პარტნიორები:

    დავით ნარმანია ველოსიპედის სკულპტურის გადატანას აპირებს

    დავით ნარმანია ველოსიპედის სკულპტურის გადატანას აპირებს

    თბილისის მერი დავით ნარმანია "ვარდების მოედანზე" მდებარე ველოსიპედის სკულპტურის გადატანას აპირებს.

    როგორც დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი უსახური და გაურკვეველი წარმომავლობის სკულპტურა იქ არ უნდა იდგეს, სადაც დგას.

    "ის შეიძლება, მაგალითად, 9-წლიანი მმართველობის სიმბოლოდ დავდგათ ქალაქის შემოგარენში, რომ ტურისტებს საშუალება ჰქონდეთ, ნახონ, როგორი მიდგომები იყო ძეგლებთან და, საერთოდ, არქიტექტურის განვითარებასთან დაკავშირებით. პატარა ისტორიასაც მივაწერდი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    რაც შეეხება სხვა ძეგლების გადატანას, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ კონკრეტულად, ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისი თქმით, საკრებულოს შესაბამისი სამსახური მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ასევე ქალაქის განვითარების თაობაზე.

    "მე არ ვაპირებ ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა