Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - კონსტიტუციის დღევანდელ მოდელს დახვეწა სჭირდება
ირაკლი ღარიბაშვილი - კონსტიტუციის დღევანდელ მოდელს დახვეწა სჭირდება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოქ­მე­დი მო­დე­ლის გა­და­ხედ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც პრე­მი­ერ­მა სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" მიმ­დი­ნა­რე ამ­ბა­სა­დო­რი­ალ­ზე გა­ნა­ცხა­და , ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა.

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო იმ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­მაც ხელი შე­უ­წყო ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის და გა­აძ­ლი­ე­რა პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა, ბოლო დროს ნა­თა­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დღე­ვან­დე­ლი მო­დე­ლი სა­ჭი­რო­ებს გა­და­ხედ­ვას. სწო­რედ ამი­სათ­ვის შე­იქ­მნა სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია, რო­მე­ლიც გა­მო­ას­წო­რებს დღეს არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებს და გა­მო­რი­ცხავს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლი­სათ­ვის მორ­გე­ბულ დე­ბუ­ლე­ბებს. ქვე­ყა­ნას ბო­ლოს და ბო­ლოს ექ­ნე­ბა კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც ფარ­თო კონ­სენ­სუ­სის გზით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს რე­ფორ­მებს სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნი­თაც.

"ამ რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად სა­სა­მარ­თლო გა­თა­ვი­სუფ­ლდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წნე­ხი­სა­გან. ჩვენ მი­ვაღ­წევთ იმას, რომ სა­სა­მარ­თლოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღარ ერე­ვა. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაა, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იყოს გამჭვირ­ვა­ლე და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს მხა­რე­თა თა­ნას­წო­რო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, შე­უ­და­რე­ბე­ლი პროგ­რე­სია მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გაზ­რდის კუ­თხი­თაც.

"2014 წელს მე­დია თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­დექ­სით სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში 84-ე ად­გილ­ზეა, რი­თაც წინა წლის შე­დე­გი 16 ად­გი­ლით გა­უმ­ჯო­ბეს­და და რე­გი­ონ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე ვართ. ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმას, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია არის ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­ფუძ­ვე­ლი", - გან­მარ­ტა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებ­ზეც ისა­უბ­რა და ხაზი გა­უს­ვა, რომ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყო­ფი პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი.

"ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­მე­ორ­დეს ის გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა, წა­მე­ბა და და­ში­ნე­ბა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და, და რისი მომსწრე­ნიც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ყვე­ლა­ნი გავ­ხდით. ჩვენ უკვე გა­დავ­დგით ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ის, რომ დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცი­ხე­ებ­ში აღა­რა­ვის აწა­მე­ბენ და პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია, ძა­ლი­ან დიდი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ჩვე­ნი მთავ­რო­ბის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია. ყვე­ლას კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა გვერ­გო ამ კუ­თხით. ჩვენ ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შაო გავ­წი­ეთ ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. მი­ვი­ღეთ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი, უკვე გვაქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მა­ღალ სტან­დარ­ტებს ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ირაკლი ღარიბაშვილი - კონსტიტუციის დღევანდელ მოდელს დახვეწა სჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილი - კონსტიტუციის დღევანდელ მოდელს დახვეწა სჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციის მოქმედი მოდელის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც პრემიერმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ამბასადორიალზე განაცხადა , ამის აუცილებლობა ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა.

"განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელმაც ხელი შეუწყო ბალანსის აღდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და გააძლიერა პარლამენტის უფლებამოსილებები. თუმცა, ბოლო დროს ნათალად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი საჭიროებს გადახედვას. სწორედ ამისათვის შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზებს და გამორიცხავს კონკრეტული პოლიტიკური ძალისათვის მორგებულ დებულებებს. ქვეყანას ბოლოს და ბოლოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო კონსენსუსის გზით იქნება მიღებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, ხელისუფლება ახორციელებს რეფორმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნითაც.

"ამ რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლების წნეხისაგან. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლება აღარ ერევა. ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ სასამართლო პროცესი იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იყოს მხარეთა თანასწორობის მაღალი ხარისხი", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის შეფასებით, შეუდარებელი პროგრესია მედიის თავისუფლების გაზრდის კუთხითაც.

"2014 წელს მედია თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 84-ე ადგილზეა, რითაც წინა წლის შედეგი 16 ადგილით გაუმჯობესდა და რეგიონში პირველ ადგილზე ვართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, ვინაიდან სწორედ თავისუფალი მედია არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი", - განმარტა ღარიბაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარემ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის განხორციელების შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განმეორდეს ის განუკითხაობა, წამება და დაშინება, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, და რისი მომსწრენიც, სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი გავხდით. ჩვენ უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ციხეებში აღარავის აწამებენ და პატიმართა უფლებები დაცულია, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებების კუთხით. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორი მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ კუთხით. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ ვითარების გამოსასწორებლად. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, უკვე გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველაზე მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა