პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ვერც ერთ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერ გადაწონის ექსპრეზიდენტი, რომელსაც მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი და ყველაფერი ჯერ წინ არის
ირაკლი ღარიბაშვილი - ვერც ერთ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერ გადაწონის ექსპრეზიდენტი, რომელსაც მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი და ყველაფერი ჯერ წინ არის

გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ხელ­მწი­ფომ არ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ წარ­სულ­ში ჩა­დე­ნი­ლი შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლე­ბი, პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მთა­ვარ დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­მარ­თლოს მიერ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ აი­სა­ხე­ბა და ქვეყ­ნის ევ­რო­პას­თან იტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს ხელს არ შე­უშ­ლის.

"სა­ჭი­როა, ყვე­ლა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გებს და­ვე­ლო­დოთ და სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს ამა თუ იმ პი­რის და­ნა­შა­უ­ლეს. ჩვენ, ჩვე­ნის მხრივ, მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლო­ბას. ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბა და­ვი­წყეთ, ვართ სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, გვსურს ისე­თი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა, რო­გო­რიც არის თა­ნა­მედ­რო­ვე, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი. თუ ვა­ცხა­დებთ, რომ გვსურს თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი ინ­სტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, სა­დაც კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნა­ბა­რია, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პე­ბი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, მა­შინ არა­ვინ უნდა იდ­გეს კა­ნონ­ზე მაღ­ლა. ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, და­უს­ჯე­ლო­ბა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვას­რუ­ლოთ ქვე­ყა­ნა­ში. ეს არის გა­ე­რო-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რულ­დეს და­უს­ჯე­ლო­ბა და ყვე­ლა კა­ნო­ნის წი­ნა­შე იყოს თა­ნას­წო­რი. სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ყო­ფი­ლი პრე­იზ­დენ­ტი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფო, არის აბ­სურ­დი. ჩვენ ვართ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და ვა­შე­ნებთ რე­ა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ას, ვერც ერთ ქვე­ყა­ნას­თან ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ გა­და­წო­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ში ედე­ბა ბრა­ლი და ყვე­ლა­ფე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით წინ არის", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - ვერც ერთ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერ გადაწონის ექსპრეზიდენტი, რომელსაც მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი და ყველაფერი ჯერ წინ არის

ირაკლი ღარიბაშვილი - ვერც ერთ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერ გადაწონის ექსპრეზიდენტი, რომელსაც მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი და ყველაფერი ჯერ წინ არის

განცხადებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ არ უნდა გამოიძიოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულები, პირდაპირ ეწინააღმდეგება მთავარ დემოკრატიულ პრინციპებს და ღირებულებებს, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს საქართველოს დასავლეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება და ქვეყნის ევროპასთან იტეგრაციის პროცესს ხელს არ შეუშლის.

"საჭიროა, ყველანი გამოძიების საბოლოო შედეგებს დაველოდოთ და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო დაადგენს ამა თუ იმ პირის დანაშაულეს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ პროცესის გამჭვირვალობას. ჩვენ ქვეყანაში რეალური დემოკრატიის მშენებლობა დავიწყეთ, ვართ სუვერენული სახელმწიფო, გვსურს ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, როგორიც არის თანამედროვე, განვითარებული ევროპული სახელმწიფოები. თუ ვაცხადებთ, რომ გვსურს თანამედროვე ევროპული ინსტუტების მშენებლობა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, კანონის უზენაესობის პრინციპები იქნება დაცული, მაშინ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, დაუსჯელობა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ქვეყანაში. ეს არის გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მთავარი მოწოდება, რომ საქართველოში დასრულდეს დაუსჯელობა და ყველა კანონის წინაშე იყოს თანასწორი. სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეიზდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო, არის აბსურდი. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას, ვერც ერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი და ყველაფერი ჯერჯერობით წინ არის", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა