პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უთხრა შტეფან ფულემ ირაკლი ღარიბაშვილს? – ევროკომისარმა პრემიერი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს გადაკიდა
რა უთხრა შტეფან ფულემ ირაკლი ღარიბაშვილს? – ევროკომისარმა პრემიერი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს გადაკიდა

"ქვეყ­ნის ძირ­გა­მომ­თხრე­ლის" შემ­დეგ "ტენ­დენ­ცი­უ­რი" – პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს ახა­ლი ეპი­თე­ტით ამ­კობს. პირ­ვე­ლის ფონ­ზე მე­ო­რე კომ­პლი­მენ­ტი­ვით ჟღერს, თუმ­ცა რად­გან კომ­პლი­მენ­ტი არ არის, ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ნე­იტ­რა­ლუ­რი რგო­ლიც შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია. უხერ­ხუ­ლო­ბას არ გა­ნიც­დის თა­ვად მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე – მი­აჩ­ნია, რომ როცა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ, უნდა მი­უ­თი­თონ...

ირაკ­ლი ტა­რი­ე­ლო­ვიჩ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის კრი­ტი­კის მო­რი­გი სე­რია სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე წა­მო­ი­წყო. პრე­მი­ერ­მა იმის უკეთ და­სა­ბუ­თე­ბის­თვის, რომ ქვეყ­ნის ნე­იტ­რა­ლუ­რი რგო­ლი ტენ­დენ­ცი­უ­რად მუ­შა­ობს, კონ­კრე­ტუ­ლი "მოწ­მე" მო­იყ­ვა­ნა – მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მტკი­ცე­ბით, ქარ­თულ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის ინ­კოგ­ნი­ტო პო­ლი­ტი­კოს­საც იგი­ვე აზრი აქვს.

"ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით – რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რი­დან ჩა­მო­სუ­ლი იყო ერთ-ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი (უხერ­ხუ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო მისი ვი­ნა­ო­ბა), რო­მელ­მაც პი­რად სა­უ­ბარ­ში მი­თხრა, რომ შეხ­ვედ­რა ჰქონ­და წამ­ყვა­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და დარ­ჩა გა­ო­ცე­ბუ­ლი, რად­გან უთხრეს, რომ ისი­ნი მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას, რო­გო­რა­დაც აღ­ქმუ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", ემ­ხრო­ბი­ან იმი­ტომ, რომ ის დღი­თი­დღე სუს­ტდე­ბა. მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტა­ცია იყო, რომ სუს­ტის დაც­ვა სურთ. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი მიდ­გო­მაა. ეს ადა­მი­ა­ნი იყო გა­ო­ცე­ბუ­ლი, რად­გან ფიქ­რობს, რომ როცა წამ­ყვან არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს აქვთ ასე­თი მიდ­გო­მა, ეს ძა­ლი­ან დიდ სირ­თუ­ლე­ზე მი­უ­თი­თებს. მან უთხრა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ არც ერთ მხა­რეს არ უნდა გა­და­ი­ხა­როს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი – არც მთავ­რო­ბის­კენ, არც ოპო­ზი­ცი­ის­კენ, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა. ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბა არ უნდა იყოს გა­მოკ­ვე­თი­ლი. ხში­რად ვერ გა­ურ­ჩე­ვი­ათ, სად გა­დის ობი­ექ­ტუ­რო­ბის ზღვა­რი. ამ ზღვა­რის დად­გე­ნაა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

პრე­მი­ე­რის მიერ სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი "მოწ­მე" მარ­ტი­ვად "ამო­იც­ნეს" არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. მათი მტკი­ცე­ბით, ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­ზეც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აპე­ლი­რებს, შტე­ფან ფუ­ლეა – სწო­რედ ის ევ­რო­კო­მი­სა­რი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბის­თვის არა­ერ­თი და­დე­ბი­თი ეპი­თე­ტი გა­მო­ი­ყე­ნა.

"ამ შეხ­ვედ­რა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ნახ­სე­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა. სა­უ­ბა­რი შედ­გა იმა­ზე, რომ ზო­გა­დად ოპო­ზი­ცია არის სუს­ტი და ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ აქ­ტი­უ­რი, რომ მთავ­რო­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და გამჭვირ­ვა­ლო­ბა გა­ი­ზარ­დოს. თა­ვად ბა­ტო­ნი ფულე სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია აქ­ტი­ვის­ტე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ და­ემ­სგავ­სონ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას და პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას შო­რის იყო გავ­ლე­ბუ­ლი ზღვა­რი. ერ­თა­დერ­თი ეს კონ­ტექ­სტი იყო. პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა­სა და დახ­მა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა და მინ­და პრე­მი­ერს ვუ­თხრა, რომ თუკი რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია მხარს უჭერს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, ამა­ზე ისი­ნი ხმა­მაღ­ლა და სა­ჯა­როდ ნამ­დვი­ლად არ სა­უბ­რო­ბენ. ამი­ტომ ეს ბრალ­დე­ბე­ბი არის არა­ლო­გი­კუ­რი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლო. ეს უკვე მის­თვის ტრა­დი­ცია გახ­და. სხვა­თა შო­რის, ამა­ზე მას საყ­ვე­დუ­რო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ვფიქ­რობ, ასე­თი მიდ­გო­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­მართ უნდა დას­რულ­დეს, რად­გან არ არის და­მა­ხა­სის­თე­ბე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ლი­დე­რის­თვის", - გა­ნუ­ცხა­და "ამ­ბე­ბი.გე"-ს "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ეკა გი­გა­ურ­მა.

პრე­მი­ე­რის "შიკ­რი­კი" შტე­ფან ფუ­ლეა "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რის აზ­რი­თაც. ევ­რო­კო­მი­სარ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე ამ­ტკი­ცებს, რომ აუ­დი­ენ­ცი­ის დროს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა" ნახ­სე­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, ამ პარ­ტი­ი­სად­მი და­დე­ბი­თი გან­წყო­ბაც არა­ვის და­უ­ფიქ­სი­რე­ბია. კახა კო­ჟო­რი­ძე შეხ­ვედ­რა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის მხრი­დან გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მე­სი­ჯე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა­ზე სა­უბ­რობს – ვინ მო­ახ­დი­ნა მათი გან­ცხა­დე­ბე­ბის არას­წო­რი უტ­რი­რე­ბა? – საია-ს თავ­მჯდო­მა­რე გარ­კვე­ვას აპი­რებს.

"შეხ­ვედ­რა­ზე ით­ქვა, რომ იმ ვი­თა­რე­ბა­ში, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო თუ ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბა­შია და იმ ვი­თა­რე­ბა­ში, როცა სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ას წარ­სუ­ლის გამო ოპო­ნი­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა, რად­გან როცა ის რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს, ყო­ველ­თვის გა­სულ 9 წელს ახ­სე­ნე­ბენ და ეს 9 წე­ლია მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი ამ პა­ექ­რო­ბა­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს ეკის­რე­ბა ძა­ლი­ან დიდი როლი, რომ თა­ვად იყოს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი, რომ ისა­უბ­როს იმ სა­კი­თხებ­ზე, რაც მწვა­ვედ დგას და იმა­ზეც, რაც კარ­გია. თუ ვინ­მემ არას­წო­რად გა­ი­გო ან სწო­რად მი­ტა­ნი­ლი მე­სი­ჯი მერე არას­წო­რად იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, ეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მეა. მარ­ტი­ვად რომ დავ­ფიქ­რდეთ, ევ­რო­კავ­ში­რი არის საია-ს ერთ-ერთი მთა­ვა­რი დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ვინ ეტყო­და ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, რომ თვი­თონ არის რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მხარ­დამ­ჭე­რი? - ასე­თი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, მარ­თლა რომ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას ემ­ხრო­ბო­დეს. ეს პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იმიჯ­ზე და ა.შ. პი­რი­ქით, ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბა­ტონ­მა ფუ­ლემ თუკი რო­მე­ლი­მე სექ­ტო­რი მო­იხ­სე­ნია კარ­გი ეპი­თე­ტით, ეს იყო სწო­რედ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი. ჩვენ ვა­პი­რებთ გა­ვარ­კვი­ოთ, შეხ­ვედ­რა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი არას­წო­რად მი­ვი­და პრე­მი­ერ­თან, თუ სწო­რად მი­სუ­ლი მე­სი­ჯე­ბის არას­წო­რად ინ­ტერპრე­ტა­ცია მო­ახ­დი­ნა", - აღ­ნიშ­ნა საია-ს თავ­მჯდო­მა­რემ "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უ­ბარ­ში.

შე­კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც საია-ს თავ­მჯდო­მა­რეს აინ­ტერ­სებს, პა­სუ­ხი უკვე იცის არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის კი­დევ ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შტე­ფან ფუ­ლეს მიერ "მი­ტა­ნი­ლი ამ­ბა­ვი" სა­თა­ვი­სოდ შე­ა­ლა­მა­ზა და ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. ნინო ლომ­ჯა­რია იმუქ­რე­ბა, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სარს სა­გან­გე­ბო წე­რილს გა­უგ­ზავ­ნის.

"ეს არის უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პრე­მი­ერს, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გზით, შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და უქ­მნის ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­ურ და არას­წორ წარ­მოდ­გე­ნებს ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით ბა­ტონ ფუ­ლეს, მივ­წერთ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ისიც ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა პრე­მი­ერ­მა, ვი­ნა­ი­დან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს არ იქ­ნე­ბა ევ­რო­კო­მის­რის სი­ტყვე­ბი და ის ასე არ გა­დას­ცემ­და იმ დის­კუ­სი­ას, რო­მე­ლიც ჩვენს შო­რის შედ­გა - უბ­რა­ლოდ ასეთ რა­მეს ნამ­დვი­ლად არ ჰქო­ნია ად­გი­ლი", - გა­ნუ­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ "ამ­ბე­ბი. გე"-ს.

შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი სა­უბ­რობს, ევ­რო­კო­მი­სარ­სა და ათამ­დე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის 18 ივ­ლისს გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ში ფუ­ლემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი მის­თვის და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას თავს წარ­მა­ტე­ბით არ­თმევს. რა უთხრა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა პრე­მი­ერს, ეს მხო­ლოდ პრე­მი­ერ­მა იცის, ფაქ­ტი კი ისაა, რომ შტე­ფან ფუ­ლეს მი­ზე­ზით თუ უბ­რა­ლოდ მისი სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ერ­თმა­ნეთს უკვე მე­ო­რედ გა­და­ე­კიდ­ნენ...

ნი­ნია სი­ხა­რუ­ლი­ძე, Ambebi.ge

რა უთხრა შტეფან ფულემ ირაკლი ღარიბაშვილს? – ევროკომისარმა პრემიერი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს გადაკიდა

რა უთხრა შტეფან ფულემ ირაკლი ღარიბაშვილს? – ევროკომისარმა პრემიერი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს გადაკიდა

"ქვეყნის ძირგამომთხრელის" შემდეგ "ტენდენციური" – პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო სექტორს ახალი ეპითეტით ამკობს. პირველის ფონზე მეორე კომპლიმენტივით ჟღერს, თუმცა რადგან კომპლიმენტი არ არის, ქვეყნის ყველაზე ნეიტრალური რგოლიც შეურაცხყოფილია. უხერხულობას არ განიცდის თავად მთავრობის თავმჯდომარე – მიაჩნია, რომ როცა შეცდომებს უშვებენ, უნდა მიუთითონ...

ირაკლი ტარიელოვიჩმა არასამთავრობოების კრიტიკის მორიგი სერია სტუდენტებთან შეხვედრაზე წამოიწყო. პრემიერმა იმის უკეთ დასაბუთებისთვის, რომ ქვეყნის ნეიტრალური რგოლი ტენდენციურად მუშაობს, კონკრეტული "მოწმე" მოიყვანა – მთავრობის თავმჯდომარის მტკიცებით, ქართულ არასამთავრობო სექტორზე ევროკავშირის ინკოგნიტო პოლიტიკოსსაც იგივე აზრი აქვს.

"ერთ მაგალითს გეტყვით – რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსული იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი (უხერხულია დავასახელო მისი ვინაობა), რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დარჩა გაოცებული, რადგან უთხრეს, რომ ისინი მთავარ ოპოზიციურ ძალას, როგორადაც აღქმულია "ნაციონალური მოძრაობა", ემხრობიან იმიტომ, რომ ის დღითიდღე სუსტდება. მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ სუსტის დაცვა სურთ. ეს აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. ეს ადამიანი იყო გაოცებული, რადგან ფიქრობს, რომ როცა წამყვან არასამთავრობოებს აქვთ ასეთი მიდგომა, ეს ძალიან დიდ სირთულეზე მიუთითებს. მან უთხრა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს არასამთავრობო სექტორი – არც მთავრობისკენ, არც ოპოზიციისკენ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ტენდენციურობა არ უნდა იყოს გამოკვეთილი. ხშირად ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. ამ ზღვარის დადგენაა არასამთავრობო სექტორის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

პრემიერის მიერ საიდუმლოდ დატოვებული "მოწმე" მარტივად "ამოიცნეს" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათი მტკიცებით, ევროპელი პოლიტიკოსი, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი აპელირებს, შტეფან ფულეა – სწორედ ის ევროკომისარი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო სექტორის საქმიანობის დახასიათებისთვის არაერთი დადებითი ეპითეტი გამოიყენა.

"ამ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობა" ნახსენები არ ყოფილა. საუბარი შედგა იმაზე, რომ ზოგადად ოპოზიცია არის სუსტი და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორი, მოქალაქეები იყვნენ აქტიური, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა გაიზარდოს. თავად ბატონი ფულე საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დაემსგავსონ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ აქტივობასა და არასამთავრობოების საქმიანობას შორის იყო გავლებული ზღვარი. ერთადერთი ეს კონტექსტი იყო. პარტიის მხარდაჭერასა და დახმარებაზე საუბარი არ ყოფილა და მინდა პრემიერს ვუთხრა, რომ თუკი რომელიმე ორგანიზაცია მხარს უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ამაზე ისინი ხმამაღლა და საჯაროდ ნამდვილად არ საუბრობენ. ამიტომ ეს ბრალდებები არის არალოგიკური და აბსოლუტურად უსაფუძვლო. ეს უკვე მისთვის ტრადიცია გახდა. სხვათა შორის, ამაზე მას საყვედურობენ საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა განსხვავებული აზრის მიმართ უნდა დასრულდეს, რადგან არ არის დამახასისთებელი დემოკრატიული ლიდერისთვის", - განუცხადა "ამბები.გე"-ს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

პრემიერის "შიკრიკი" შტეფან ფულეა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის აზრითაც. ევროკომისარსა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე ამტკიცებს, რომ აუდიენციის დროს "ნაციონალურ მოძრაობა" ნახსენები არ ყოფილა და შესაბამისად, ამ პარტიისადმი დადებითი განწყობაც არავის დაუფიქსირებია. კახა კოჟორიძე შეხვედრაზე არასამთავრობოების მხრიდან გაჟღერებული მესიჯების დამახინჯებაზე საუბრობს – ვინ მოახდინა მათი განცხადებების არასწორი უტრირება? – საია-ს თავმჯდომარე გარკვევას აპირებს.

"შეხვედრაზე ითქვა, რომ იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება საპარლამენტო თუ ადგილობრივ დონეზე უმრავლესობაშია და იმ ვითარებაში, როცა საპარლამენტო ოპოზიციას წარსულის გამო ოპონირება გაუჭირდება, რადგან როცა ის რომელიმე მიმართულებით პრობლემებზე საუბრობს, ყოველთვის გასულ 9 წელს ახსენებენ და ეს 9 წელია მთავარი არგუმენტი ამ პაექრობაში, არასამთავრობო სექტორს ეკისრება ძალიან დიდი როლი, რომ თავად იყოს არსებული ვითარების ობიექტური შემფასებელი, რომ ისაუბროს იმ საკითხებზე, რაც მწვავედ დგას და იმაზეც, რაც კარგია. თუ ვინმემ არასწორად გაიგო ან სწორად მიტანილი მესიჯი მერე არასწორად იქნა გაჟღერებული, ეს ამ ადამიანების საქმეა. მარტივად რომ დავფიქრდეთ, ევროკავშირი არის საია-ს ერთ-ერთი მთავარი დონორი ორგანიზაცია. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ ეტყოდა ევროკავშირის წარმომადგენელს, რომ თვითონ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი? - ასეთი რამ გამორიცხულია იმ შემთხვევაშიც კი, მართლა რომ რომელიმე პარტიას ემხრობოდეს. ეს პირდაპირ აისახება დაფინანსებაზე, ორგანიზაციის იმიჯზე და ა.შ. პირიქით, ამ შეხვედრის შემდეგ ბატონმა ფულემ თუკი რომელიმე სექტორი მოიხსენია კარგი ეპითეტით, ეს იყო სწორედ არასამთავრობო სექტორი. ჩვენ ვაპირებთ გავარკვიოთ, შეხვედრაზე გაკეთებული ჩვენი განცხადებები არასწორად მივიდა პრემიერთან, თუ სწორად მისული მესიჯების არასწორად ინტერპრეტაცია მოახდინა", - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ "ამბები.გე"-სთან საუბარში.

შეკითხვაზე, რომელიც საია-ს თავმჯდომარეს აინტერსებს, პასუხი უკვე იცის არასამთავრობო სექტორის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შტეფან ფულეს მიერ "მიტანილი ამბავი" სათავისოდ შეალამაზა და ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ნინო ლომჯარია იმუქრება, რომ მომხდარის შესახებ ევროკომისარს საგანგებო წერილს გაუგზავნის.

"ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრემიერს, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გზით, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და უქმნის ძალიან ნეგატიურ და არასწორ წარმოდგენებს ჩვენი საქმიანობის შესახებ. ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად დავეკონტაქტებით ბატონ ფულეს, მივწერთ ამ ფაქტის შესახებ, რადგან ვფიქრობ, რომ ისიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა პრემიერმა, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება ევროკომისრის სიტყვები და ის ასე არ გადასცემდა იმ დისკუსიას, რომელიც ჩვენს შორის შედგა - უბრალოდ ასეთ რამეს ნამდვილად არ ჰქონია ადგილი", - განუცხადა ნინო ლომჯარიამ "ამბები. გე"-ს.

შეხვედრა, რომელზეც არასამთავრობო სექტორი საუბრობს, ევროკომისარსა და ათამდე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის 18 ივლისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ფულემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული არასამთავრობო სექტორი მისთვის დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით ართმევს. რა უთხრა დახურულ კარს მიღმა პრემიერს, ეს მხოლოდ პრემიერმა იცის, ფაქტი კი ისაა, რომ შტეფან ფულეს მიზეზით თუ უბრალოდ მისი სახელის გამოყენებით, ღარიბაშვილი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს უკვე მეორედ გადაეკიდნენ...

ნინია სიხარულიძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა