საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სექსუალური აქტი უნდა ჩავთვალოთ საღვთო აქტად და არა ადამიანური გრძნობების დაკმაყოფილებად"
"სექსუალური აქტი უნდა ჩავთვალოთ საღვთო აქტად და არა ადამიანური გრძნობების დაკმაყოფილებად"

მსა­ხი­ობ ზურა ცინ­ცქი­ლა­ძეს ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის­თვის თემა იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რომ და­სას­რულ მი­თხრა, ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს სპექ­ტაკ­ლი ვი­თა­მა­შეო.

- ვწუხ­ვარ, რომ საღვთო ტრა­დი­ცია - სი­ტყვის პატ­რო­ნო­ბა, სი­ტყვის უმ­თავ­რე­სო­ბა და­კარ­გუ­ლია, რად­გან სი­ტყვით შე­იქ­მნა ქვეყ­ნი­ე­რე­ბა და ამით ფას­დე­ბა ადა­მი­ა­ნი. ბიბ­ლი­ის მი­ხედ­ვით, ჰო უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჰო და არა უნდა ყო­ფი­ლი­ყო არა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს და­კარ­გუ­ლია, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. სი­ტყვის გა­ტე­ხა ნიშ­ნავს იმას, რომ სა­თა­ნა­დოდ მორ­წმუ­ნე­ნი არ ვართ.

მინ­და შე­ვე­ხო ღვი­ნის სმის ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­ლიც არას­წო­რად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი. ღვი­ნო კი არ უნდა დავ­ლი­ოთ და თავ­ზე კი არ უნდა და­ვის­ხათ, მას უნდა ვე­თაყ­ვა­ნოთ, რად­გან ისაა სა­ზი­ა­რებ­ლად გო­ნე­ბი­სა და სუ­ლი­სა. ვინც სა­ერ­თოდ არ ეკა­რე­ბა, ისიც არ­ღვევს ტრა­დი­ცი­ას და თავ­ზე ვინც ის­ხამს - ისიც. მაქვს ერთი ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ას­პექ­ტში გა­მო­სა­დე­გია: ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხში ნაკ­ლე­ბო­ბა სჯობს ზედ­მე­ტო­ბას, ჯო­ბია, ნაკ­ლე­ბი ილა­პა­რა­კო, ნაკ­ლე­ბი ჭამო, ნაკ­ლე­ბი ფული გქონ­დეს, ვიდ­რე მეტი, თუ ჩა­უღ­რმავ­დე­ბით ამას, მიხ­ვდე­ბით, რომ მარ­თა­ლი ვარ.

მსმე­ნია, რომ არ მოს­წონთ ქორ­წი­ნე­ბის, ხე­ლის თხო­ვის ტრა­დი­ცია, არა­და, ეს მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა კი არ არის, ქორ­წი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბაა, ქორ­წილ­ში მი­სუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის მოწ­მეა და შენ, მა­მა­კა­ცი ხარ თუ ქალი, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, მოწ­მე­ე­ბის, ხე­ლის მომ­წერ­თა წი­ნა­შე მი­ცე­მუ­ლი სი­ტყვა შე­ას­რუ­ლო.

- გა­რი­გე­ბით ქორ­წი­ნე­ბა­ზე რას ფიქ­რობთ, რო­მელ­საც XXI სა­უ­კუ­ნე­ში შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ვხვდე­ბით...

- გა­რი­გე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლით და იმის იმე­დად, რომ იპო­ვი შენს შე­სა­ფე­რისს, შე­გიყ­ვარ­დე­ბა, შექ­მნი ოჯახს, ვერ ვიქ­ნე­ბით, რა თქმა უნდა, ეს იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია, მაგ­რამ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ხდე­ბა ათას­ში ერთხელ, 999 კი გა­რი­გე­ბით და რჩე­ვით ქორ­წინ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­რი­გე­ბი­სა და მა­ჭანკლო­ბის თე­მებს კი ნუ ვაკ­ნი­ნებთ, ღი­რე­ბუ­ლად შევ­ხე­დოთ. ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რობს, თე­ლავ­ში გა­იც­ნო კარ­გი გოგო და მიხ­ვდა, რომ ის მო­უხ­დე­ბა ბა­თუმ­ში მცხოვ­რებ ვინ­მე თე­მურს, ახ­ვედ­რებს ერ­თმა­ნეთს და იქ­მნე­ბა კი­დევ ერთი კარ­გი ოჯა­ხი, ამა­ში ცუდი რა არის? მაგ­რამ ან­გა­რე­ბით ქორ­წი­ნე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და გან­ხილ­ვა­დაც არ ღირს, ჩვენ იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვებ­ზე ვი­სა­უბ­როთ.

- ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში უფრო ხში­რია, რას ფიქ­რობთ ამ სა­კი­თხზე?

- ეს გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში და კი­დევ უფრო ად­რეც ხდე­ბო­და, მაგ­რამ მა­შინ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უფრო მეტი იყო. და­ვუშ­ვათ, წყვილს შო­რის ქორ­წი­ნე­ბამ­დე დამ­ყარ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და და­იკ­მა­ყო­ფი­ლეს დიდი სურ­ვი­ლი, მერე? უწინ მა­მა­კა­ცი დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იჩენ­და, იცო­და, რომ გო­გოს ჰყავ­და ძმა, მამა, პატ­რო­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ე­ქო­მა­გე­ბო­და, ახლა კი ყვე­ლა­ფერ­მა ფასი და­კარ­გა. ამ ქმე­დე­ბას თა­ვი­სუფ­ლე­ბას მი­ა­წე­რენ. აღარ მო­ე­წო­ნე­ბა მერე ის პარტნი­ო­რი და ამ­ბობს, მე­ო­რე შე­მიყ­ვარ­და და მო­მე­წო­ნაო, მერე მე­სა­მე, მე­ო­თხეო, შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან უკვე და ხდე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის წა­ხა­ლი­სე­ბა, რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი თუ გა­მო­იც­ვა­ლა ადა­მი­ან­მა, ჯერ ერთი ტე­ლე­ვი­ზია მივა გა­და­სა­ღე­ბად, მერე – მე­ო­რე და ა.შ შე­გახ­სე­ნებთ ძველ ქარ­თულ გა­მოთ­ქმას, - "გიჟი თა­ვი­სუ­ფა­ლია". კავ­კა­სი­ე­ლი, ქარ­თვე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის კი არ იბ­რძო­და, არა­მედ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვის. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჯო­ჯო­ხეთ­შია, მი­წა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და სი­ტყვის პატ­რო­ნო­ბაა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"სექსუალური აქტი უნდა ჩავთვალოთ საღვთო აქტად და არა ადამიანური გრძნობების დაკმაყოფილებად"

"სექსუალური აქტი უნდა ჩავთვალოთ საღვთო აქტად და არა ადამიანური გრძნობების დაკმაყოფილებად"

მსახიობ ზურა ცინცქილაძეს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. ჩვენი რესპონდენტისთვის თემა იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა, რომ დასასრულ მითხრა, ემოციური თვალსაზრისით, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სპექტაკლი ვითამაშეო.

- ვწუხვარ, რომ საღვთო ტრადიცია - სიტყვის პატრონობა, სიტყვის უმთავრესობა დაკარგულია, რადგან სიტყვით შეიქმნა ქვეყნიერება და ამით ფასდება ადამიანი. ბიბლიის მიხედვით, ჰო უნდა ყოფილიყო ჰო და არა უნდა ყოფილიყო არა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაკარგულია, რასაც ძალიან განვიცდი. სიტყვის გატეხა ნიშნავს იმას, რომ სათანადოდ მორწმუნენი არ ვართ.

მინდა შევეხო ღვინის სმის ტრადიციას, რომელიც არასწორად აქვთ გააზრებული. ღვინო კი არ უნდა დავლიოთ და თავზე კი არ უნდა დავისხათ, მას უნდა ვეთაყვანოთ, რადგან ისაა საზიარებლად გონებისა და სულისა. ვინც საერთოდ არ ეკარება, ისიც არღვევს ტრადიციას და თავზე ვინც ისხამს - ისიც. მაქვს ერთი ფორმულა, რომელიც ყველა ასპექტში გამოსადეგია: ნებისმიერ საკითხში ნაკლებობა სჯობს ზედმეტობას, ჯობია, ნაკლები ილაპარაკო, ნაკლები ჭამო, ნაკლები ფული გქონდეს, ვიდრე მეტი, თუ ჩაუღრმავდებით ამას, მიხვდებით, რომ მართალი ვარ.

მსმენია, რომ არ მოსწონთ ქორწინების, ხელის თხოვის ტრადიცია, არადა, ეს მხოლოდ ორი ადამიანის ურთიერთობა კი არ არის, ქორწინება საზოგადოებრივი ურთიერთობაა, ქორწილში მისული თითოეული ადამიანი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმეა და შენ, მამაკაცი ხარ თუ ქალი, ვალდებული ხარ, მოწმეების, ხელის მომწერთა წინაშე მიცემული სიტყვა შეასრულო.

- გარიგებით ქორწინებაზე რას ფიქრობთ, რომელსაც XXI საუკუნეში შედარებით ნაკლებად ვხვდებით...

- გარიგება აუცილებელია. მხოლოდ სიყვარულით და იმის იმედად, რომ იპოვი შენს შესაფერისს, შეგიყვარდება, შექმნი ოჯახს, ვერ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ მსგავსი ფაქტები ხდება ათასში ერთხელ, 999 კი გარიგებით და რჩევით ქორწინდება. აქედან გამომდინარე, გარიგებისა და მაჭანკლობის თემებს კი ნუ ვაკნინებთ, ღირებულად შევხედოთ. ადამიანმა, რომელიც მოგზაურობს, თელავში გაიცნო კარგი გოგო და მიხვდა, რომ ის მოუხდება ბათუმში მცხოვრებ ვინმე თემურს, ახვედრებს ერთმანეთს და იქმნება კიდევ ერთი კარგი ოჯახი, ამაში ცუდი რა არის? მაგრამ ანგარებით ქორწინება მიუღებელია და განხილვადაც არ ღირს, ჩვენ იდეალურ შემთხვევებზე ვისაუბროთ.

- ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრების ფაქტები ჩვენს საუკუნეში უფრო ხშირია, რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ეს გასულ საუკუნეში და კიდევ უფრო ადრეც ხდებოდა, მაგრამ მაშინ პასუხისმგებლობა უფრო მეტი იყო. დავუშვათ, წყვილს შორის ქორწინებამდე დამყარდა სექსუალური კავშირი და დაიკმაყოფილეს დიდი სურვილი, მერე? უწინ მამაკაცი დიდ პასუხისმგებლობას იჩენდა, იცოდა, რომ გოგოს ჰყავდა ძმა, მამა, პატრონი, რომელიც გამოექომაგებოდა, ახლა კი ყველაფერმა ფასი დაკარგა. ამ ქმედებას თავისუფლებას მიაწერენ. აღარ მოეწონება მერე ის პარტნიორი და ამბობს, მეორე შემიყვარდა და მომეწონაო, მერე მესამე, მეოთხეო, შემდეგ ტელევიზიები ინტერესდებიან უკვე და ხდება ამ ყველაფრის წახალისება, რამდენიმე მამაკაცი თუ გამოიცვალა ადამიანმა, ჯერ ერთი ტელევიზია მივა გადასაღებად, მერე – მეორე და ა.შ შეგახსენებთ ძველ ქართულ გამოთქმას, - "გიჟი თავისუფალია". კავკასიელი, ქართველი თავისუფლებისთვის კი არ იბრძოდა, არამედ სამართლიანობის აღდგენისთვის. თავისუფლება ჯოჯოხეთშია, მიწაზე პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და სიტყვის პატრონობაა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება