საფრანგეთში, ქალაქ ბერჟერაკში ასოციაცია ABC MUSIQUE-ს ორგანიზებით 26-ე საზაფხულო ფესტივალი ტარდება, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ხელოვანები იღებენ. მათ შორის ქართველებიც არიან.
წელს საქართველოს სახელით პირველად გამოდიან ნინო ქათამაძე & ინსაითი და ახალგაზრდა მუსიკოსი და პიანისტი მიშო ყანდაშვილი, რომელიც ყველაზე უმცროსია მონაწილეთა შორის. ღონისძიებაზე მრავალი საინტერესო და განსხვავებული პროგრამაა წარმოდგენილი.ნინო ქათამაძის კონცერტი 3 აგვისტოს მონპაიზერში 9:30 საათზე გაიმართა. მიშო ყანდაშვილის სოლო კონცერტი კი 10 აგვისტოს გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორებმა 25 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, ეს ღონისძიება შეუცვლელ კულტურულ მოვლენად აქციეს, სადაც სხვადასხვა სახის კონცერტები იმართება და მასში მონაწილეობას იღებს მრავალი ქვეყნის ხელოვანი: მსახიობები, მოცეკვავეები, მომღერლები, მუსიკოსები და ა.შ."ეს ფესტივალი ხელოვან ადამიანებს საჯაროდ საკუთარი სიტყვის თქმის საშუალებას აძლევს, აქ არის სრული ხელოვნების ზეიმი", - ასე ახასიათებენ ფესტივალს ორგანიზატორები.
ნინი მაჭავარიანი, Ambebi.ge