უკრაინის საზღვართან რუსეთმა 34 ერთეული სამხედრო ჯავშანტექნიკა და "სამშვიდობოები" განათავსა. "უნიანის" ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო იუწყება.
უწყებაში აღნიშნეს, რომ რუსეთი ცოცხალ ძალასა და ტექნიკას აგროვებს რუსეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს. კონკრეტულად კი, კურსკის ოლქის ბელოვსკისა და სუჯანსკის რაიონებში, სადაც გადასროლილია რუსეთის შეიარაღებული ძალების სავერტმფრენო ქვედანაყოფები.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 34 ერთეულ სამხედრო ტექნიკაზე გამოსახულია რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების სიმბოლიკა.