10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურა ყოფილ პარლამენტარზე სასტიკი თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს
სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურა ყოფილ პარლამენტარზე სასტიკი თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და ერეკ­ლე კო­დუ­ას ახა­ლი ბრალ­დე­ბა ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტარ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნათ. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ე­ცა.

"პარ­ლა­მენ­ტის წევრ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე 2005 წელს მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის და მისი ცე­მის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მხი­ლე­ბულ იქ­ნენ ამ და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნილ იქნა დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და შემ­დე­გი: 2005 წლის 29 ივ­ნისს, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი წევ­რის ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის სტა­ტია სა­თა­უ­რით "ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი თა­ვის სახ­ლს სა­ა­კაშ­ვილს და­უთ­მობს". აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი გა­მოთ­ქვამ­და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ, კერ­ძოდ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მას წა­არ­თვეს ქო­ნე­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც არ უნა­ზღა­უ­რებ­დნენ. ამა­ვე სტა­ტი­ა­ში მან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფორ­მით ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯის მიზ­ნით, პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის იმ­ჟა­მინ­დელ მი­ნისტრს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს და­ა­ვა­ლა მო­ეხ­დი­ნა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, რა­ზე­დაც ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი­სა­გან მი­ი­ღო უარი. ამის გამო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და­ა­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა იმ­ჟა­მინ­დელ მი­ნისტრს ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს.

და­ვა­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილ­მა მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ერეკ­ლე კო­დუ­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო მი­ხე­ილ სა­ა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და 2005 წლის 14 ივ­ლისს. კერ­ძოდ, სოდ-ის ოპე­რა­ტი­ულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მის მებ­რძო­ლებ­მა, ქ.თბი­ლის­ში, მირ­ცხუ­ლა­ვას ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, მო­ახ­დი­ნეს ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნის ბლო­კი­რე­ბა, რის შემ­დე­გაც თავს და­ესხნენ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს და მის თან­მხლებ პი­რებს. ერეკ­ლე კო­დუ­ას და­ვა­ლე­ბი­თა და სოდ-ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის გი­ორ­გი სი­რა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მოქ­მედ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მის მებ­რძო­ლებ­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მუ­ქა­რით ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად გად­მო­იყ­ვა­ნეს ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­აწ­ვი­ნეს ას­ფალტზე და ია­რა­ღის კონ­და­ხე­ბით სას­ტი­კად ცე­მეს.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო: ქალა - ტვი­ნის ტრამ­ვა, სა­ხის ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბა ცხვი­რის და შუბ­ლის არე­ში, ზედა და ქვე­და ყბის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა.

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2005 წლის 14 ივ­ლისს, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში საქ­მე­ზე ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სად­გე­ნად არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა არ­ცერ­თი ქმე­დი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა და 2013 წელს საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი იყო გა­უხ­სნე­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ხსე­ნე­ბულ ფაქ­ტზე, 2014 წლის 24 აპ­რილს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ ერეკ­ლე კო­დუა და გი­ორ­გი სი­რა­ძე სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და ვი­ნა­ი­დან ისი­ნი თავს არი­დე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას, მათ მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სრუ­ლად გახ­სნი­ლია და ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბე­ბი გა­მო­ტა­ნი­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ერეკ­ლე კო­დუ­ას და გია სი­რა­ძის მი­მართ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3 დან 8 წლამ­დე ვა­დით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დერ­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურა ყოფილ პარლამენტარზე სასტიკი თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს

სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურა ყოფილ პარლამენტარზე სასტიკი თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს

მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ახალი ბრალდება ყოფილ პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

სააკაშვილთან ერთად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილის მიეცა.

"პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მხილებულ იქნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილებები მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით "ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს". აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.

დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო: ქალა - ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა.

ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს, თუმცა იმ პერიოდში საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად არ განხორციელებულა არცერთი ქმედითი საგამოძიებო მოქმედება და 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე აღნიშნული ფაქტი იყო გაუხსნელი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხსენებულ ფაქტზე, 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით და ვინაიდან ისინი თავს არიდებენ გამოძიებას, მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი საქართველოს პროკურატურის მიერ სრულად გახსნილია და ამ დანაშაულისთვის ბრალდებები გამოტანილია მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გია სირაძის მიმართ.

მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 8 წლამდე ვადით", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადერბაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ