პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია პარტნიორებმა იცოდნენ, პროცესი, რომელიც 2008 წელს საქართველოში დაიწყო, 2014-ში უკრაინაში გრძელდება
გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია პარტნიორებმა იცოდნენ, პროცესი, რომელიც 2008 წელს საქართველოში დაიწყო, 2014-ში უკრაინაში გრძელდება

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა იცოდ­ნენ ეს მე­სი­ჯი, რომ პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც და­ი­წყო 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გრძელ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში 2014 წელს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ამ­ბა­სა­დო­რი­ალ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის­თვის და ალ­ბათ, არა­მარ­ტო ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი­სათ­ვის, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რად, მსოფ­ლი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად შე­ირ­ყა და გა­მოც­დის წი­ნა­შე დად­გა. ჩვენ ვი­აზ­რებთ იმ პრო­ცესს, რო­მე­ლიც მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში 2014 წელს, რო­გორც უშუ­ა­ლო გაგ­რძე­ლე­ბას 2008 წლის მოვ­ლე­ნე­ბი­სა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს პო­ზი­ცია და ეს მე­სი­ჯი იცოდ­ნენ ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა, რომ ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც და­ი­წყო 2008 წელს, რე­ა­ლუ­რად გრძელ­დე­ბა 2014 წელს და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ მოხ­დეს ამ პრო­ცე­სე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცია და მშვი­დო­ბის ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა. ამ თვალ­საზ­რი­სით ხაზ­გა­სას­მე­ლია ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მართ და მე აქ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა ამ პო­ზი­ცი­ას, იმი­ტომ რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის მხო­ლოდ ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, არა­მედ ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან, ამა­ზე სა­უ­ბა­რი მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან. სა­ქარ­თვე­ლო აკე­თებს ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ კონ­სტრუქ­ცი­ულ კონ­ტექ­სტში გა­და­ი­ნაც­ვლოს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ შე­იც­ვა­ლოს პა­რა­დიგ­მა პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბის და ურ­თი­ერ­თო­ბა გა­და­ვი­დეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ჭრილ­ში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ეს პო­ზი­ცია ჩვენ აქ­ტი­უ­რად უნდა გა­ვაც­ნოთ ჩვენს პარტნი­ო­რებს.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ აჩ­ვე­ნა ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ რუ­სეთ­თან მხო­ლოდ კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა, მაგ­რამ ამო­სა­ვა­ლი ამ კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა არის ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია პარტნიორებმა იცოდნენ, პროცესი, რომელიც 2008 წელს საქართველოში დაიწყო, 2014-ში უკრაინაში გრძელდება

გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია პარტნიორებმა იცოდნენ, პროცესი, რომელიც 2008 წელს საქართველოში დაიწყო, 2014-ში უკრაინაში გრძელდება

მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ ეს მესიჯი, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, გრძელდება უკრაინაში 2014 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ბოლო წლის განმავლობაში, ჩვენი რეგიონისთვის და ალბათ, არამარტო ჩვენი რეგიონისათვის, არამედ გლობალურად, მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემები მნიშვნელოვანწილად შეირყა და გამოცდის წინაშე დადგა. ჩვენ ვიაზრებთ იმ პროცესს, რომელიც მოხდა უკრაინაში 2014 წელს, როგორც უშუალო გაგრძელებას 2008 წლის მოვლენებისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია და ეს მესიჯი იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ის პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს, რეალურად გრძელდება 2014 წელს და საქართველო ერთმნიშვნელოვნად მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროცესების სტაბილიზაცია და მშვიდობის ჭრილში გადაყვანა. ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ და მე აქ მინდა ხაზი გავუსვა ამ პოზიციას, იმიტომ რომ რუსეთთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობები, არამედ ეს არის ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ამაზე საუბარი მიმდინარეობს ყველა ქვეყანასთან. საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობამ კონსტრუქციულ კონტექსტში გადაინაცვლოს. ჩვენი მიზანია, რომ შეიცვალოს პარადიგმა პრივილეგირებული სფეროების და ურთიერთობა გადავიდეს თანამშრომლობის ჭრილში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ეს პოზიცია ჩვენ აქტიურად უნდა გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს.

მისივე თქმით, საქართველომ აჩვენა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომ რუსეთთან მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა, მაგრამ ამოსავალი ამ კეთილმეზობლური ურთიერთობებისა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა