პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხა უჯდებათ ცნობილ ქართველებს საკუთარი ავტომანქანების შენახვა (+ფოტო)
რა თანხა უჯდებათ ცნობილ ქართველებს საკუთარი ავტომანქანების შენახვა (+ფოტო)

იმის­თვის, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა შუა გზა­ში არ გა­გი­ჩერ­დეს, მას მა­ნამ­დე ყუ­რა­დღე­ბა და მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მძღო­ლებს არც ისე იაფი უჯ­დე­ბათ, რად­გა­ნაც პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში ყო­ვე­ლი ვი­ზი­ტი სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ჯია. ავ­ტო­მო­ბილს, გარ­და შე­კე­თე­ბი­სა, ცხა­დია, საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა, რაც ასე­ვე ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

მოკ­ლედ, მან­ქა­ნა რაც უფრო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია, მისი შე­ნახ­ვა მით მეტი ჯდე­ბა... ჩვე­ნი სა­უბ­რის თემა ამ­ჯე­რად სწო­რედ ის არის, თუ რა უჯ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ნახ­ვა და ზო­გა­დად, რო­გორ უვ­ლი­ან მათ. ამი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი რეს­პონ­დენ­ტი - ანრი ჯო­ხა­ძე, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე - შე­ვარ­ჩი­ეთ.

ანრი ჯო­ხა­ძე:

- ანრი, კონ­კურ­სში - "ერთი ერ­თში" მან­ქა­ნა რომ მო­ი­გე, იმით მოძ­რა­ობ?

- არა, მა­ნამ­დე მქონ­და "მერ­სე­დე­სი" და იმით დავ­დი­ვარ...

- ყო­ველ­დღი­უ­რად გი­წევს საწ­ვა­ვის ჩას­ხმა?

- საწ­ვავს ყო­ველ მე­სა­მე დღეს ვას­ხამ. ძა­ლი­ან ბევ­რს "ჭამს"...

- ზო­გა­დად, რა თან­ხა გჭირ­დე­ბა მან­ქა­ნის­თვის?

- ჩემი მან­ქა­ნის შე­ნახ­ვა თვე­ში - 500-დან 1000 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. ამა­ში შე­დის საწ­ვა­ვი, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, შე­კე­თე­ბა და ა.შ.

- რამ­დენ ხან­ში ერთხელ აკი­თხავ პრო­ფი­ლაქ­ტი­კას?

- გა­აჩ­ნია სი­ტუ­ა­ცი­ას და ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორც მძღო­ლი, რო­გორ მო­ვიქ­ცე­ვი...

- და­უ­დე­ვა­რი ხარ მან­ქა­ნის მი­მართ?

- ორ­მო­ებ­ში ხში­რად ვაგ­დებ...

- სა­ბუ­რა­ვებს რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნდა და­ბერ­ვა?

- და­ბერ­ვა კი არა, გა­მოც­ვლა უნდა მთლი­ა­ნად. ჩემი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა მან­ქა­ნა­ზე სა­ბუ­რა­ვე­ბია.

- ზეთს რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ცვლი?

- სა­ნამ წი­თელს არ აან­თებს, ვერ ვხვდე­ბი, რომ უნდა გა­მოვ­ცვა­ლო. ხომ ვამ­ბობ, ცოტა სა­სა­ცი­ლო მძღო­ლი ვარ, აბ­სო­ლუ­ტუ­რი დი­ლე­ტან­ტი, სა­ნამ წყა­ლი არ ადუღ­დე­ბა, იმა­საც ვერ ვხვდე­ბი, რომ უნდა ჩა­ვას­ხა. აბა, მე რად მინ­და მან­ქა­ნა?

- ხში­რად რე­ცხავ მას?

- გა­აჩ­ნია ამინდს. ცუდ ამინ­დში, თავს დი­დად არ ვიკ­ლავ...

- თვი­თონ რე­ცხავ თუ სამ­რე­ცხა­ო­ში მი­დი­ხარ?

- მე რომ გავ­რე­ცხო, მა­გის­თვის ნერ­ვე­ბი არ მყოფ­ნის. სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩემს უყ­ვარს ჩემი მან­ქა­ნის რე­ცხვა, რა­ტომ არ ვიცი.

- მან­ქა­ნის ხარ­ჯებ­ში "სითი პარ­კის" ჯა­რი­მე­ბიც შე­დის?

- პრინ­ციპ­ში, 10-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბია და ეს ჩემს ბი­უ­ჯეტს დი­დად არ აზა­რა­ლებს...

- ტაქ­სით რომ იმოძ­რა­ვო, უფრო მეტი და­გიჯ­დე­ბო­და?

- კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ხარ­ჯი მექ­ნე­ბო­და.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი:

- მაქვს "მერ­სე­დე­სი R კლა­სი". ვინც მან­ქა­ნას უვ­ლის და შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გი მარ­კაც აქვს, მისი მოვ­ლა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა... ჩემი მან­ქა­ნა ბევრ ბენ­ზინს წვავს და ამი­ტომ ხში­რად მი­წევს საწ­ვა­ვის ჩას­ხმა...

- პრო­ფი­ლაქ­ტი­კას რამ­დენ ხან­ში ერთხელ აკი­თხავ?

- პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში მის­ვლას ვერ ვი­ტან და ამი­ტომ სულ რა­ღაც სჭირს ჩემს მან­ქა­ნას და შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ძი­რიც არ მიჯ­დე­ბა მისი შე­ნახ­ვა... ერთი ის და­ვი­მახ­სოვ­რე, რომ ზეთი ხში­რად უნდა შევ­ცვა­ლო, ძრა­ვა რომ არ გა­ვა­ფუ­ჭო. ესეც მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ ვის­წავ­ლე. წინა 2 მან­ქა­ნა­ზე ძრა­ვა გა­ვა­ფუ­ჭე. მოკ­ლედ, მან­ქა­ნა იშ­ვი­ა­თად დამ­ყავს პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში. სა­ნამ ბო­ლომ­დე არ გა­ჩერ­დე­ბა სა­წყა­ლი, მან­დე არ მივ­დი­ვარ.

- ხში­რად რე­ცხავ?

- აუ, რე­ცხვაც რა კა­ტას­ტრო­ფაა... ვერც ამას ვი­ტან. ლო­დი­ნი ათას კაც­თან ერ­თად, სა­ნამ გა­გი­რე­ცხა­ვენ, ცუ­დია... სწო­რედ ამი­ტომ იშ­ვი­ა­თად მივ­დი­ვარ სამ­რე­ცხა­ო­შიც...

- "სითი პარ­კის" ბევ­რი ჯა­რი­მის გა­დახ­და გი­წევს?

- ეს არ გა­მახ­სე­ნო. ის რა კვი­რაა, რომ "სითი პარ­კმა" ცემი მან­ქა­ნა არ წა­იყ­ვა­ნოს? გა­მო­საყ­ვა­ნად რომ მივ­დი­ვარ, იქ ისე ვჩხუ­ბობ, ყვე­ლას გიჟი ვგო­ნი­ვარ... ისე, მძღო­ლი მარ­თლა კარ­გი ვარ, - ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ასე ამ­ბო­ბენ ჩემი მე­გობ­რე­ბი. კა­ცი­ვით დაგ­ყავ­სო.

- უხე­შად, რომ ვთქვათ, თვე­ში მან­ქა­ნა­ზე რა ხარ­ჯი გაქვს?

- ალ­ბათ, 800-1000 ლარი ბენ­ზი­ნი მიჯ­დე­ბა. თუ რამე გა­უ­ფუჭ­და, უფრო მეტი და თუ ზა­ფხუ­ლია (ზღვის სე­ზო­ნი) კი­დევ მეტი (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- ტაქ­სით, რომ იარო?

- ტა­ქით ვერ ვივ­ლი. დი­ლას რომ გავ­დი­ვარ, ხში­რად ვე­ღარ ვას­წრებ სახ­ლში შე­მოს­ვლას და ბევ­რი რა­ღაც და­მაქვს მან­ქა­ნით: ფეხ­სა­მე­ლი, ტან­საც­მე­ლი, შო­კო­ლა­დი ანუ სახ­ლი­ვი­თაა ჩემი "მერ­სე­დე­სი"...

- სა­ბუ­რა­ვი თვი­თონ თუ გა­მო­გიც­ვლია?

- სა­ბუ­რა­ვიც გა­მო­მიც­ვლია, არ არი პრობ­ლე­მა...

მარ­კუს მე­ტე­რე­ვე­ლი:

- უკვე 2 წე­ლია, რაც სკა­მოდ კომ­ფორ­ტუ­ლი მან­ქა­ნა მაქვს BMW X5 .

- დღე­ში რამ­დე­ნი საწ­ვა­ვი გჭირ­დე­ბა?

- ვას­ხამ ეკო-რე­გუ­ლარს და ყო­ველ­დღი­უ­რად თით­ქმის 30 ლა­რის საწ­ვა­ვი მყოფ­ნის. თუ ქა­ლაქ­ში დავ­დი­ვარ, სტან­დარ­ტუ­ლად და გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს, ამ შემ­თხვე­ვა­ში საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, თან­ხაც და ეს დღე­ში 50 ლა­რამ­დე ადის.

- პრო­ფი­ლაქ­ტი­კას ხში­რად აკი­თხავ?

- ოოო, ეს ყვე­ლა­ზე მძი­მე თემა ჩემ­თვის და აი, ამ მო­მენტს ვერ ვი­ტან, როცა იქ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო უნდა მი­ვი­დე. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, მათ მიჰ­ყავთ ჩემ მა­გივ­რად, მაგ­რამ როცა მათ არ სცა­ლი­ათ, მე მი­წევს იქ იძუ­ლე­ბით დგო­მა. რაც შე­ე­ხე­ბა სიხ­ში­რეს, რო­გორც ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა მოვ­ლა და გაფრ­თხი­ლე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის ტეს­ტის გავ­ლა, ასე­ვე სჭირ­დე­ბა ავ­ტო­მო­ბილ­საც მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა.

- შენი მან­ქა­ნით ხე­ლო­სან­თან თვე­ში ერთხელ მი­დი­ხარ?

- ხან ორ­ჯე­რაც. გა­აჩ­ნია.

- ძი­რი­თა­დად რა უფუჭ­დე­ბა და რის შე­სა­კე­თებ­ლად აკი­თხავ?

- ხან­და­ხან ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად იჩენს თავს. ყვე­ლა პრობ­ლე­მა ერთ დღე­ში აღ­მო­ცენ­დე­ბა: ხუნ­დე­ბი, ბენ­ზი­ნის ფილტრი, სა­ბუ­რა­ვე­ბი...

- თა­ვად არ და­გი­ბე­რავს სა­ბუ­რა­ვი?

- ააუუ, სხვა­თა შო­რის, გუ­შინ (2 აგ­ვის­ტოს ჩა­ი­წე­რა ინ­ტერ­ვიუ. - ავტ.) მე­გობ­რის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი და ნა­ტახ­ტარ­ში სა­ბუ­რა­ვი გას­კდა. წარ­მო­გიდ­გე­ნია, რა და­მე­მარ­თე­ბო­და? "პერო გარ­ჭო­ბი­ლი" ვი­დე­ქი შუა ტრა­სა­ზე და ვე­ლო­დე­ბო­დი ვინ­მე დამ­ხმა­რეს, რომ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა და ჩემ­თვის დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნა, მა­გარ ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი. რო­გორც იქნა, გა­ა­ჩე­რა ერ­თმა და­ლოც­ვილ­მა და გა­მო­მიც­ვა­ლა სა­ბუ­რა­ვი. იცი, რა­შია საქ­მე? არას­დროს გა­მო­მიც­ვლია, თუმ­ცა რომ დამ­ჭირ­დეს, ამის შემ­დეგ უკვე გა­ვა­კე­თებ. გუ­შინ ვნა­ხე ეს რო­გორ კეთ­დე­ბა.

- პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში თითო ვი­ზი­ტი რა გიჯ­დე­ბა?

- გა­აჩ­ნია რა აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი: მი­ნი­მუ­მი­დან - 100 ლა­რი­დან შე­იძ­ლე­ბა უეც­რად 500 ლარ­ზე ავი­დეთ და ზე­ვით, მაგ­რამ ეს ტან­ჯვა ტაქ­სით სი­ა­რულს მა­ინც სჯო­ბია.

- პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ფა­სე­ბი მა­ღა­ლია და შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ის იმ სერ­ვისს, რაც აქვთ?

- ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფა­სე­ბია. მით უმე­ტეს, როცა მან­ქა­ნა არ იცი, ფა­სებს უფრო გი­წე­ვენ. მაგ­რამ გა­იხ­სნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნის კომ­ფორ­ტუ­ლი ავ­ტო­ცენ­ტრე­ბი...

- "სითი პარ­კის" ჯა­რი­მებს ხში­რად იხდი?

- აუუ... ვერ ვი­ტან მაგ კომ­პა­ნი­ას. მგო­ნი, ჩემი გა­დახ­დი­ლი ჯა­რი­მე­ბით შე­ავ­სეს ბი­უ­ჯე­ტი. ესეც ხომ მან­ქა­ნის ხარ­ჯია?

- რამ­დე­ნი წლის მძღო­ლი ხარ?

- 15 წლის, მაგ­რამ პრა­კტი­კუ­ლად 5 წე­ლია, ვმარ­თავ.

- ისე, სა­ბუ­რა­ვის გა­მოც­ვლა კი უნდა იცო­დე...

- კი, უკვე ვიცი (სიც­ლით ამ­ბობს). მა­ნამ­დე დიდ მო­ტო­ციკლს ვმარ­თავ­დი. მოტო ჩემ­თვის უფრო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. მგო­ნი, მალე ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ვე­ლო­სი­პედ­ზე გა­დავ­ჯდე­ბი.

- ჰო, მისი შე­ნახ­ვა ნაკ­ლე­ბი და­გიჯ­დე­ბა.

- თან, კარ­გია, გა­რე­მოს­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:

- თით­ქმის ერთი წე­ლია "Mitsubishi Pajero iO" მაქვს. კვი­რა­ში ერთხელ ვას­ხამ 50 ლა­რის საწ­ვავს და მყოფ­ნის. ცო­ტას (9 ლიტ­რი) წვავს... რაც შე­ე­ხე­ბა მის შე­კე­თე­ბას, პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში მხო­ლოდ ერთხელ მყავ­და. წინა მან­ქა­ნით კი კვი­რა­ში ერთხელ ელი­ა­ვა­ზე ვი­ყა­ვი და­ყუ­დე­ბუ­ლი...

- თი­თო­ე­უ­ლი ვი­ზი­ტი რა გიჯ­დე­ბო­და?

- და­ახ­ლო­ე­ბით, 100 ლა­რამ­დე, ეს იმის გამო, რომ თბი­ლის­ში გზე­ბი ცოტა შე­ლა­ხუ­ლია. წინა მან­ქა­ნა და­ბალ "პა­სად­კი­ა­ნი" იყო და კვი­რა­ში ერთხელ კარ­ტერს ვტე­ხავ­დი. კარ­ტე­რის მოხ­სნა, დას­ვარ­კე­ბა და ზე­თის ჩას­ხმა და­ახ­ლო­ე­ბით 100 ლარი ჯდე­ბო­და. მერე "სვარ­შიკს" გა­ვუ­ში­ნა­ურ­დი და ია­ფად მი­კე­თებ­და...

- ახლა ხე­ლო­სანს რაზე აკი­თხავ?

- ახლა დიდი ხა­ნია, არ მივ­სულ­ვარ, ერ­თა­დერ­თი, ზე­თის და­სა­მა­ტებ­ლად თუ მი­ვალ, რად­გან ეს მან­ქა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად, ზეთს "ჭამს"...

- პრო­ფილ­ქა­ტი­კის სერ­ვის­ზე რას იტყვი?

- რაც შე­ე­ხე­ბა სერ­ვისს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლოს­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ რად­გან ქალი ხარ, რა­ღა­ცებ­ში ვერ ერ­კვე­ვი და ავ­ტო­ნა­წი­ლებ­სა და ფა­სებ­ში გა­გო­ი­მე­ბენ, მაგ­რამ მან­ქა­ნებ­ში ბევრ ქარ­თველ ბიჭ­ზე უკეთ ვერ­კვე­ვი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თან ეს ნო­მე­რი არ გა­მოს­დით...

- ხში­რად რე­ცხავ მან­ქა­ნას?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რა თანხა უჯდებათ ცნობილ ქართველებს საკუთარი ავტომანქანების შენახვა (+ფოტო)

რა თანხა უჯდებათ ცნობილ ქართველებს საკუთარი ავტომანქანების შენახვა (+ფოტო)

იმისთვის, რომ ავტომანქანა შუა გზაში არ გაგიჩერდეს, მას მანამდე ყურადღება და მოვლა სჭირდება. ეს ყველაფერი კი მძღოლებს არც ისე იაფი უჯდებათ, რადგანაც პროფილაქტიკაში ყოველი ვიზიტი სერიოზული ხარჯია. ავტომობილს, გარდა შეკეთებისა, ცხადია, საწვავი სჭირდება, რაც ასევე ძვირი სიამოვნებაა.

მოკლედ, მანქანა რაც უფრო ძვირად ღირებულია, მისი შენახვა მით მეტი ჯდება... ჩვენი საუბრის თემა ამჯერად სწორედ ის არის, თუ რა უჯდებათ ადამიანებს საკუთარი ავტომობილის შენახვა და ზოგადად, როგორ უვლიან მათ. ამისათვის რამდენიმე ცნობილი რესპონდენტი - ანრი ჯოხაძე, ნინა წკრიალაშვილი, მარკუს მეტრეველი, თამუნა მუსერიძე - შევარჩიეთ.

ანრი ჯოხაძე:

- ანრი, კონკურსში - "ერთი ერთში" მანქანა რომ მოიგე, იმით მოძრაობ?

- არა, მანამდე მქონდა "მერსედესი" და იმით დავდივარ...

- ყოველდღიურად გიწევს საწვავის ჩასხმა?

- საწვავს ყოველ მესამე დღეს ვასხამ. ძალიან ბევრს "ჭამს"...

- ზოგადად, რა თანხა გჭირდება მანქანისთვის?

- ჩემი მანქანის შენახვა თვეში - 500-დან 1000 ლარამდე ჯდება. ამაში შედის საწვავი, პროფილაქტიკური სამუშაოები, შეკეთება და ა.შ.

- რამდენ ხანში ერთხელ აკითხავ პროფილაქტიკას?

- გააჩნია სიტუაციას და ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორც მძღოლი, როგორ მოვიქცევი...

- დაუდევარი ხარ მანქანის მიმართ?

- ორმოებში ხშირად ვაგდებ...

- საბურავებს რა ინტენსივობით უნდა დაბერვა?

- დაბერვა კი არა, გამოცვლა უნდა მთლიანად. ჩემი ძირითადი პრობლემა მანქანაზე საბურავებია.

- ზეთს რა პერიოდულობით ცვლი?

- სანამ წითელს არ აანთებს, ვერ ვხვდები, რომ უნდა გამოვცვალო. ხომ ვამბობ, ცოტა სასაცილო მძღოლი ვარ, აბსოლუტური დილეტანტი, სანამ წყალი არ ადუღდება, იმასაც ვერ ვხვდები, რომ უნდა ჩავასხა. აბა, მე რად მინდა მანქანა?

- ხშირად რეცხავ მას?

- გააჩნია ამინდს. ცუდ ამინდში, თავს დიდად არ ვიკლავ...

- თვითონ რეცხავ თუ სამრეცხაოში მიდიხარ?

- მე რომ გავრეცხო, მაგისთვის ნერვები არ მყოფნის. სხვათა შორის, დედაჩემს უყვარს ჩემი მანქანის რეცხვა, რატომ არ ვიცი.

- მანქანის ხარჯებში "სითი პარკის" ჯარიმებიც შედის?

- პრინციპში, 10-ლარიანი ჯარიმებია და ეს ჩემს ბიუჯეტს დიდად არ აზარალებს...

- ტაქსით რომ იმოძრავო, უფრო მეტი დაგიჯდებოდა?

- კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ხარჯი მექნებოდა.

ნინა წკრიალაშვილი:

- მაქვს "მერსედესი R კლასი". ვინც მანქანას უვლის და შესაბამისად, კარგი მარკაც აქვს, მისი მოვლა საკმაოდ ძვირი ჯდება... ჩემი მანქანა ბევრ ბენზინს წვავს და ამიტომ ხშირად მიწევს საწვავის ჩასხმა...

- პროფილაქტიკას რამდენ ხანში ერთხელ აკითხავ?

- პროფილაქტიკაში მისვლას ვერ ვიტან და ამიტომ სულ რაღაც სჭირს ჩემს მანქანას და შესაბამისად, ძალიან ძირიც არ მიჯდება მისი შენახვა... ერთი ის დავიმახსოვრე, რომ ზეთი ხშირად უნდა შევცვალო, ძრავა რომ არ გავაფუჭო. ესეც მწარე გამოცდილების შემდეგ ვისწავლე. წინა 2 მანქანაზე ძრავა გავაფუჭე. მოკლედ, მანქანა იშვიათად დამყავს პროფილაქტიკაში. სანამ ბოლომდე არ გაჩერდება საწყალი, მანდე არ მივდივარ.

- ხშირად რეცხავ?

- აუ, რეცხვაც რა კატასტროფაა... ვერც ამას ვიტან. ლოდინი ათას კაცთან ერთად, სანამ გაგირეცხავენ, ცუდია... სწორედ ამიტომ იშვიათად მივდივარ სამრეცხაოშიც...

- "სითი პარკის" ბევრი ჯარიმის გადახდა გიწევს?

- ეს არ გამახსენო. ის რა კვირაა, რომ "სითი პარკმა" ცემი მანქანა არ წაიყვანოს? გამოსაყვანად რომ მივდივარ, იქ ისე ვჩხუბობ, ყველას გიჟი ვგონივარ... ისე, მძღოლი მართლა კარგი ვარ, - ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ჩემი მეგობრები. კაცივით დაგყავსო.

- უხეშად, რომ ვთქვათ, თვეში მანქანაზე რა ხარჯი გაქვს?

- ალბათ, 800-1000 ლარი ბენზინი მიჯდება. თუ რამე გაუფუჭდა, უფრო მეტი და თუ ზაფხულია (ზღვის სეზონი) კიდევ მეტი (სიცილით ამბობს).

- ტაქსით, რომ იარო?

- ტაქით ვერ ვივლი. დილას რომ გავდივარ, ხშირად ვეღარ ვასწრებ სახლში შემოსვლას და ბევრი რაღაც დამაქვს მანქანით: ფეხსამელი, ტანსაცმელი, შოკოლადი ანუ სახლივითაა ჩემი "მერსედესი"...

- საბურავი თვითონ თუ გამოგიცვლია?

- საბურავიც გამომიცვლია, არ არი პრობლემა...

მარკუს მეტერეველი:

- უკვე 2 წელია, რაც სკამოდ კომფორტული მანქანა მაქვს BMW X5 .

- დღეში რამდენი საწვავი გჭირდება?

-  ვასხამ ეკო-რეგულარს და ყოველდღიურად თითქმის 30 ლარის საწვავი მყოფნის. თუ ქალაქში დავდივარ, სტანდარტულად და გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ამ შემთხვევაში საწვავის მოხმარება იზრდება და შესაბამისად, თანხაც და ეს დღეში 50 ლარამდე ადის.

- პროფილაქტიკას ხშირად აკითხავ?

- ოოო, ეს ყველაზე მძიმე თემა ჩემთვის და აი, ამ მომენტს ვერ ვიტან, როცა იქ აუცილებლობის გამო უნდა მივიდე. ხშირ შემთხვევაში, მეგობრები მეხმარებიან, მათ მიჰყავთ ჩემ მაგივრად, მაგრამ როცა მათ არ სცალიათ, მე მიწევს იქ იძულებით დგომა. რაც შეეხება სიხშირეს, როგორც ადამიანს სჭირდება მოვლა და გაფრთხილება, ჯანმრთელობის ტესტის გავლა, ასევე სჭირდება ავტომობილსაც მოვლა-პატრონობა.

- შენი მანქანით ხელოსანთან თვეში ერთხელ მიდიხარ?

- ხან ორჯერაც. გააჩნია.

- ძირითადად რა უფუჭდება და რის შესაკეთებლად აკითხავ?

- ხანდახან ყველაფერი ერთად იჩენს თავს. ყველა პრობლემა ერთ დღეში აღმოცენდება: ხუნდები, ბენზინის ფილტრი, საბურავები...

- თავად არ დაგიბერავს საბურავი?

- ააუუ, სხვათა შორის, გუშინ (2 აგვისტოს ჩაიწერა ინტერვიუ. - ავტ.) მეგობრის ქორწილში ვიყავი დაპატიჟებული და ნატახტარში საბურავი გასკდა. წარმოგიდგენია, რა დამემართებოდა? "პერო გარჭობილი" ვიდექი შუა ტრასაზე და ველოდებოდი ვინმე დამხმარეს, რომ გაეჩერებინა და ჩემთვის დახმარება აღმოეჩინა, მაგარ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. როგორც იქნა, გააჩერა ერთმა დალოცვილმა და გამომიცვალა საბურავი. იცი, რაშია საქმე? არასდროს გამომიცვლია, თუმცა რომ დამჭირდეს, ამის შემდეგ უკვე გავაკეთებ. გუშინ ვნახე ეს როგორ კეთდება.

- პროფილაქტიკაში თითო ვიზიტი რა გიჯდება?

- გააჩნია რა აქვს დაზიანებული: მინიმუმიდან - 100 ლარიდან შეიძლება უეცრად 500 ლარზე ავიდეთ და ზევით, მაგრამ ეს ტანჯვა ტაქსით სიარულს მაინც სჯობია.

- პროფილაქტიკის ფასები მაღალია და შეესაბამება თუ არა ის იმ სერვისს, რაც აქვთ?

- ძალიან მაღალი ფასებია. მით უმეტეს, როცა მანქანა არ იცი, ფასებს უფრო გიწევენ. მაგრამ გაიხსნა საკმაოდ მაღალი დონის კომფორტული ავტოცენტრები...

- "სითი პარკის" ჯარიმებს ხშირად იხდი?

- აუუ... ვერ ვიტან მაგ კომპანიას. მგონი, ჩემი გადახდილი ჯარიმებით შეავსეს ბიუჯეტი. ესეც ხომ მანქანის ხარჯია?

- რამდენი წლის მძღოლი ხარ?

- 15 წლის, მაგრამ პრაკტიკულად 5 წელია, ვმართავ.

- ისე, საბურავის გამოცვლა კი უნდა იცოდე...

- კი, უკვე ვიცი (სიცლით ამბობს). მანამდე დიდ მოტოციკლს ვმართავდი. მოტო ჩემთვის უფრო თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. მგონი, მალე ავტომობილიდან ველოსიპედზე გადავჯდები.

- ჰო, მისი შენახვა ნაკლები დაგიჯდება.

- თან, კარგია, გარემოსთვის და ჯანმრთელობისთვის.

თამუნა მუსერიძე:

- თითქმის ერთი წელია "Mitsubishi Pajero iO" მაქვს. კვირაში ერთხელ ვასხამ 50 ლარის საწვავს და მყოფნის. ცოტას (9 ლიტრი) წვავს... რაც შეეხება მის შეკეთებას, პროფილაქტიკაში მხოლოდ ერთხელ მყავდა. წინა მანქანით კი კვირაში ერთხელ ელიავაზე ვიყავი დაყუდებული...

- თითოეული ვიზიტი რა გიჯდებოდა?

- დაახლოებით, 100 ლარამდე, ეს იმის გამო, რომ თბილისში გზები ცოტა შელახულია. წინა მანქანა დაბალ "პასადკიანი" იყო და კვირაში ერთხელ კარტერს ვტეხავდი. კარტერის მოხსნა, დასვარკება და ზეთის ჩასხმა დაახლოებით 100 ლარი ჯდებოდა. მერე "სვარშიკს" გავუშინაურდი და იაფად მიკეთებდა...

- ახლა ხელოსანს რაზე აკითხავ?

- ახლა დიდი ხანია, არ მივსულვარ, ერთადერთი, ზეთის დასამატებლად თუ მივალ, რადგან ეს მანქანა ფაქტობრივად, ზეთს "ჭამს"...

- პროფილქატიკის სერვისზე რას იტყვი?

- რაც შეეხება სერვისს, ხშირ შემთხვევაში, ხელოსნებს ჰგონიათ, რომ რადგან ქალი ხარ, რაღაცებში ვერ ერკვევი და ავტონაწილებსა და ფასებში გაგოიმებენ, მაგრამ მანქანებში ბევრ ქართველ ბიჭზე უკეთ ვერკვევი. შესაბამისად, ჩემთან ეს ნომერი არ გამოსდით...

- ხშირად რეცხავ მანქანას?

- სამწუხაროდ, ვერა...

ლალი ფაცია

სპეციალურად ”ამბები.გე”-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია