10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა გიგაური - მიდგომა, რომელიც პრემიერს არასამთავრობო სექტორისადმი აქვს, დემოკრატიული ლიდერისთვის დამახასიათებელი არ არის
ეკა გიგაური - მიდგომა, რომელიც პრემიერს არასამთავრობო სექტორისადმი აქვს, დემოკრატიული ლიდერისთვის დამახასიათებელი არ არის

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მი­მართ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კრი­ტი­კას "უსა­ფუძ­ვლოს" და "არა­ლო­გი­კურს" უწო­დებს.

რო­გორც გი­გა­ურ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შე­სა­ბა­მი­სი სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, პრე­მი­ერ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მი­მართ ასე­თი მიდ­გო­მა უნდა და­ას­რუ­ლოს, ვი­ნა­ი­დან ეს არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ლი­დე­რის­თვის.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა, თავს და­ეს­ხას იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვთ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს არ არის სწო­რი და არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რის­თვის. მე ნამ­დვი­ლად ვერ დავ­დებ თავს ყვე­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს, მაგ­რამ კრი­ტი­კას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვინ­მე არა­ო­ბი­ექ­ტუ­რია, ჩემს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნამ­დვი­ლად ვერ მი­ვი­ღებ", - გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მა­ღა­ლი რან­გის ერთ-ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, რომ­ლის პო­ზი­ცი­აც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მი­მართ შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბი­სას არ­გუ­მენ­ტად მო­იყ­ვა­ნა, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ვა­რა­უ­დით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შტე­ფან ფუ­ლეს და მას­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას გუ­ლის­ხმობ­და.

"არ ვიცი, ამ შეხ­ვედ­რას გუ­ლის­ხმობ­და თუ არა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მაგ­რამ მე რაც მახ­სენ­დე­ბა, ბო­ლოს იყო ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შტე­ფან ფუ­ლეს ვი­ზი­ტი, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს პარ­ლა­მენ­ტში შეხ­ვდა. ამ შეხ­ვედ­რა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ნახ­სე­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა. სა­უ­ბა­რი შედ­გა იმა­ზე, რომ ზო­გა­დად ოპო­ზი­ცია არის სუს­ტი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ აქ­ტი­უ­რი, რომ მთავ­რო­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და გამჭვირ­ვა­ლო­ბა გა­ი­ზარ­დოს. ერ­თა­დერ­თი ბა­ტო­ნი ფულე სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ აქ­ტი­ვის­ტებს და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ და­ემ­სგავ­სონ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას და პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­სა და არა­სამ­თავ­რო­ბე­ო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას შო­რის ზღვა­რი გავ­ლე­ბუ­ლი იყოს. ერ­თა­დერ­თი ეს კონ­ტექ­სტი იყო ნახ­სე­ნე­ბი. პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა­სა და დახ­მა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა და მინ­და პრე­მი­ერს ვუ­თხრა, რომ თუკი რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია მხარს უჭერს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, ამა­ზე ისი­ნი ხმა­მაღ­ლა და სა­ჯა­როდ ნამ­დვი­ლად არ სა­უბ­რო­ბენ. ამი­ტომ ეს ბრალ­დე­ბე­ბი არის არა­ლო­გი­კუ­რი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლო. ეს უკვე მის­თვის ტრა­დი­ცია გახ­და. სხვა­თა­შო­რის, ამა­ზე მას საყ­ვე­დუ­რო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ვფიქ­რობ, ასე­თი მიდ­გო­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­მართ უნდა დას­რულ­დეს, რად­გან არ არის და­მა­ხა­სის­თე­ბე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ლი­დე­რის­თვის", - აღ­ნიშ­ნა გი­გა­ურ­მა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე პრე­მი­ერ­მა გუ­შინ, დი­ას­პო­რუ­ლი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ ვერ გა­ურ­ჩე­ვი­ათ, სად გა­დის ობი­ექ­ტუ­რო­ბის ზღვა­რი.

"მე არ მსურს, რომ გა­ვაკ­რი­ტი­კო სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი, მაგ­რამ ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით – რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რი­დან ჩა­მო­სუ­ლი­ყო იყო ერთ-ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მელ­მაც პი­რად სა­უ­ბარ­ში მი­თხრა, რომ შეხ­ვედ­რა ჰქონ­და წამ­ყვან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და დარ­ჩა გა­ო­ცე­ბუ­ლი, რად­გან უთხრეს, რომ ისი­ნი ემ­ხრო­ბი­ან მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას, რად­გან ის დღი­თი­დღე სუს­ტე­ბა. მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტა­ცია იყო, რომ სუს­ტის დაც­ვა სურთ. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი მიდ­გო­მაა. ეს ადა­მი­ა­ნი იყო გა­ო­ცე­ბუ­ლი, რად­გან ფიქ­რობს, რომ როცა წამ­ყვან არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს აქვთ ასე­თი მიდ­გო­მა, ეს ძა­ლი­ან დიდ სირ­თუ­ლე­ზე მი­უ­თი­თებს. მან უთხრა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ არც ერთ მხა­რეს არ უნდა გა­და­ი­ხა­როს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი – არც მთავ­რო­ბის­კენ, არც ოპო­ზი­ცი­ის­კენ, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა. ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბა არ უნდა იყოს გა­მოკ­ვე­თი­ლი. ხში­რად ვერ გა­ურ­ჩე­ვი­ათ, სად გა­დის ობი­ექ­ტუ­რო­ბის ზღვა­რი. ამ ზღვა­რის დად­გე­ნაა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მთავ­რო­ბას, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­სა და მე­დი­ას შო­რის აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, რათა ხარ­ვე­ზებ­ზე და­უ­ფა­რა­ვად სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თოს. "თუ გვინ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე და ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო ავა­შე­ნოთ, არ უნდა მო­ვე­რი­დოთ ერ­თმა­ნე­თის კრი­ტი­კას", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ეკა გიგაური - მიდგომა, რომელიც პრემიერს არასამთავრობო სექტორისადმი აქვს, დემოკრატიული ლიდერისთვის დამახასიათებელი არ არის

ეკა გიგაური - მიდგომა, რომელიც პრემიერს არასამთავრობო სექტორისადმი აქვს, დემოკრატიული ლიდერისთვის დამახასიათებელი არ არის

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არასამთავრობო სექტორის მიმართ პრემიერ-მინისტრის კრიტიკას "უსაფუძვლოს" და "არალოგიკურს" უწოდებს.

როგორც გიგაურმა "ინტერპრესნიუსს" შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განუცხადა, პრემიერმა არასამთავრობო სექტორის მიმართ ასეთი მიდგომა უნდა დაასრულოს, ვინაიდან ეს არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული ლიდერისთვის.

"პრემიერ-მინისტრის მხრიდან უკვე ტრადიციად იქცა, თავს დაესხას იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ეს არ არის სწორი და არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერისთვის. მე ნამდვილად ვერ დავდებ თავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის პროფესიონალიზმზე, ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე არაობიექტურია, ჩემს ორგანიზაციასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ მივიღებ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება ევროკავშირის მაღალი რანგის ერთ-ერთ თანამდებობის პირს, რომლის პოზიციაც ღარიბაშვილმა არასამთავრობო სექტორის მიმართ შეფასების გაკეთებისას არგუმენტად მოიყვანა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით, ირაკლი ღარიბაშვილი შტეფან ფულეს და მასთან გამართულ შეხვედრას გულისხმობდა.

"არ ვიცი, ამ შეხვედრას გულისხმობდა თუ არა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მე რაც მახსენდება, ბოლოს იყო ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით შტეფან ფულეს ვიზიტი, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდა. ამ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობა" ნახსენები არ ყოფილა. საუბარი შედგა იმაზე, რომ ზოგადად ოპოზიცია არის სუსტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორი, მოქალაქეები იყვნენ აქტიური, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა გაიზარდოს. ერთადერთი ბატონი ფულე საუბრობდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ამ აქტივისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დაემსგავსონ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ აქტივობასა და არასამთავრობეობის საქმიანობას შორის ზღვარი გავლებული იყოს. ერთადერთი ეს კონტექსტი იყო ნახსენები. პარტიის მხარდაჭერასა და დახმარებაზე საუბარი არ ყოფილა და მინდა პრემიერს ვუთხრა, რომ თუკი რომელიმე ორგანიზაცია მხარს უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ამაზე ისინი ხმამაღლა და საჯაროდ ნამდვილად არ საუბრობენ. ამიტომ ეს ბრალდებები არის არალოგიკური და აბსოლუტურად უსაფუძვლო. ეს უკვე მისთვის ტრადიცია გახდა. სხვათაშორის, ამაზე მას საყვედურობენ საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა განსხვავებული აზრის მიმართ უნდა დასრულდეს, რადგან არ არის დამახასისთებელი დემოკრატიული ლიდერისთვის", - აღნიშნა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე პრემიერმა გუშინ, დიასპორული სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი.

"მე არ მსურს, რომ გავაკრიტიკო სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით – რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსულიყო იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დარჩა გაოცებული, რადგან უთხრეს, რომ ისინი ემხრობიან მთავარ ოპოზიციურ ძალას, რადგან ის დღითიდღე სუსტება. მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ სუსტის დაცვა სურთ. ეს აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. ეს ადამიანი იყო გაოცებული, რადგან ფიქრობს, რომ როცა წამყვან არასამთავრობოებს აქვთ ასეთი მიდგომა, ეს ძალიან დიდ სირთულეზე მიუთითებს. მან უთხრა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს არასამთავრობო სექტორი – არც მთავრობისკენ, არც ოპოზიციისკენ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ტენდენციურობა არ უნდა იყოს გამოკვეთილი. ხშირად ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. ამ ზღვარის დადგენაა არასამთავრობო სექტორის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, აუცილებელია მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი გაიმართოს. "თუ გვინდა, თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, არ უნდა მოვერიდოთ ერთმანეთის კრიტიკას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა