პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში და რით განსხვავდება უცხოელი და ქართველი დამსვენებლების მენიუ
რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში და რით განსხვავდება უცხოელი და ქართველი დამსვენებლების მენიუ

ბა­თუმ­ში მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, კარ­გად გა­რუ­ჯვა­სა და დას­ვე­ნე­ბას­თან ერ­თად, ერთ-ერთი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი კვე­ბაა. რო­მელ კერ­ძებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, რო­გორ და სად იკ­ვე­ბე­ბი­ან დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, ამის გარ­კვე­ვას Ambebi.ge შე­ე­ცა­და.

ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­სა და ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­ე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი, ხინ­კა­ლი, პიცა, სა­ლა­თი "ცე­ზა­რი" და სენდვი­ჩე­ბი ამ სე­ზონ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი კერ­ძე­ბია. მე­ნე­ჯე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბას აჭა­რულ ხა­ჭა­პურ­სა და ხინ­კალს ანი­ჭე­ბენ, ხოლო ქარ­თვე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი პი­ცას, სა­ლა­თებ­სა და აჭა­რულ ხა­ჭა­პურს.

პა­ტა­რა ზო­მის აჭა­რუ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იწყე­ბა 4 ლა­რი­დან, ყვე­ლა­ზე დიდი ზო­მის ე. წ. "ტი­ტა­ნი­კი აჭა­რუ­ლის" სა­ფა­სუ­რი 15 ლარს აღ­წევს. პიცა 7-დან 25 ლა­რამ­დეა, იმის მი­ხედ­ვით, თუ რა ზო­მის და რო­გო­რი შე­მად­გენ­ლო­ბი­საა. ხინ­კა­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად 50-80 თეთ­რი ღირს, ხოლო რო­გორც კა­ფე­ე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტე­ბის საყ­ვა­რე­ლი სა­ლა­თი "ცე­ზა­რი" 8-18 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. სენდვი­ჩე­ბი კი 5-10 ლარი ღირს.

რა ღირს ერთი ტუ­რის­ტის ერთი სა­დი­ლი? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად მე­ნე­ჯე­რე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ამ­ბო­ბენ - "გა­აჩ­ნია, რო­გო­რი კუჭი აქვს", შემ­დეგ კი "სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლის" გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იწყე­ბენ კერ­ძე­ბის ჩა­მოთ­ვლა­სა და და­ან­გა­რი­შე­ბას.

"სა­შუ­ა­ლო ზო­მის პიცა ან აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი, სა­ლა­თი და გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი ერთ ტუ­რისტს 20 ლარი და­უჯ­დე­ბა", - ამ­ბობს ბულ­ვა­რის ერთ-ერთი კა­ფეს მე­ნე­ჯე­რი.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით და­დი­ან ტუ­რის­ტე­ბი კა­ფე­ებ­ში და ამ­ზა­დე­ბენ თუ არა კერ­ძებს სახ­ლში, Ambebi.ge ბა­თუმ­ში მყოფ დამ­სვე­ნებ­ლებს გა­ე­სა­უბ­რა.

იუ­ლია და ვი­ტა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად იმ­ყო­ფე­ბი­ან. რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა ჯერ სვა­ნე­თი და­ათ­ვა­ლი­ე­რა, შემ­დეგ კი ბა­თუმ­ში ბინა იქი­რა­ვეს. იუ­ლია ამ­ბობს, რომ დღე­ში ორ­ჯერ კა­ფე­ში მი­ირ­თმე­ვენ, რად­გან "დრო და გან­წყო­ბა არ მაქვს სახ­ლში სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის, მხო­ლოდ ხილს ვყი­დუ­ლობთ ბი­ნა­ში მო­სა­ტა­ნად", - აცხა­დებს იუ­ლია. წყვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი, კუბ­და­რი და ხინ­კა­ლი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და ფა­სე­ბიც შე­სა­ბა­მი­სია.

30 წლის ელე­ნე 3 ბავ­შვთან ერ­თად ის­ვე­ნებს ბა­თუმ­ში. "ბა­თუმ­ში ყო­ველ წელს ჩა­მოვ­დი­ვართ. ბავ­შვებს მოს­წონთ აქა­უ­რი გა­რე­მო. ძი­რი­თა­დად სახ­ლში ვიკ­ვე­ბე­ბით, რად­გან კაფე ან რეს­ტო­რა­ნი დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სულ ცოტა 50 ლარი მჭირ­დე­ბა ბავ­შვებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში რომ ვი­სა­დი­ლო. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სწრა­ფი და მარ­ტი­ვია სახ­ლში საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა. ხში­რად ვყი­დუ­ლობთ ბოსტნე­ულს, ხილს, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს. ჩემი სახ­ლის გვერ­დზე­ვეა ნი­კო­რას მა­ღა­ზია. სო­სი­სის და სარ­დე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას რამ­დე­ნი­მე წუთი სჭირ­დე­ბა და ბავ­შვე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. დი­ლა­ო­ბით ძეხ­ვი­ან ბუ­ტერბრო­დებს და ტოს­ტებს ვამ­ზა­დებ. თან აქ­ვეა რძის პრო­დუქ­ტის დიდი არ­ჩე­ვა­ნი და რაც ბავ­შვის­თვის მჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს ერ­თი­ა­ნად ვყი­დუ­ლობ, ასე ფულს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვზო­გავ".

თბი­ლი­სი­დან ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ნანა და და­ვი­თი ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. ნანა ამ­ბობს, რომ სა­დილს სახ­ლში ამ­ზა­დებს, ხოლო სა­ღა­მოს სა­ვახ­შმოდ კა­ფე­ში მი­დი­ან: "სამი წელი ვერ ჩა­მო­ვე­დი ბა­თუმ­ში, ბავ­შვე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ და ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. საგ­რძნობ­ლად შეც­ვლი­ლია ბა­თუ­მი რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე კვე­ბის მხრივ. თუ პრო­დუქტს სახ­ლის­თვის ყი­დუ­ლობ, თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით სხვა­ო­ბა არც არის, მაგ­რამ თუ ბულ­ვა­რის სა­ნა­პი­რო­ზე კა­ფე­ში შევ­დი­ვართ სა­ვახ­შმოდ, მი­ნი­მუმ 60 ლარი გვჭირ­დე­ბა", - აცხა­დებს ნანა.

24 წლის ანა­ნო, 25 წლის თა­მა­რი და 25 წლის ნინი ერთ-ერთი ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან და კვა­რი­ათ­ში ის­ვე­ნე­ბენ. ისი­ნი დი­ლით ზღვა­ზე და­დი­ან, ხოლო სა­ღა­მოს ბა­თუმ­ში სე­ირ­ნო­ბენ. ანა­ნო ამ­ბობს, რომ კვა­რი­ათ­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი ია­ფია: "ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით მო­აქვს ბოსტნე­უ­ლი, კარ­ტო­ფი­ლი, სი­მინ­დი, ხილი, ყვე­ლი. თუ მარ­კეტ­ში პო­მი­დო­რი 1.50 თეთ­რი ღირს, ჩვენ 1 ლა­რად ვყი­დუ­ლობთ. სა­დი­ლებს ძი­რი­თა­დად სახ­ლში ვამ­ზა­დებთ, მაგ­რამ ბა­თუმ­ში როცა გავ­დი­ვართ, ჩვენს საყ­ვა­რელ კა­ფე­ებს ვსტუმ­რობთ. ფა­სებს რაც შე­ე­ხე­ბა, მა­გა­ლი­თად პი­ცა­ში 10 ლარი ძვი­რი არ არის, მაგ­რამ პლი­უს მომ­სა­ხუ­რე­ბის 20% ეს უკვე უაზ­რო­ბაა", - აცხა­დებს ანა­ნო.

Ambebi.ge ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, რა ღირს პრო­დუქ­ტი ბა­თუ­მის ბა­ზარ­სა და ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე არ­სე­ბულ მარ­კე­ტებ­ში. დღეს ბა­ზარ­ში ერთი კი­ლოგ­რა­მი კარ­ტო­ფი­ლი 50 თეთ­რი ღირს, ხოლო ბა­თუმ­ში, გორ­გი­ლა­ძის ქუ­ჩის ერთ-ერთ მარ­კეტ­ში - 80 თეთ­რი, ინა­სა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე - 70 თეთ­რი. ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე პო­მი­დო­რი 1.80 თეთ­რი, ხოლო კიტ­რი - 1.30, ბა­ზარ­ში კი პო­მი­დო­რი 1 ლა­რი­დან 1.40 თეთ­რამ­დეა, ხოლო კიტ­რი - 80 თეთ­რი­დან 1.10-მდე. ბა­ზარ­ში ერთ კი­ლოგ­რამ ხორცს 9-10 ლა­რად შე­ი­ძენთ, ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩის მარ­კე­ტებ­ში კი 13-15 ლა­რად.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, Ambebi.ge

ბა­თუ­მი

სტა­ტი­ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ვერ­სია | Eating in Batumi – How much will different meals cost for tourists

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | რა ღირს ბი­ნის ქი­რა­ო­ბა ბა­თუმ­ში? - ყვე­ლა­ფე­რი ცხე­ლი სე­ზო­ნის "ცხე­ლი ფა­სე­ბის" შე­სა­ხებ

რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში და რით განსხვავდება უცხოელი და ქართველი დამსვენებლების მენიუ

რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში და რით განსხვავდება უცხოელი და ქართველი დამსვენებლების მენიუ

ბათუმში მყოფი ტურისტებისთვის, კარგად გარუჯვასა და დასვენებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი კვებაა. რომელ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას, როგორ და სად იკვებებიან დამსვენებლები, ამის გარკვევას Ambebi.ge შეეცადა.

ბათუმის სანაპიროსა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე კაფეების მენეჯერები აცხადებენ, რომ აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, პიცა, სალათი "ცეზარი" და სენდვიჩები ამ სეზონზე ყველაზე მეტად პოპულარული და მოთხოვნადი კერძებია. მენეჯერები ამბობენ, რომ უცხოელი ტურისტები ქართული კერძებიდან უპირატესობას აჭარულ ხაჭაპურსა და ხინკალს ანიჭებენ, ხოლო ქართველი დამსვენებლები პიცას, სალათებსა და აჭარულ ხაჭაპურს.

პატარა ზომის აჭარულის ღირებულება იწყება 4 ლარიდან, ყველაზე დიდი ზომის ე. წ. "ტიტანიკი აჭარულის" საფასური 15 ლარს აღწევს. პიცა 7-დან 25 ლარამდეა, იმის მიხედვით, თუ რა ზომის და როგორი შემადგენლობისაა. ხინკალი ტრადიციულად 50-80 თეთრი ღირს, ხოლო როგორც კაფეების მენეჯერები აცხადებენ, ქართველი ტურისტების საყვარელი სალათი "ცეზარი" 8-18 ლარამდე მერყეობს. სენდვიჩები კი 5-10 ლარი ღირს.

რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მენეჯერები თავდაპირველად ამბობენ - "გააჩნია, როგორი კუჭი აქვს", შემდეგ კი "საშუალო მაჩვენებლის" გათვალისწინებით იწყებენ კერძების ჩამოთვლასა და დაანგარიშებას.

"საშუალო ზომის პიცა ან აჭარული ხაჭაპური, სალათი და გამაგრილებელი სასმელი ერთ ტურისტს 20 ლარი დაუჯდება", - ამბობს ბულვარის ერთ-ერთი კაფეს მენეჯერი.

იმის გასარკვევად, თუ რა ინტენსივობით დადიან ტურისტები კაფეებში და ამზადებენ თუ არა კერძებს სახლში, Ambebi.ge ბათუმში მყოფ დამსვენებლებს გაესაუბრა.

იულია და ვიტალი საქართველოში პირველად იმყოფებიან. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულმა ახალგაზრდა წყვილმა ჯერ სვანეთი დაათვალიერა, შემდეგ კი ბათუმში ბინა იქირავეს. იულია ამბობს, რომ დღეში ორჯერ კაფეში მიირთმევენ, რადგან "დრო და განწყობა არ მაქვს სახლში სადილების მომზადების, მხოლოდ ხილს ვყიდულობთ ბინაში მოსატანად", - აცხადებს იულია. წყვილი აღნიშნავს, რომ ქართული კერძები, კუბდარი და ხინკალი ძალიან მოეწონათ და ფასებიც შესაბამისია.

30 წლის ელენე 3 ბავშვთან ერთად ისვენებს ბათუმში. "ბათუმში ყოველ წელს ჩამოვდივართ. ბავშვებს მოსწონთ აქაური გარემო. ძირითადად სახლში ვიკვებებით, რადგან კაფე ან რესტორანი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სულ ცოტა 50 ლარი მჭირდება ბავშვებთან ერთად რესტორანში რომ ვისადილო. ჩემთვის ძალიან სწრაფი და მარტივია სახლში საჭმლის მომზადება. ხშირად ვყიდულობთ ბოსტნეულს, ხილს, ნახევარფაბრიკატებს. ჩემი სახლის გვერდზევეა ნიკორას მაღაზია. სოსისის და სარდელების მომზადებას რამდენიმე წუთი სჭირდება და ბავშვებიც კმაყოფილები არიან. დილაობით ძეხვიან ბუტერბროდებს და ტოსტებს ვამზადებ. თან აქვეა რძის პროდუქტის დიდი არჩევანი და რაც ბავშვისთვის მჭირდება, ყველაფერს ერთიანად ვყიდულობ, ასე ფულს მნიშვნელოვნად ვზოგავ".

თბილისიდან ბათუმში დასასვენებლად ნანა და დავითი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. ნანა ამბობს, რომ სადილს სახლში ამზადებს, ხოლო საღამოს სავახშმოდ კაფეში მიდიან: "სამი წელი ვერ ჩამოვედი ბათუმში, ბავშვები პატარები იყვნენ და ვერ მოვახერხეთ. საგრძნობლად შეცვლილია ბათუმი როგორც ვიზუალურად, ასევე კვების მხრივ. თუ პროდუქტს სახლისთვის ყიდულობ, თბილისთან შედარებით სხვაობა არც არის, მაგრამ თუ ბულვარის სანაპიროზე კაფეში შევდივართ სავახშმოდ, მინიმუმ 60 ლარი გვჭირდება", - აცხადებს ნანა.

24 წლის ანანო, 25 წლის თამარი და 25 წლის ნინი ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლები არიან და კვარიათში ისვენებენ. ისინი დილით ზღვაზე დადიან, ხოლო საღამოს ბათუმში სეირნობენ. ანანო ამბობს, რომ კვარიათში საკვები პროდუქტები იაფია: "ადგილობრივებსა და მეზობელი სოფლის მოსახლეობას ავტომანქანებით მოაქვს ბოსტნეული, კარტოფილი, სიმინდი, ხილი, ყველი. თუ მარკეტში პომიდორი 1.50 თეთრი ღირს, ჩვენ 1 ლარად ვყიდულობთ. სადილებს ძირითადად სახლში ვამზადებთ, მაგრამ ბათუმში როცა გავდივართ, ჩვენს საყვარელ კაფეებს ვსტუმრობთ. ფასებს რაც შეეხება, მაგალითად პიცაში 10 ლარი ძვირი არ არის, მაგრამ პლიუს მომსახურების 20% ეს უკვე უაზრობაა", - აცხადებს ანანო.

Ambebi.ge ასევე დაინტერესდა, რა ღირს პროდუქტი ბათუმის ბაზარსა და ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ მარკეტებში. დღეს ბაზარში ერთი კილოგრამი კარტოფილი 50 თეთრი ღირს, ხოლო ბათუმში, გორგილაძის ქუჩის ერთ-ერთ მარკეტში - 80 თეთრი, ინასარიძის ქუჩაზე - 70 თეთრი. ცენტრალურ ქუჩებზე პომიდორი 1.80 თეთრი, ხოლო კიტრი - 1.30, ბაზარში კი პომიდორი 1 ლარიდან 1.40 თეთრამდეა, ხოლო კიტრი - 80 თეთრიდან 1.10-მდე. ბაზარში ერთ კილოგრამ ხორცს 9-10 ლარად შეიძენთ, ცენტრალური ქუჩის მარკეტებში კი 13-15 ლარად.

ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge

ბათუმი

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია | Eating in Batumi – How much will different meals cost for tourists

ასევე დაგაინტერესებთ | რა ღირს ბინის ქირაობა ბათუმში? - ყველაფერი ცხელი სეზონის "ცხელი ფასების" შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია