ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები ბაზაზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ორ თვეზე მეტია, ხელფასი არ მიუღიათ და ასევე ბაზაზე ფეხბურთელებისთვის მწირე დაფინანსების გამო საკვების პრობლემაც დგას.
პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის მიზნნით, დღეს ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზაზე საპროტესტო აქცია გამართეს.
"ხელფასები ორი თვეა, არ აგვიღია. რომ ვამბობთ, რატომ არ გვაძლევთ-თქო, ასე გვეუბნებიან, თუ არ მოგწონთ პირობები, სადაც გინდათ იქ წადითო. დახეული კედები და ბურთი გვაქვს. გაუსაძლის პირობებში გვიწევს არსებობა. ეგ კი არა, საჭმლის პრობლემაც კი გვაქვს. ყოველდღე სუპი ჩემმა მტერმა ჭამა", - აცხადებს ფეხბურთელი სევასტი თოდუა.