სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაპი ფრანცისკის 10 საიდუმლო ბედნიერების მისაღწევად
პაპი ფრანცისკის 10 საიდუმლო ბედნიერების მისაღწევად

ყო­ველკ­ვი­რე­ულ არ­გენ­ტი­ნულ გა­ზეთ­ში - "ვივა" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში რო­მის პაპი ფრან­ცის­კი ათ რჩე­ვას იძ­ლე­ვა, თუ რო­გორ გავ­ხდეთ ბედ­ნი­ე­რი:

 

1. "იცხოვ­რე და სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცი იცხოვ­რონ". ყვე­ლა­ნი ამ პრინ­ცი­პით უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, - გა­ნა­ცხა­და მან.

2. "გა­უ­ზი­ა­რე სა­კუ­თა­რი თავი სხვებს". ხალ­ხი გახ­სნი­ლი და კე­თი­ლი უნდა იყოს სხვე­ბის მი­მართ, რად­გან თუ სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტე­ბი, რის­კავ გახ­დე ეგო­ცენ­ტრუ­ლი და წმინ­და წყა­ლიც და­ბინ­ძურ­დე­ბა.

3. "იშ­რო­მეთ მშვი­დად". პაპ­მა, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლი­და, გა­მო­ი­ყე­ნა ეპი­ზო­დი არ­გენ­ტი­ნუ­ლი ნო­ვე­ლი­დან, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი გმი­რი თა­ვის გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას იხ­სე­ნებს. "შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იცხოვ­რო სი­კე­თით და თავ­მდაბ­ლო­ბით, არის გა­სა­ღე­ბი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიმ­შვი­დის".

4. "თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის შეგ­რძნე­ბა". ხე­ლოვ­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რა და ბავ­შვებ­თან თა­მა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ყვე­ლა მშო­ბელ­მა უნდა გა­მო­ნა­ხოს დრო ბავ­შვებ­თან თა­მა­შის­თვის, - გა­ნა­ცხა­და პაპ­მა.

5. კვი­რა დღე დას­ვე­ნე­ბა უნდა იყოს. კვი­რა დღე ოჯახს ეკუთ­ვნის.

6. იპო­ვე ინო­ვა­ცი­უ­რი გზა, შექ­მნა ღირ­სე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. "ჩვენ გვჭირ­დე­ბა ახალ­გაზ­რდებ­თან კრე­ა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა. თუ მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ გა­ვუ­ზარ­დეთ, ნარ­კო­ტი­კე­ბის­კენ აი­ღე­ბენ გეზს".

7. პა­ტი­ვი ეცი და მო­უფრ­თხილ­დი ბუ­ნე­ბას. გა­რე­მოს დეგ­რა­და­ცია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, რაც ჩვენს წი­ნა­შე დგას. კი­თხვა, რო­მელ­საც სა­კუ­თარ თავს არ ვუს­ვამთ, შემ­დე­გია: ბუ­ნე­ბი­სად­მი ტი­რა­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით თვით­მკვლე­ლო­ბას ხომ არ ჩავ­დი­ვართ?

8. აღ­მო­ფხვე­რით უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. "სხვებ­ზე ცუ­დის თქმა მი­უ­თი­თებს და­ბალ თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე".

9. პა­ტი­ვი ეცით სხვის რწმე­ნას.

10. იზ­რუ­ნეთ მშვი­დო­ბა­ზე. "ჩვენ მრა­ვა­ლი ომი გა­მოგ­ვივ­ლია, მო­წო­დე­ბა მშვი­დო­ბის­კენ ყვე­ლამ უნდა გა­ი­გოს. მშვი­დო­ბა ხან­და­ხან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, რომ ჩუ­მია, მაგ­რამ ის არა­სო­დეს არის ჩუმი, მშვი­დო­ბა ყო­ველ­თვის დი­ნა­მი­უ­რი და აქ­ტი­უ­რია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ucatholic.com-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პაპი ფრანცისკის 10 საიდუმლო ბედნიერების მისაღწევად

პაპი ფრანცისკის 10 საიდუმლო ბედნიერების მისაღწევად

ყოველკვირეულ არგენტინულ გაზეთში - ”ვივა” გამოქვეყნებულ ინტერვიუში რომის პაპი  ფრანცისკი ათ რჩევას იძლევა, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერი:

 

1. ”იცხოვრე და საშუალება მიეცი იცხოვრონ”. ყველანი ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდნენ, - განაცხადა მან.

2. ”გაუზიარე საკუთარი თავი სხვებს”. ხალხი გახსნილი და კეთილი უნდა იყოს სხვების მიმართ, რადგან თუ საკუთარ თავში ჩაიკეტები, რისკავ გახდე ეგოცენტრული და წმინდა წყალიც დაბინძურდება.

3. ”იშრომეთ მშვიდად”. პაპმა, რომელიც უნივერსიტეტში ლიტერატურას ასწავლიდა, გამოიყენა ეპიზოდი არგენტინული ნოველიდან, რომელშიც მთავარი გმირი თავის განვლილ ცხოვრებას იხსენებს. ”შესაძლებლობა, იცხოვრო სიკეთით და თავმდაბლობით, არის გასაღები ცხოვრებისეული სიმშვიდის”.

4. ”თავისუფალი დროის შეგრძნება”. ხელოვნებით მიღებული სიამოვნება, ლიტერატურა და ბავშვებთან თამაში აუცილებელია. ყველა მშობელმა უნდა გამონახოს დრო ბავშვებთან თამაშისთვის, - განაცხადა პაპმა.

5. კვირა დღე დასვენება უნდა იყოს. კვირა დღე ოჯახს ეკუთვნის.

6. იპოვე ინოვაციური გზა, შექმნა ღირსეული სამსახური ახალგაზრდა ადამიანებისთვის. ”ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდებთან კრეატიული მიდგომა. თუ მათ შესაძლებლობები არ გავუზარდეთ, ნარკოტიკებისკენ აიღებენ გეზს”.

7. პატივი ეცი და მოუფრთხილდი ბუნებას. გარემოს დეგრადაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც ჩვენს წინაშე დგას. კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს არ ვუსვამთ, შემდეგია: ბუნებისადმი ტირანული დამოკიდებულებით თვითმკვლელობას ხომ არ ჩავდივართ?

8. აღმოფხვერით უარყოფითი დამოკიდებულება. ”სხვებზე ცუდის თქმა მიუთითებს დაბალ თვითშეფასებაზე”.

9. პატივი ეცით სხვის რწმენას.

10. იზრუნეთ მშვიდობაზე. ”ჩვენ მრავალი ომი გამოგვივლია, მოწოდება მშვიდობისკენ ყველამ უნდა გაიგოს. მშვიდობა ხანდახან შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჩუმია, მაგრამ ის არასოდეს არის ჩუმი, მშვიდობა ყოველთვის დინამიური და აქტიურია.

მომზადებულია ucatholic.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს