საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მანანა ბერიკაშვილის თანამდებობაზე დაბრუნებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.
"გივიმ დაურეკა ივანიშვილს;
ივანიშვილმა - ღარიბაშვილს;
ღარიბაშვილმა - გიორგაძეს.
ეს ისე...
ხოლო რაც შეეხება ქ-ნ მანანა ბერიკაშვილს, იგი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით დარჩა თანამდებობაზე", - წერს ხაჩიზე.
მანანა ბერიკაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდა.
შეგახენებთ, 23 ივლისს კულტურის მინისტრის სამივე მოადგილე, ალექსანდრე მარგიშვილი, მანანა ბერიკაშვილი და ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მიხეილ გიორგაძემ შეცვალა.