მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი ქართველი ქალი ყველაზე ლამაზი ოპერის მომღერლების ათეულში მოხვდა
ორი ქართველი ქალი ყველაზე ლამაზი ოპერის მომღერლების ათეულში მოხვდა

ორი ქარ­თვე­ლი ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი, ნინო მა­ჩა­ი­ძე და ნინო სურ­გუ­ლა­ძე მსოფ­ლი­ოს 10 ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდნენ. რო­გორც გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა" იტყო­ბი­ნე­ბა, ნინო მა­ჩა­ი­ძე, რო­მელ­მაც რე­ი­ტინ­გში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზით და ბუ­ნებ­რი­ვი შარ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მომ­ღე­რა­ლი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ოპე­რებ­ში მღე­რის. მას აქვს უნი­კა­ლუ­რი სტი­ლი, შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კა და ვო­კა­ლის დი­ა­პა­ზო­ნი.

მე­ო­რე ად­გილ­ზეა იტა­ლი­ე­ლი სოპ­რა­ნო კარ­მენ ჯა­ნა­ტა­ზიო, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია ვო­კა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის ლა­მა­ზი შეს­რუ­ლე­ბით. მას სა­ო­პე­რო სცე­ნის დე­დო­ფალს ეძა­ხი­ან.

მე­სა­მე ად­გილ­ზე ლატ­ვი­ე­ლი სოპ­რა­ნო კრის­ტი­ნა ოპო­ლა­ი­სია - ერთ-ერთი ახა­ლი სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვი, რომ­ლის კა­რი­ე­რაც წინ მი­ი­წევს. მომ­ღე­რალ­მა ერთ დღე­ში ორი სა­დე­ბი­უ­ტო როლი იმ­ღე­რა ნიუ იორ­კის მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში. ოპე­რის 131 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი რამ ვე­რა­ვინ მო­ა­ხერ­ხა.

ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღე­რა­ლი, სოპ­რა­ნო ოლგა პე­რე­ტი­ატ­კო, რო­მე­ლიც ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ წამ­ყვან სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლად ით­ვლე­ბა, სი­ა­ში მე­ო­თხე ად­გილ­ზე მოხ­ვდა.

მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა ამე­რი­კე­ლი სოპ­რა­ნო აი­ლინ პე­რე­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მაც­დურ ახალ­გაზ­რდა სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ის სა­კუ­თა­რი თა­ო­ბის ლი­რი­კუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გი მომ­ღე­რა­ლია.

მე­ექ­ვსე ად­გი­ლი ლატ­ვი­ელ­მა მეცო-სოპ­რა­ნო ელი­ნა გა­რან­ჩამ და­ი­კა­ვა. ის მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ოპე­რებ­ში და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში მღე­რის. მას სა­ო­პე­რო სცე­ნის კაშ­კა­შა ვარ­სკვლავს უწო­დე­ბენ.

მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე რუსი სოპ­რა­ნო იუ­ლია ნო­ვი­კო­ვა მოხ­ვდა. მომ­ღე­რა­ლი მთე­ლი რიგი სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. კრი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მას ძლი­ე­რი და ლა­მა­ზი ხმა აქვს, რო­მე­ლიც აუ­დი­ტო­რი­ას აჯა­დო­ვებს.

კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, მეცო-სოპ­რა­ნო ნინო სურ­გუ­ლა­ძე მერ­ვე ად­გილ­ზეა. მომ­ღე­რა­ლი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და დღემ­დე არ და­უ­კარ­გავს ვარ­სკვლა­ვის სტა­ტუ­სი. ნინო სურ­გუ­ლა­ძეს იშ­ვი­ა­თი სამ­სა­ხი­ო­ბო ნიჭი აქვს სა­ო­პე­რო დი­ვას­თვის, პირ­ველ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ცხრა წლი­სამ მი­ი­ღო. მომ­ღე­რა­ლი მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ოპე­რებ­ში მღე­რის.

მე­ცხრე ად­გი­ლი რე­ი­ტინ­გში ბულ­გა­რელ­მა სოპ­რა­ნომ, სო­ნია იონ­ჩე­ვამ და­ი­კა­ვა. ისიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. "სო­ნია უნი­კა­ლუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვო­კა­ლუ­რი ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი", - წე­რენ მას­ზე გა­მო­ცე­მე­ბი.

მე­ა­თე ად­გილ­ზე რუსი სოპ­რა­ნო ანა ნეტ­რე­ბკო მოხ­ვდა. "ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ხმაა, გა­მო­ირ­ჩე­ვა დი­დე­ბუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის და ვო­კა­ლუ­რი ტექ­ნი­კით", - წერს პრე­სა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsgeorgia.ru-ს მი­ხედ­ვით.
ტატა
0

გვიმრავლე ესეთი ქალბატონები საქართველოს. წარმატებები ბევრი და ბევრი თქვენ უმშვენიერესებო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ორი ქართველი ქალი ყველაზე ლამაზი ოპერის მომღერლების ათეულში მოხვდა

ორი ქართველი ქალი ყველაზე ლამაზი ოპერის მომღერლების ათეულში მოხვდა

ორი ქართველი ოპერის მომღერალი, ნინო მაჩაიძე და ნინო სურგულაძე მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი საოპერო მომღერლების სიაში მოხვდნენ. როგორც გაზეთი ”ახალი თაობა” იტყობინება, ნინო მაჩაიძე, რომელმაც რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, არაჩვეულებრივი სილამაზით და ბუნებრივი შარმით გამოირჩევა. მომღერალი მსოფლიოს წამყვან ოპერებში მღერის. მას აქვს უნიკალური სტილი, შესრულების ტექნიკა და ვოკალის დიაპაზონი.

მეორე ადგილზეა იტალიელი სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ვოკალური კომპოზიციების ლამაზი შესრულებით. მას საოპერო სცენის დედოფალს ეძახიან.

მესამე ადგილზე ლატვიელი სოპრანო კრისტინა ოპოლაისია - ერთ-ერთი ახალი საოპერო ვარსკვლავი, რომლის კარიერაც წინ მიიწევს. მომღერალმა ერთ დღეში ორი სადებიუტო როლი იმღერა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში. ოპერის 131 წლიანი ისტორიის განმავლობაში ასეთი რამ ვერავინ მოახერხა.

ცნობილი რუსი მომღერალი, სოპრანო ოლგა პერეტიატკო, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ წამყვან საოპერო მომღერლად ითვლება, სიაში მეოთხე ადგილზე მოხვდა.

მეხუთე ადგილზეა ამერიკელი სოპრანო აილინ პერესი, რომელიც ყველაზე მაცდურ ახალგაზრდა საოპერო მომღერლად მოიხსენიება. კრიტიკოსების აზრით, ის საკუთარი თაობის ლირიკული რეპერტუარის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მომღერალია.

მეექვსე ადგილი ლატვიელმა მეცო-სოპრანო ელინა გარანჩამ დაიკავა. ის მსოფლიოს წამყვან ოპერებში და საკონცერტო დარბაზებში მღერის. მას საოპერო სცენის კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებენ.

მეშვიდე ადგილზე რუსი სოპრანო იულია ნოვიკოვა მოხვდა. მომღერალი მთელი რიგი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების გამარჯვებულია. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მას ძლიერი და ლამაზი ხმა აქვს, რომელიც აუდიტორიას აჯადოვებს.

კიდევ ერთი ქართველი მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე მერვე ადგილზეა. მომღერალი ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა პოპულარული და დღემდე არ დაუკარგავს ვარსკვლავის სტატუსი. ნინო სურგულაძეს იშვიათი სამსახიობო ნიჭი აქვს საოპერო დივასთვის, პირველ ფილმში მონაწილეობა ცხრა წლისამ მიიღო. მომღერალი მრავალი ჯილდოს მფლობელია და მსოფლიოს წამყვან ოპერებში მღერის.

მეცხრე ადგილი რეიტინგში ბულგარელმა სოპრანომ, სონია იონჩევამ დაიკავა. ისიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. ”სონია უნიკალური და განსაკუთრებული ვოკალური ნიჭითაა დაჯილდოებული”, - წერენ მასზე გამოცემები.

მეათე ადგილზე რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო მოხვდა. ”ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხმაა, გამოირჩევა დიდებული შესრულების და ვოკალური ტექნიკით”, - წერს პრესა.

მომზადებულია newsgeorgia.ru-ს მიხედვით.

"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა