პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დარჩება თუ არა ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი სერიალში
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დარჩება თუ არა ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი სერიალში

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი - პო­ლი­ტი­კო­სი ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა, ისე­ვე რო­გორც ამ სე­რი­ა­ლის სხვა გმი­რე­ბი, შე­იყ­ვა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ კა­ტე­გო­რი­ის (მა­ტყუ­ა­რა, ყალ­ბი) ტი­პა­ჟე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც სიმ­პა­თი­ას არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ, ცოტ­ნეს სწყა­ლო­ბენ... მოკ­ლედ, მას გა­უ­მარ­თლა, ეს კი მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა... მაგ­რამ სე­რი­ა­ლის ავ­ტო­რებ­მა, სე­ზო­ნის და­სას­რულს, ცოტ­ნე პერ­სო­ნაჟს პო­ლი­ტი­კა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს... დიახ, მას მუდ­მი­ვად თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა მოჰ­ბეზ­რდა და პო­ლი­ტი­კი­დან სკან­და­ლუ­რად წა­ვი­და.

Ambebi.ge გი­ორ­გის შე­ეხ­მი­ა­ნა და მის პერ­სო­ნაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე კი­თხვით მი­მარ­თა.

- გი­ორ­გი, შემ­დე­გი სე­ზო­ნის­თვის შენი პერ­სო­ნა­ჟი სე­რი­ალ­ში დარ­ჩე­ბა თუ არა?

- არ ვიცი, ამის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს და თან, დარ­წმუ­ნებ­ლიც არ ვარ, დარ­ჩე­ბა თუ არა. ისე­ვე რო­გორც არ ვი­ცით ხოლ­მე შემ­დეგ სე­რი­ებ­ში რა მოხ­დე­ბა... რო­დე­საც პრო­ექ­ტი ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ნახ­ლდე­ბა, ალ­ბათ ყვე­ლა­ფერს მა­შინ შე­ვი­ტყობთ.

- ჩემი ვა­რა­უ­დით, უნდა დარ­ჩეს იმ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მა­ყუ­რებ­ლის სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რად­გა­ნაც შენი პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რე­ბელს უყ­ვარს... ისე, ამ როლ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თი როლი გაქვს თე­ატ­რში ნა­თა­მა­შე­ვი, რა მო­გი­ტა­ნა?

- ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს როლი, - ჯერ ერთი პირ­ვე­ლი სა­ეკ­რა­ნო სე­რი­ო­ზუ­ლი როლი იყო. მა­ნა­მა­დე მე­მონ­ტა­ჟე კი ვი­თა­მა­შე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ფილმში, მაგ­რამ ასე ხან­გრძლი­ვად არა­ფე­რი მი­თა­მა­შია. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რო­გორ მი­ი­ღებ­და მას მა­ყუ­რე­ბე­ლი და იმა­საც, რო­გორც გა­დავ­წყვი­ტე, ამ რო­ლის გა­კე­თე­ბა. ყვე­ლა­ფერს იმ პრინ­ცი­პით მი­ვუ­დე­ქი, რაც თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვის­წავ­ლე. მი­ხა­რია, რომ მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და როცა გა­ნი­ხი­ლა­ვენ ხოლ­მე ამ გმირს, მას­ზე ძი­რი­თა­დად კარ­გს ამ­ბო­ბენ. ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა...

- გა­სა­გე­ბია, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ორ­ში გა­მოჩ­ნდი და გა­გიც­ნეს, პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი. მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ შე­გიყ­ვა­რეს. ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლე­ბის და­პყრო­ბა რო­გორ შე­ძე­ლი?

- სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ამის რე­ცეპ­ტი არც არ­სე­ობს... ერ­თა­დერ­თი, რაც ვიცი, ის არის, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ისე მი­ვუ­დე­ქი, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს! როცა როლ­ზე ამიყ­ვა­ნეს, მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც სე­რი­ალ­ში ზაზს როლს ას­რუ­ლებს, მი­თხრა, - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როლ­ზე რო­გორ და­ი­წყებ მუ­შა­ო­ბას. რო­გორც ჰამ­ლე­ტის მო­ნო­ლოგ­ზე იმუ­შა­ვებ­დი, ისე იმოქ­მე­დეო. ხში­რად სე­რი­ალს, რო­გორც და­ბა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქტს, ისე გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მაგ­რამ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ამ სტე­რე­ო­ტიპს არ ამარ­თლებს, ძა­ლი­ან კარ­გი პრო­დუქ­ტია და მი­ხა­რია, რომ მის შექ­მნა­ში მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ. მოკ­ლედ, მე­გობ­რის რჩე­ვა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და მგო­ნი, ცუდი შე­დე­გი არ მიგ­ვი­ღია.

- ვი­საც თა­მა­შობ (პო­ლი­ტი­კო­სი - ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლი) ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი რა ემო­ცი­ას იწ­ვე­ვენ შენ­ში?

- სა­ერ­თოდ, მა­ღი­ზი­ა­ნებს ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ყალ­ბე, ფა­რი­სევ­ლო­ბა და ტყუ­ი­ლი. ასეთ ტი­პა­ჟებ­თან ვერ ვურ­თი­ერ­თობ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს წრე­ში ისი­ნი არც არი­ან. მით უფრო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი. ალ­ბათ მათ შო­რის ისე­თე­ბიც არი­ან, ვი­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გი უნდთ, მაგ­რამ ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვთქვი და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, - ის ვინც, ტყუ­ი­ლის გზას აირ­ჩევს, ამას სა­ბო­ლო­ოდ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნოს. არ შე­იძ­ლე­ბა რომ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი და­ან­გრიო და შენ­ვე არ მოჰ­ყვე იმ ნან­გრე­ვებ­ში. პრინ­ციპ­ში, ცოტ­ნეს რაც სჭირს, ღირ­სია, მაგ­რამ მე­ცო­დე­ბა, რად­გა­ნაც მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს ვიც­ნობ. ზო­გა­დად რო­გო­რი ტი­პა­ჟიც არის, ასე­თი ვერ არის კა­რი­ე­რა­ში, პი­რად­ში და ა.შ. რა­და­გა­ნაც ყველ­გან იტყუ­ე­ბა. სამ­სა­ხურ­შია და (პო­ლი­ტი­კა) ინ­ტრი­გე­ბით არის სავ­სე, ცოლ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც ვხე­დავთ, ქალი გა­ი­ჩი­ნა იმ მიზ­ნით, რომ იქ­ნებ ამით რე­ა­ლაქ­სა­ცია მი­ი­ღოს, მაგ­რამ იქაც იმ­დე­ნი ინ­ტრი­გა და ტყუ­ი­ლი დახ­ვდა, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ ვერ­სად ვერ არ რის ისე­თი, რო­გორც სა­კუ­თარ თავ­თან. რამ­დენ­ჯერ­მე მარ­ტო რომ დარ­ჩა, კარ­გად გა­მოჩ­ნდა მისი ხა­სი­ა­თის სხვა შტრი­ხე­ბი. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნუ­რად ცო­დოა, მაგ­რამ ტყუ­ი­ლის გზა აირ­ჩია და იღებს იმას, რაც და­იმ­სა­ხუ­რა.

- რას გვე­ტყვი სა­ზა­ფხუ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. რო­დის და რო­გორ აპი­რებ დას­ვე­ნე­ბას?

- ჯერ კი­დევ ბევ­რი საქ­მე მაქვს. ალ­ბათ აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბის­თვის მო­ვიც­ლი და მე­უ­ღეს­თან ერ­თად, სად­მე წა­ვალთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, რაც ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ, არ­სად ვყო­ფი­ვართ. ქა­ლა­ქი­დან მხო­ლოდ ერთი-ორ­დღი­ა­ნი გას­ვლე­ბი თუ გვქონ­და.

- აბა,"თაფ­ლო­ბის თვე" აგ­ვის­ტო­ში გექ­ნე­ბათ...

- კი ბა­ტო­ნო, ასეა (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დარჩება თუ არა ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი სერიალში

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დარჩება თუ არა ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი სერიალში

"ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟი - პოლიტიკოსი ცოტნე ცოტაშვილი მაყურებელმა, ისევე როგორც ამ სერიალის სხვა გმირები, შეიყვარა. მიუხედავად იმისა, რომ იმ კატეგორიის (მატყუარა, ყალბი) ტიპაჟები საზოგადოებაში მაინცდამაინც სიმპათიას არ იმსახურებენ, ცოტნეს სწყალობენ... მოკლედ, მას გაუმართლა, ეს კი მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის დამსახურებაა...  მაგრამ სერიალის ავტორებმა, სეზონის დასასრულს, ცოტნე პერსონაჟს პოლიტიკა დაატოვებინეს... დიახ, მას მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ცხოვრება მოჰბეზრდა და პოლიტიკიდან სკანდალურად წავიდა.

Ambebi.ge გიორგის შეეხმიანა და მის პერსონაჟთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართა.

- გიორგი, შემდეგი სეზონისთვის შენი პერსონაჟი სერიალში დარჩება თუ არა?

- არ ვიცი, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და თან, დარწმუნებლიც არ ვარ, დარჩება თუ არა. ისევე როგორც არ ვიცით ხოლმე შემდეგ სერიებში რა მოხდება... როდესაც პროექტი ოქტომბერში განახლდება, ალბათ ყველაფერს მაშინ შევიტყობთ.

- ჩემი ვარაუდით, უნდა დარჩეს იმ მრავალრიცხოვანი მაყურებლის სურვილის გათვალისწინებით, რადგანაც შენი პერსონაჟი მაყურებელს უყვარს... ისე, ამ როლმა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი გაქვს თეატრში ნათამაშევი, რა მოგიტანა?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს როლი, - ჯერ ერთი პირველი საეკრანო სერიოზული როლი იყო. მანამადე მემონტაჟე კი ვითამაშე "ჩემი ცოლის დაქალების" ფილმში, მაგრამ ასე ხანგრძლივად არაფერი მითამაშია. ასევე საინტერესო იყო, როგორ მიიღებდა მას მაყურებელი და იმასაც, როგორც გადავწყვიტე, ამ როლის გაკეთება. ყველაფერს იმ პრინციპით მივუდექი, რაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვისწავლე. მიხარია, რომ მოწონება დაიმსახურა და როცა განიხილავენ ხოლმე ამ გმირს, მასზე ძირითადად კარგს ამბობენ. ეს სასიამოვნოა...

- გასაგებია, რომ ტელევიზიორში გამოჩნდი და გაგიცნეს, პოპულარული გახდი. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეგიყვარეს. ადამიანების გულების დაპყრობა როგორ შეძელი?

- სიმართლე რომ გითხრათ, ამის რეცეპტი არც არსეობს... ერთადერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ ამ ყველაფერს ისე მივუდექი, როგორც მნიშვნელოვან საქმეს! როცა როლზე ამიყვანეს, მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა, ჩემმა მეგობარმა, რომელიც სერიალში ზაზს როლს ასრულებს, მითხრა, - მნიშვნელოვანია, როლზე როგორ დაიწყებ მუშაობას. როგორც ჰამლეტის მონოლოგზე იმუშავებდი, ისე იმოქმედეო. ხშირად სერიალს, როგორც დაბალი ხარისხის პროდუქტს, ისე განიხილავენ, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალები" ამ სტერეოტიპს არ ამართლებს, ძალიან კარგი პროდუქტია და მიხარია, რომ მის შექმნაში მეც ვმონაწილეობ. მოკლედ, მეგობრის რჩევა გავითვალისწინე და მგონი, ცუდი შედეგი არ მიგვიღია.

- ვისაც თამაშობ (პოლიტიკოსი - ცოტნე ცოტაშვილი) ასეთი ადამიანები რა ემოციას იწვევენ შენში?

- საერთოდ, მაღიზიანებს ყველანაირი სიყალბე, ფარისევლობა და ტყუილი. ასეთ ტიპაჟებთან ვერ ვურთიერთობ. შესაბამისად, ჩემს წრეში ისინი არც არიან. მით უფრო პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები. ალბათ მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდთ, მაგრამ ერთ ინტერვიუში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, - ის ვინც, ტყუილის გზას აირჩევს, ამას საბოლოოდ გაემართლებინოს. არ შეიძლება რომ გარშემო ყველაფერი დაანგრიო და შენვე არ მოჰყვე იმ ნანგრევებში. პრინციპში, ცოტნეს რაც სჭირს, ღირსია, მაგრამ მეცოდება, რადგანაც მის შინაგან სამყაროს ვიცნობ. ზოგადად როგორი ტიპაჟიც არის, ასეთი ვერ არის კარიერაში, პირადში და ა.შ. რადაგანაც ყველგან იტყუება. სამსახურშია და (პოლიტიკა) ინტრიგებით არის სავსე, ცოლთან ურთიერთობასაც ვხედავთ, ქალი გაიჩინა იმ მიზნით, რომ იქნებ ამით რეალაქსაცია მიიღოს, მაგრამ იქაც იმდენი ინტრიგა და ტყუილი დახვდა, რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ვერსად ვერ არ რის ისეთი, როგორც საკუთარ თავთან. რამდენჯერმე მარტო რომ დარჩა, კარგად გამოჩნდა მისი ხასიათის სხვა შტრიხები. ამიტომ ადამიანურად ცოდოა, მაგრამ ტყუილის გზა აირჩია და იღებს იმას, რაც დაიმსახურა.

- რას გვეტყვი საზაფხულო გეგმების შესახებ. როდის და როგორ აპირებ დასვენებას?

- ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს. ალბათ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის მოვიცლი და მეუღესთან ერთად, სადმე წავალთ. ფაქტობრივად, რაც ჯვარი დავიწერეთ, არსად ვყოფივართ. ქალაქიდან მხოლოდ ერთი-ორდღიანი გასვლები თუ გვქონდა.

- აბა,"თაფლობის თვე" აგვისტოში გექნებათ...

- კი ბატონო, ასეა (სიცილით ამბობს)...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება