ანაკლიაში "კაზანტიპის" მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა საპატრიარქოს მიერ 14 აგვისტოს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს, რომელიც ღონისძიების წინააღმდეგაა მიმართული. ანაკლიელები "კაზანტიპის" გამართვას ემხრობიან, რადგან მათი თქმით ტურისტებს ელიან და ბიზნესის საწარმოებლად კრედიტები აქვთ გამოტანილი.
"ხალხი მზად რომ არ იყო, ყველამ ბანკიდან სესხი აიღო და საწოლები იყიდა. მამაოებს რა უნდათ "პროწივ" რომ მიდიან. მამაოები თვითონ დადიან ზღვაზე შიშვლები და ჯვარ ჩამოკიდებულები" - ამბობეს "კაზანტიპის" მომხრე ერთ-ერთი ადგილობრივი.
წყარო: smo.ge
თემის ყველა მნიშნველოვანი დეტალისა და მომდევნო განახლებების სანახავად გამოიყენეთ თეგი #კაზანტიპი