პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 აგვისტოს დიცში "მსხვერპლშეწირვის რიტუალი" ჩატარდება - აქცია-პერფორმანსი ოკუპაციის ხაზთან
8 აგვისტოს დიცში "მსხვერპლშეწირვის რიტუალი" ჩატარდება - აქცია-პერფორმანსი ოკუპაციის ხაზთან

პა­რას­კევს, 8 აგ­ვის­ტოს გო­რის სო­ფელ დიც­ში რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლის ოკო­პა­ცი­ა­სა და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომის 6 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი იგეგ­მე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცია Facebook-ზე ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლებს ჩარ­თუ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. აქ­ცი­ის ინი­ცი­ა­ტო­რია გი­ორ­გი გა­გო­ში­ძე.

"მავ­თულხლარ­თებ­თან მი­ვი­ტანთ უნი­ტაზს, რო­მე­ლიც წი­თელ (საბ­ჭო­თა) გო­გოდ არის გა­და­კე­თე­ბუ­ლი. იდეა სიმ­ბო­ლუ­რია და მიზ­ნად ისა­ხავს დრა­კო­ნის­თვის გო­გოს მსხვერ­პლად შე­წირ­ვის ინ­სცე­ნი­რე­ბას, რაც ხში­რად გვხვდე­ბა მი­თო­ლო­გი­ა­სა და ზღაპ­რებ­ში. ამის შემ­დეგ, დრა­კო­ნი იღებს მო­სახ­ლე­ო­ბის ძღვენს და თავს ანე­ბებს სო­ფელს.

ასე­ვე უნი­ტა­ზი რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის სიმ­ბო­ლოა, ყვე­ლას გვახ­სოვს, რო­გორ მიჰ­ქონ­დათ ტან­კებ­ზე შე­მო­წყო­ბი­ლი პი­სუ­ა­რე­ბი ოკუ­პან­ტებს. ეს მე­ო­რა­დი მოხ­მა­რე­ბის უნი­ტა­ზე­ბი კარ­გად ასა­ხავს, რომ რუ­სებ­მა ჩვენ შე­იძ­ლე­ბა წაგ­ვარ­თვან ყვე­ლა­ზე არა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და არა ღი­რე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა, რა­საც შეგ­ვიძ­ლია შე­ვე­ლი­ოთ თუ დრა­კო­ნი შეგ­ვეშ­ვე­ბა.

ასე­ვე პი­სუ­ა­რი სა­გა­ნია, რომ­ლი­თაც მარ­სელ დუ­შამპმა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის კონ­ტრ-კულ­ტუ­რის სა­ძირ­კვე­ლი შექ­მნა გა­მო­ფი­ნა ის რა მო­მა­ში და და­არ­ქვა "შად­რე­ვა­ნი".

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩა­კე­ტილ­მა სის­ტე­მამ მთე­ლი რიგი ხე­ლოვ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბე­ბი დაბ­ლო­კა, რაც დუ­შამ­პის წა­მო­წყე­ბას მოყ­ვა. რუ­სე­თი დღე­საც აგ­რძე­ლებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რად დარ­ჩე­ნას, ამი­ტომ ეს უნი­ტა­ზი შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­საზ­როთ, რო­გორც და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლოც, რო­მელ­საც დღეს სა­ქარ­თვე­ლომ ფეხი აუ­წყო, რუ­სე­თი კი ცდი­ლობს წინა სა­უ­კუ­ნე­ში დარ­ჩე­ნას.

ერ­თგვა­რად ეს მსხვერ­პლშე­წირ­ვის რი­ტუ­ა­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს რუ­სე­თის ჩა­მორ­ჩე­ნას დრო­ში. მი­თო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტი­დან მავ­თულხლარ­თებ­თან და­ტო­ვე­ბუ­ლი უნი­ტა­ზი ჰგავს ტრო­ას ცხენს, რო­მელ­მაც უნდა მოგ­ვა­გე­ბი­ნოს ეს ომი, თუმ­ცა ბერ­ძნუ­ლი მი­თო­სი­დან გან­სხვა­ვე­ბით ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით უნდა მოხ­დეს.

პ.ს მსურ­ვე­ლებს გთხოვთ წა­მო­ი­ღოთ ერთი ხელი ძველ­მა­ნე­ბი, რად­გან პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც "გო­გოს" მავ­თულხლარ­თებ­თან მი­იყ­ვანს ზღაპ­რულ ხა­სი­ათს ატა­რებ­დეს", - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

იხი­ლეთ აქ­ცი­ის Facebook-გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

8 აგვისტოს დიცში "მსხვერპლშეწირვის რიტუალი" ჩატარდება - აქცია-პერფორმანსი ოკუპაციის ხაზთან

8 აგვისტოს დიცში "მსხვერპლშეწირვის რიტუალი" ჩატარდება - აქცია-პერფორმანსი ოკუპაციის ხაზთან

პარასკევს, 8 აგვისტოს გორის სოფელ დიცში რუსეთის მხრიდან საქართველო ტერიტორიების ნაწილის ოკოპაციასა და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი იგეგმება, - ინფორმაცია Facebook-ზე ვრცელდება, სადაც ინტერნეტ-მომხმარებლებს ჩართულობისკენ მოუწოდებენ. აქციის ინიციატორია გიორგი გაგოშიძე.

"მავთულხლართებთან მივიტანთ უნიტაზს, რომელიც წითელ (საბჭოთა) გოგოდ არის გადაკეთებული. იდეა სიმბოლურია და მიზნად ისახავს დრაკონისთვის გოგოს მსხვერპლად შეწირვის ინსცენირებას, რაც ხშირად გვხვდება მითოლოგიასა და ზღაპრებში. ამის შემდეგ, დრაკონი იღებს მოსახლეობის ძღვენს და თავს ანებებს სოფელს.

ასევე უნიტაზი რუსული ოკუპაციის სიმბოლოა, ყველას გვახსოვს, როგორ მიჰქონდათ ტანკებზე შემოწყობილი პისუარები ოკუპანტებს. ეს მეორადი მოხმარების უნიტაზები კარგად ასახავს, რომ რუსებმა ჩვენ შეიძლება წაგვართვან ყველაზე არა ინტელექტუალური და არა ღირებული სიმბოლიკა, რასაც შეგვიძლია შეველიოთ თუ დრაკონი შეგვეშვება.

ასევე პისუარი საგანია, რომლითაც მარსელ დუშამპმა მეოცე საუკუნის კონტრ-კულტურის საძირკველი შექმნა გამოფინა ის რა მომაში და დაარქვა "შადრევანი".

საბჭოთა კავშირის ჩაკეტილმა სისტემამ მთელი რიგი ხელოვნების მიმდინარეობებები დაბლოკა, რაც დუშამპის წამოწყებას მოყვა. რუსეთი დღესაც აგრძელებს საბჭოთა კავშირად დარჩენას, ამიტომ ეს უნიტაზი შეიძლება მოვისაზროთ, როგორც დასავლური კულტურის სიმბოლოც, რომელსაც დღეს საქართველომ ფეხი აუწყო, რუსეთი კი ცდილობს წინა საუკუნეში დარჩენას.

ერთგვარად ეს მსხვერპლშეწირვის რიტუალი განასახიერებს რუსეთის ჩამორჩენას დროში. მითოლოგიური ასპექტიდან მავთულხლართებთან დატოვებული უნიტაზი ჰგავს ტროას ცხენს, რომელმაც უნდა მოგვაგებინოს ეს ომი, თუმცა ბერძნული მითოსიდან განსხვავებით ეს მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

პ.ს მსურველებს გთხოვთ წამოიღოთ ერთი ხელი ძველმანები, რადგან პროცესია, რომელიც "გოგოს" მავთულხლართებთან მიიყვანს ზღაპრულ ხასიათს ატარებდეს", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

იხილეთ აქციის Facebook-გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია