პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის დღემდე უცნობ დეტალებზე ვალერი გელბახიანი ალაპარაკდა
ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის დღემდე უცნობ დეტალებზე ვალერი გელბახიანი ალაპარაკდა

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იგეგ­მე­ბო­და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცია და 2006 წელს ლონ­დონ­ში ბიზ­ნეს­მე­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის და­სად­გე­ნად სა­ქარ­თვე­ლო­დან 4 ოპერ­მუ­შა­კი ჩა­ვი­და, - ამის შეს­ხებ გელ­ბა­ხი­ან­მა "ტე­ლე­ი­მე­დის" გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მე 7 წე­ლია ვე­ლო­დე­ბი, რო­დის და­ი­წყე­ბო­და ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა. მად­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მო­კი­და ამ საქ­მეს ხელი და მად­ლო­ბა მე­დი­ას, რომ აშუ­ქე­ბენ. შუ­ა­მა­ვა­ლი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან არ ვყო­ფილ­ვარ. მე ვი­ყა­ვი მისი თა­ნა­მო­აზ­რეც და თა­ნა­მო­ნა­წი­ლეც. შუ­ა­მა­ვა­ლი ცოტა სხვა ცნე­ბაა. ჩვენ ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვღე­ბუ­ლობ­დით შე­თან­ხმე­ბით. ჩვენ ახლა ავ­ყე­ვით კო­დუ­ას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს", - აღ­ნიშ­ნა ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იგეგ­მე­ბო­და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცია ლონ­დონ­ში.

"მა­ნამ­დე, 2006 წლის ბო­ლოს ლონ­დონ­ში ჩა­ვი­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 4 ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­თაც და­ად­გი­ნეს ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი. ამის შე­სა­ხებ მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია ბა­ტონ­მა ბად­რიმ და შე­ვი­და გა­ნა­ცხა­დი "სკოტ­ლანდ იარ­დში", რომ ესე­ნი იყ­ვნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სტა­ტუ­სი დრო­ე­ბით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და სი­ნამ­დვი­ლე­ში ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ ლიკ­ვი­და­ცი­ის გეგ­მას. რო­დე­საც დად­გინ­და ეს მარ­შრუ­ტე­ბი, ამის შემ­დეგ მო­ი­ძებ­ნა ქი­ლე­რი. ეს ინ­ფორ­მა­ცია დღემ­დე უცხოა ქარ­თუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ინ­გლი­სის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ერკლე კო­დუა "ზღაპ­რებს ჰყვე­ბა" და ჩა­ნა­წე­რი სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვად პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის დღემდე უცნობ დეტალებზე ვალერი გელბახიანი ალაპარაკდა

ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის დღემდე უცნობ დეტალებზე ვალერი გელბახიანი ალაპარაკდა

ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი უფროსის ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების მიერ იგეგმებოდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია და 2006 წელს ლონდონში ბიზნესმენის გადაადგილების მარშრუტის დასადგენად საქართველოდან 4 ოპერმუშაკი ჩავიდა, - ამის შესხებ გელბახიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.

"მე 7 წელია ველოდები, როდის დაიწყებოდა ამ საქმის გამოძიება. მადლობა ხელისუფლებას, რომ მოკიდა ამ საქმეს ხელი და მადლობა მედიას, რომ აშუქებენ. შუამავალი ბადრი პატარკაციშვილთან არ ვყოფილვარ. მე ვიყავი მისი თანამოაზრეც და თანამონაწილეც. შუამავალი ცოტა სხვა ცნებაა. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვღებულობდით შეთანხმებით. ჩვენ ახლა ავყევით კოდუას მიერ გაკეთებულ განცხადებებს", - აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იგეგმებოდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია ლონდონში.

"მანამდე, 2006 წლის ბოლოს ლონდონში ჩავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ოპერატიული თანამშრომელი, რომელთაც დაადგინეს ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტები. ამის შესახებ მიიღო ინფორმაცია ბატონმა ბადრიმ და შევიდა განაცხადი "სკოტლანდ იარდში", რომ ესენი იყვნენ ოფიციალურად სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელთაც ჰქონდათ საქართველოს საელჩოს დიპლომატიური სტატუსი დროებით მინიჭებული და სინამდვილეში ემსახურებოდნენ ლიკვიდაციის გეგმას. როდესაც დადგინდა ეს მარშრუტები, ამის შემდეგ მოიძებნა ქილერი. ეს ინფორმაცია დღემდე უცხოა ქართული საგამოძიებო ორგანოებისთვის, თუმცა ცნობილია ინგლისის სამართალდამცველი ორგანოებისთვის", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მისივე ინფორმაციით, სოდ-ის ყოფილი უფროსი ერკლე კოდუა "ზღაპრებს ჰყვება" და ჩანაწერი სინამდვილეში თავად პატარკაციშვილმა გააკეთა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ