ალეკო ელისაშვილი - გაუგებარია, რა ნიშნით შეირჩა ნაძალადევის გამგებლობის კანდიდატად ზაზა გაბუნია

ალეკო ელისაშვილი - გაუგებარია, რა ნიშნით შეირჩა ნაძალადევის გამგებლობის კანდიდატად ზაზა გაბუნია

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილისთვის გაუგებარია, ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატად ზაზა გაბუნიას შერჩევა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საკრებულომ თბილისის ახალი მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას.

"ნაწილს მხარს ვუჭერ, ნაწილს კი არა; ჩემთვის გაუგებარია, რა ნიშნით შეირჩა ზაზა გაბუნია ისეთი რაიონის გამგებლად, რომელიც საკმაოდ რთულია და ასეთ რაიონს გამოცდილი კადრი სჭირდებოდა. ასევე, გაუგებარია ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა, რადგან კულტურის სამინისტრო ერთ-ერთი ჩამორჩენილ სამინისტროდ ითვლებოდა და ჩამორჩენილი სამინისტროს თანამშრომელი როგორ შეძლებს ამ თანამდებობაზე მუშაობას, არ ვიცი. ასევე, შეკითხვები არის სოციალური სამსახურის უფროსის კანდიდატ გელა ჩივიაშვილის მიმართაც, მაინტერესებს დეტალები", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე განმარტებით, თბილისის ახალი მთავრობის შემადგნელობაში არის ისეთი გვარები, რომლებიც არაფერს ეუბნება და ზუსტად არ იცის, დაუჭერს თუ არა მხარს ახალ შემადგენლობას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა