პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღორული მოლხენის სამარცხვინო ფაქტები: "ვაჟაობა" დამთავრდა, "დიდღორობის" გვეშინოდეს, ხალხო!
ღორული მოლხენის სამარცხვინო ფაქტები: "ვაჟაობა" დამთავრდა, "დიდღორობის" გვეშინოდეს, ხალხო!

27 ივ­ლისს ჩარ­გალ­მა სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულს, "ვა­ჟა­ო­ბას" უმას­პინ­ძლა. ვაჟა-ფშა­ვე­ლა, ჩვენ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს იმ­სა­ხუ­რებს, ნაგ­ვის გარ­და, თუმ­ცა დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ სწო­რედ ნა­გა­ვი და­ვუ­ტო­ვეთ იქ. რო­გორც ჩანს ერ­თმა ნა­ყი­ნი შე­ჭა­მა და ქა­ღალ­დი და­აგ­დო, მე­ო­რემ წვე­ნი და­ლია და ბოთ­ლი გა­და­აგ­დო, მე­სა­მემ ბოლო ღერი სი­გა­რე­ტი მო­წია და ყუთი გა­და­აგ­დო და ა.შ. ამას იმი­ტომ ვხსნი, რომ ის ნა­გა­ვი იქ ერთ ადა­მი­ანს არ და­უყ­რია, ყვე­ლამ დავ­ყა­რეთ, მათ შო­რის იმათ­მაც, ვი­საც არა­ფე­რი არ გა­დაგ­ვიგ­დია, მაგ­რამ რო­დე­საც ვხე­დავ­დით სხვა რო­გორ აგ­დებ­და არ მი­ვუ­თი­თეთ არას­წორ საქ­ცი­ელ­ზე.

ვი­ღაც იტყვის, რომ თუ ახ­ლო­მახ­ლო ნაგ­ვის ურნა არა არის, აბა რა ქნას ადა­მი­ან­მაო. და­ლოც­ვი­ლო, წა­რა­მა­რა რომ ევ­რო­პას ვედ­რე­ბით და თან იმას გა­ვი­ძა­ხით ევ­რო­პა "გავ­პი­დარ­სტებ­სო" , ამ გარ­ყვნი­ლი ევ­რო­პი­სა­გან კარ­გი რომ ვის­წავ­ლოთ, ტან­ზე დაგვფოთ­ლავს?! ჰოდა, ამ სა­ძა­გელ ევ­რო­პა­ში, რო­დე­საც ურ­ნას ვერ ნა­ხუ­ლო­ბენ ცე­ლო­ფა­ნის პარკში ყრი­ან ნა­გავს, მა­ნამ ვიდ­რე ურ­ნას არ ნა­ხა­ვენ. ჩვენც რომ ასე გა­ვა­კე­თოთ და­შავ­დე­ბა რამე?!

ეჰ, ურ­ნის ძი­ე­ბა კი არა, ურ­ნას­თან როცა ვდგა­ვართ, მა­ში­ნაც გვე­ზა­რე­ბა ნაგ­ვის ჩაყ­რა. და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 მეტ­რი­დან ვის­ვრით ნა­გავს, თუ ჩა­ვაგ­დეთ, ხომ კარ­გი, ხოლო თუ ძირს და­ვარ­და, გა­მო­რი­ცხუ­ლია გან­მე­ო­რე­ბით სრო­ლა­ზე შე­ვი­წუ­ხოთ თავი. სა­ერ­თო­დაც, ურ­ნა­ში სრო­ლა რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა იყოს ოქ­როს მე­დალს ვე­რა­ვინ შეგ­ვე­ცი­ლე­ბო­და.

ერ­თა­დერ­თი ბუ­ნე­ბა მოგ­ვცა ღმერ­თმა, რომ­ლი­თაც თავი შეგ­ვიძ­ლია მო­ვი­წო­ნოთ და იმა­საც ისე ვა­ნად­გუ­რებთ, რომ უკან არ ვი­ხე­დე­ბით. მერე კი "მტრებს" ვი­გო­ნებთ, რომ­ლებ­მაც გაგ­ვი­ნად­გუ­რეს ეს ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბი, თო­რემ ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერ­ში არა­ვი­თა­რი ბრა­ლი არ მიგ­ვი­ძღვის.

მახ­სოვს ერთი პე­რი­ო­დი თბი­ლი­სის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რი აჯა­რი­მებ­და მო­ქალ­ქეს, რომ­ლე­ბიც ძირს, თუნ­დაც სი­გა­რე­ტის ნამ­წვს და­აგ­დებ­და. კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ასე­თი აკ­რძალ­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დებდს, ჯა­რი­მე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი იყოს. მაგ: 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ ტე­რი­ტო­რი­ის ყო­ველ­დღე და­სუფ­თა­ვე­ბა, რო­მე­ლიც და­ა­ბინ­ძუ­რე. ოღონდ ჯა­რი­მა მარ­თლა უნდა აღ­სრულ­დეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ აღარ­ვის გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, რომ ლუ­დის ქილა ან ბავ­შვის გა­მოც­ვლილ პამ­პერ­სი ტყე­ში და­აგ­დოს.

და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია არ ვყო­ფილ­ვარ ბა­ზა­ლე­თის ტბა­ზე. ცოტა ხნის წინ უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი ჩა­მო­ვი­და და გა­დავ­წყვი­ტე, იქ წა­მეყ­ვა­ნა. მთე­ლი გზა ტვი­ნი გა­ვუ­ბურ­ღე, რომ ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი ასე­თი მაგ­რე­ბი ვართ და ჩვენ­ნა­ი­ა­რი არა­ვინ და­დის დე­და­მი­წა­ზე-მეთ­ქი, მაგ­რამ ავე­დით თუ არა ტბა­ზე, სულ უკან წა­ვი­ღე ჩემი სი­ტყვე­ბი. ტბის გარ­შე­მო მინი-ნა­გავ­საყ­რე­ლია და თუ ბა­ზა­ლე­თის ტბა­ში მარ­თლა დგას ოქ­როს აკ­ვა­ნი, და თუ იქ მარ­თლაც წევს ყმა, ნაგ­ვის სუნი უსა­თუ­დო და­ახ­რჩობს, თუ ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია. შემ­რცხვა და უკან­მო­უ­ხე­და­ვად წა­მო­ევ­დი. კი­დევ კარ­გი სინ­დის-ნა­მუ­სი­ა­ნი უცხო­ე­ლი იყო და არა­ფე­რი მი­თხრა, თო­რემ რა პა­სუ­ხი უნდა გა­მე­ცა მარ­თლა არ ვიცი.

ადა­მი­ან­მა კულ­ტუ­რა ბაშ­ვო­ბი­დან­ვე უნდა ის­წავ­ლოს. ცოტა ხნის წინ ავ­ტო­ბუს­ში ავე­დით, ჩემს წინ მჯდომ 2 წლის ბავ­შვს რა­ღაც ქა­ღალ­დი ეჭი­რა, რო­მე­ლიც აშ­კა­რად გა­და­საგ­დე­ბი იყო. ბე­ბია ეუბ­ნე­ბო­და მო­მე­ცი შვი­ლო გა­და­ვაგ­დე­ბო, მაგ­რამ ბავ­შვმა უთხრა: დე­დი­კომ მას­წავ­ლა, რომ ნა­გა­ვის ურ­ნა­ში უნდა ჩა­ვაგ­დოო. მერე მე ჩა­მო­ევ­დი და არ ვიცი ბე­ბი­ამ გა­ი­ტა­ნა თა­ვის თუ ბავ­შვმა, მაგ­რამ ამ სი­ტყვებ­მა პა­ტა­რა იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი ნამ­დვი­ლად გა­მიღ­ვი­ვა.

მალე "დიდ­გო­რო­ბა" მო­დის, რო­მე­ლიც აგერ უკვე წლე­ბია რო­გორც წესი "დი­დღო­რო­ბით" სრულ­დე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ იქ­ნებ წელს მა­ინც გა­მოჩ­ნდეს ვინ­მე მად­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კონ­ტრო­ლებს და თავს არ მოგვჭრის წი­ნაპ­რებ­თან.

ჰო, მარ­თლა წი­ნაპ­რებ­ზე გა­მახ­სენ­და, მერე რა რომ ვა­ჟას სახლ-მუ­ზე­უ­მის წინ ნა­გა­ვი და­ყა­რეს, მთა­ვა­რია, რომ ვა­ჟას სა­დღეგ­რძე­ლო გან­სხვა­ვე­ბუ­ლით და­ი­ლია.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ღორული მოლხენის სამარცხვინო ფაქტები: "ვაჟაობა" დამთავრდა, "დიდღორობის" გვეშინოდეს, ხალხო!

ღორული მოლხენის სამარცხვინო ფაქტები: "ვაჟაობა" დამთავრდა, "დიდღორობის" გვეშინოდეს, ხალხო!

27 ივლისს ჩარგალმა სახალხო დღესასწაულს, "ვაჟაობას" უმასპინძლა. ვაჟა-ფშაველა, ჩვენგან აბსოლუტურად ყველაფერს იმსახურებს, ნაგვის გარდა, თუმცა დღესასწაულის შემდეგ სწორედ ნაგავი დავუტოვეთ იქ. როგორც ჩანს ერთმა ნაყინი შეჭამა და ქაღალდი დააგდო, მეორემ წვენი დალია და ბოთლი გადააგდო, მესამემ ბოლო ღერი სიგარეტი მოწია და ყუთი გადააგდო და ა.შ. ამას იმიტომ ვხსნი, რომ ის ნაგავი იქ ერთ ადამიანს არ დაუყრია, ყველამ დავყარეთ, მათ შორის იმათმაც, ვისაც არაფერი არ გადაგვიგდია, მაგრამ როდესაც ვხედავდით სხვა როგორ აგდებდა არ მივუთითეთ არასწორ საქციელზე.

ვიღაც იტყვის, რომ თუ ახლომახლო ნაგვის ურნა არა არის, აბა რა ქნას ადამიანმაო. დალოცვილო, წარამარა რომ ევროპას ვედრებით და თან იმას გავიძახით ევროპა "გავპიდარსტებსო" , ამ გარყვნილი ევროპისაგან კარგი რომ ვისწავლოთ, ტანზე დაგვფოთლავს?! ჰოდა, ამ საძაგელ ევროპაში, როდესაც ურნას ვერ ნახულობენ ცელოფანის პარკში ყრიან ნაგავს, მანამ ვიდრე ურნას არ ნახავენ. ჩვენც რომ ასე გავაკეთოთ დაშავდება რამე?!

ეჰ, ურნის ძიება კი არა, ურნასთან როცა ვდგავართ, მაშინაც გვეზარება ნაგვის ჩაყრა. დაახლოებით 2-3 მეტრიდან ვისვრით ნაგავს, თუ ჩავაგდეთ, ხომ კარგი, ხოლო თუ ძირს დავარდა, გამორიცხულია განმეორებით სროლაზე შევიწუხოთ თავი. საერთოდაც, ურნაში სროლა რომ ოლიმპიადაზე ერთ-ერთი სახეობა იყოს ოქროს მედალს ვერავინ შეგვეცილებოდა.

ერთადერთი ბუნება მოგვცა ღმერთმა, რომლითაც თავი შეგვიძლია მოვიწონოთ და იმასაც ისე ვანადგურებთ, რომ უკან არ ვიხედებით. მერე კი "მტრებს" ვიგონებთ, რომლებმაც გაგვინადგურეს ეს ლამაზი ადგილები, თორემ ჩვენ ამ ყველაფერში არავითარი ბრალი არ მიგვიძღვის.

მახსოვს ერთი პერიოდი თბილისის დასუფთავების სამსახური აჯარიმებდა მოქალქეს, რომლებიც ძირს, თუნდაც სიგარეტის ნამწვს დააგდებდა. კარგი იქნება, რომ ასეთი აკრძალვები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებდს, ჯარიმებიც შესაბამისი იყოს. მაგ: 1 თვის განმავლობაში იმ ტერიტორიის ყოველდღე დასუფთავება, რომელიც დააბინძურე. ოღონდ ჯარიმა მართლა უნდა აღსრულდეს და დარწმუნებული ვარ აღარვის გაუჩნდება სურვილი, რომ ლუდის ქილა ან ბავშვის გამოცვლილ პამპერსი ტყეში დააგდოს.

დაახლოებით ორი წელია არ ვყოფილვარ ბაზალეთის ტბაზე. ცოტა ხნის წინ უცხოელი სტუმარი ჩამოვიდა და გადავწყვიტე, იქ წამეყვანა. მთელი გზა ტვინი გავუბურღე, რომ ჩვენ ქართველები ასეთი მაგრები ვართ და ჩვენნაიარი არავინ დადის დედამიწაზე-მეთქი, მაგრამ ავედით თუ არა ტბაზე, სულ უკან წავიღე ჩემი სიტყვები. ტბის გარშემო მინი-ნაგავსაყრელია და თუ ბაზალეთის ტბაში მართლა დგას ოქროს აკვანი, და თუ იქ მართლაც წევს ყმა, ნაგვის სუნი უსათუდო დაახრჩობს, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია. შემრცხვა და უკანმოუხედავად წამოევდი. კიდევ კარგი სინდის-ნამუსიანი უცხოელი იყო და არაფერი მითხრა, თორემ რა პასუხი უნდა გამეცა მართლა არ ვიცი.

ადამიანმა კულტურა ბაშვობიდანვე უნდა ისწავლოს. ცოტა ხნის წინ ავტობუსში ავედით, ჩემს წინ მჯდომ 2 წლის ბავშვს რაღაც ქაღალდი ეჭირა, რომელიც აშკარად გადასაგდები იყო. ბებია ეუბნებოდა მომეცი შვილო გადავაგდებო, მაგრამ ბავშვმა უთხრა: დედიკომ მასწავლა, რომ ნაგავის ურნაში უნდა ჩავაგდოო. მერე მე ჩამოევდი და არ ვიცი ბებიამ გაიტანა თავის თუ ბავშვმა, მაგრამ ამ სიტყვებმა პატარა იმედის ნაპერწკალი ნამდვილად გამიღვივა.

მალე "დიდგორობა" მოდის, რომელიც აგერ უკვე წლებია როგორც წესი "დიდღორობით" სრულდება ხოლმე, მაგრამ იქნებ წელს მაინც გამოჩნდეს ვინმე მადლიანი, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს და თავს არ მოგვჭრის წინაპრებთან.

ჰო, მართლა წინაპრებზე გამახსენდა, მერე რა რომ ვაჟას სახლ-მუზეუმის წინ ნაგავი დაყარეს, მთავარია, რომ ვაჟას სადღეგრძელო განსხვავებულით დაილია.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია