეთოდი - "მუცლის დიეტა".

თავად სახელწოდება მეტყველებს იმაზე, რომ დიეტა კონკრეტულად მუცლისთვისაა, თუმცა არ იფიქროთ, რომ სხეულის სხვა ნაწილები უცვლელად დარჩება.

მაშ ასე, მუცლის დიეტა.

სასარგებლო პროდუქტები:

დიეტის მთავარი ამოცანაა - სწორად წარვმართოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა. ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებელი ელემენტია უჯრედისი. ის გახლავთ მცენარეული საკვების ნაწილი, რომელიც ორგანიზმის მიერ გადამუშავდება, მაგრამ მის სიცოცხლისუნარიანობაში უზარმაზარ როლს თამაშობს.

ყველაზე მეტ უჯრედისს შეიცავს მარცვლეული კულტურა, ბურღულეული, ქატო, უმი ბოსტნეული და ხილი; ასევე, ის მრავლადაა ჩირსა და თხილში.

დაიწყეთ დღე მცირე ულუფა დიეტური ფაფით, მაგალითად, ჰერკულესით ან წიწიბურით. აუცილებლად ჩართეთ რაციონში რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი. ჩვეულებრივი პური შეცვალეთ ხორბლის პურით. სალათებს მაიონეზის ნაცვლად ზეითუნის ზეთი მოასხით.

არ დაივიწყოთ ცილებიც, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი კვებისთვის. მუცლის დიეტაში უნდა შეიტანოთ კვერცხი, ქათმის თეთრი ხორცი, მოხარშული თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ გარნირით ბურღულისგან, მაკარონისა და ბოსტნეულისგან.

მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ბოსტნეული ამ შემთხვევაში მინიმალურად უნდა იყოს დამუშავებული, რადგან დიდი ხნით ხარშვით ისინი კარგავენ უჯრედისსა და ვიტამინებს.

შეეცადეთ, იკვებოთ ხშირად და პატარა ულუფებით, და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ სითხე. უპირატესობა მიანიჭეთ წყალსა და მწვანე ჩაის - ისინი ხელს უწყობს კალორიების წვას.

ფორთოხლისა და ანანასის ახალგამოწურული წვენი კი არა მარტო ცხიმის წვის საუკეთესო საშუალებაა, არამედ ვიტამინების საბადოც!

"7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა..." - ერთი ტფილისური ჩვეულების ამბავი

"სიმპსონებმა" 1993 წელს კორონავირუსის პანდემია იწინასწარმეტყველეს? - "იაპონიიდან ამერიკაში ვირუსით სავსე ყუთი გაგზავნეს"

თუ პანდემიის დროს სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ეს წესები სწორი არჩევანის გასაკეთებლად