მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღია წერილი, რიმელსაც ადრესატი ვეღარასოდეს წაიკითხავს...
ღია წერილი, რიმელსაც ადრესატი ვეღარასოდეს წაიკითხავს...

ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია ოთო გურ­გე­ნიშ­ვილს ღია წე­რი­ლით ემ­შვი­დო­ბე­ბა.

"ჩემო უმრწმე­სო და ცო­ცხლად უნა­ხა­ვო, მაგ­რამ უკვე ლე­გენ­და­რუ­ლო და სა­ა­მა­ყო მოვ­ლე­ნად ქცე­უ­ლო, ღირ­სე­უ­ლო მა­მუ­ლიშ­ვი­ლო და სუ­ლი­ე­რი სი­მაღ­ლის თვალ­შე­უდ­გა­მო და "ნათ­ლის გვირ­გვი­ნით მო­სი­ლო" ჭეშ­მა­რი­ტო რა­ინ­დო, ჩემო ძვრფა­სო და აწ უკვე მა­რა­დი­უ­ლო­ბის ბი­ნა­და­რო, ოთო!

დღეს შა­ბა­თია, 2 აგ­ვის­ტო. უკვე ჩა­მობ­ნელ­და კი­დეც. ეს წუ­თია, რუს­თა­ვი­დან დავ­ბრუნ­დი. მე დღეს იქ ჩა­ვე­დი ერ­თდრო­უ­ლად - შენს სა­ნა­ხავდ და შენ­თან სა­მუ­და­მოდ და­სამ­შვი­დო­ბებ­ლად. ასე­თი რამ, ალ­ბათ, უიშ­ვი­ა­თე­სად ხდე­ბა, როცა ახალ­გაზ­რდა კა­ცის გას­ვე­ნე­ბა­ში მი­სულ მის ვირ­ტუ­ა­ლურ მე­გო­ბარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას იგი ცო­ცხლად არა­სო­დეს უნა­ხავს და, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მის და­კარ­გვას გა­ნიც­დის რო­გორც უახ­ლო­ეს ადა­მი­ან­თან სა­მუ­და­მო გან­შო­რე­ბას... შენ ეს სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნე...და ჩვენ იქ მო­ვე­დით არამ­ხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ შენ გა­სა­ო­ცა­რი გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნე (თუმ­ცა ასე­თე­ბიც ბევ­რნი იყ­ვნენ), არა­მედ ჩვენ გა­მო­ვე­თხო­ვეთ უძ­ვირ­ფა­სეს მე­გო­ბარს, უახ­ლო­ეს ადა­მი­ან­სა და თა­ნა­მო­აზ­რეს, რომ­ლის ფი­ზი­კუ­რად ხილ­ვა უკუღ­მარ­თმა ბედ­მა არ დაგ­ვა­ცა­ლა...

ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მე შენი სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბელ ტრა­პეზ­ზე დავ­ჯდე­ბო­დი, მაგ­რამ შენი მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით მე იქ მოვ­ხვდი. ოთო! შენ იცი, რომ მე ასა­კით შენ­ზე სამ­ჯერ უფ­რო­სი ვარ, მაგ­რამ ამ ხნის კაცს თუ ე.წ. "ქელე­ხის სუფ­რა" გა­მა­ო­ცებ­და, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი და ეს მე­ო­რე სას­წა­უ­ლიც შენ მო­ახ­დი­ნე: ერ­თდრო­უ­ლად ამ­დე­ნი ცრემ­ლი, ასე­თი სი­ჩუ­მე და ამ­დე­ნი ტაში გა­მა­ოგ­ნე­ბელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და. ეს იყო არა შენი ქელე­ხი, არა­მედ შენი პო­ე­ზი­ის, შენ­და­მი მი­ძღვნი­ლი პო­ე­ზი­ის ცრემ­ლი­ან სა­ღა­მო, რო­მელ­საც იმ მოყ­მის დე­დაც ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­საც ამა­ყად შე­უძ­ლია თქვს: "ერთ შვილ ხომ მა­ინც გავ­ზარ­დე ვე­ფხვებ­თან მე­ო­მა­რია"... ამი­ტო­მაც გა­ის­მა სუფ­რა­ზე შენი დე­დი­კოს მი­სა­მარ­თით ვა­ჟას სი­ტყვე­ბი: "ლა­მა­ზად შვი­ლის გამ­ზრდე­ლი დედა მიც­ვნია ღმერ­თა­და"... ცხა­დია, არც ის ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვი­თი, რომ ბა­ტონ­მა სუფ­რის თა­მა­დამ გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და იო­სებ ჟორ­და­ნი­ას წმინ­და სუ­ლე­ბიც მო­იხ­სე­ნია, რო­გორც შენ მიერ და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ო­ცა­რი ანა­ლო­გე­ბი - სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­კუ­თა­რის უყოყ­მა­ნოდ გა­წირ­ვი­სა. ბედ­ნი­ე­რია ერი, რო­მელ­საც ასე­თი შვი­ლე­ბი ჰყავს. იქ­ნებ არც ისაა შემ­თხვე­ვი­თი, რომ სწო­რედ იმ წელს, რო­გორც ეს ბა­ტონ­მა თე­მურ შა­ში­აშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა (სხვა­თა შო­რის, შენ პი­რა­დად არც ბა­ტო­ნი თე­მუ­რი გიც­ნობ­და და ასე­თე­ბი დღეს იქ, რო­გორც ზე­მო­თაც აღ­ვნიშ­ნე, ბევ­რნი იყ­ვნენ), როცა შენ ამ­ქვეყ­ნი­ე­რე­ბას მო­ევ­ლი­ნე, აფხა­ზეთ­ში გმი­რუ­ლად აღეს­რუ­ლა ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა. დიახ! ეს იყო 21 წლის წინ! და აი, 21 წლის შემ­დეგ ქ. რუს­თავ­ში კი­დევ ერთი გმი­რი და­ი­ბა­და, რო­მელ­მაც, ჩვენ­და სა­ვა­ლა­ლოდ, მხო­ლოდ 21 წელი იცო­ცხლა და მა­რა­დი­ულ სა­სუ­ფე­ველ­ში და­იმ­კვიდ­რა ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი... შენ ეს შეს­ძე­ლი, ჩემო ოთო, იმი­ტო­მაც, რომ შენ ასე­თი იყა­ვი, შენ სხვაგ­ვა­რად მოქ­ცე­ვა, უბ­რა­ლოდ, არ შე­გეძ­ლო. მე და შენ­მა მე­გობ­რებ­მა დღეს პი­რო­ბა მი­ვე­ცით ერ­თმა­ნეთს, რომ შენს სა­ხელ­სა და ღირ­სე­ბას თვა­ლის­ჩი­ნი­ვით გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით. ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა, როცა გა­ვი­გე, რომ მათ ჩვე­ნი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ იცოდ­ნენ...ისიც მი­თხრეს, თუ რო­გორ აპი­რებ­დი შენ ჩემ­თვის გა­გეც­ნო "მე­ცა­მე­ტე თვის პო­ე­ტე­ბი" - მარ­თლა კარ­გი ქარ­თვე­ლი ყმაწ­ვი­ლე­ბი. შენი სა­ხე­ლით ჩვენ დავ­მე­გობ­რდე­ბით. ვაგ­ლახ, რომ ეს უშე­ნოდ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შენი სული ჩვენ არ მიგ­ვა­ტო­ვებს!!!... ვიცი, რო­გორ გა­გა­ხა­რებ­და იმის შე­ტყო­ბაც, რომ მე და შენ, თურ­მე, ნა­თე­სა­უ­რი ძა­ფე­ბიც კი გვა­კავ­ში­რე­და, რის შე­სა­ხე­ბაც მე მხო­ლოდ გუ­შინ გა­ვი­გე. იცი, ოთო, ჩემი მე­უღ­ლის ბე­ბია (დე­დის მხრი­დან) შენი მოგ­ვა­რე იყო და გუ­შინ, როცა მე შენს მშობ­ლი­ურ ვე­ლის­ცი­ხე­ში დავ­რე­კე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შენს ჭი­რი­სუ­ფალ­თა შო­რის რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვიც იმ­დუღ­რე­ბო­და ცხა­რე ცრემ­ლე­ბით... მაგ­რამ აქვე გა­მო­ტე­ხი­ლად გე­ტყვი, ეს შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ო­ბა რა მო­სა­ტა­ნია იმას­თან, თუ რო­გო­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რი და ნა­თე­სა­ვი გახ­დი შენ ჩემ­თვის ამ ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი გახ­ში­რე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გად. ჩვენ ხომ "იმ ავ­ბე­დი­თი დღის" წინა დღეს, 29 ივ­ლისს 13.44 სა­ათ­ზე და­ვემ­შვი­დო­ბეთ ერ­თმა­ნეთს და შენი უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი იყო: "გმად­ლობთ, ბა­ტო­ნო ლე­ვან!". მე­ო­რე დღეს კი ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და! ახლა მე გე­უბ­ნე­ბი, ჩემო ოთო: დიდი მად­ლო­ბა შენ, რომ იყა­ვი ამ­ქვეყ­ნად! დიდი მად­ლო­ბა შენს გამ­ზრდელ დე­დას! დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­ნაც კი შენი გმი­რო­ბა გა­ი­აზ­რა და გა­ი­სიგ­რძე­გა­ნა. დღეს ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ეზო­ში, სა­დაც შენი ცხე­და­რი ეს­ვე­ნა, თბი­ლი­სი­დან ჩა­სულ რამ­დენ­სა­მე კაცს მოგ­ვი­ახ­ლოვ­დნენ რუს­თა­ვის მერი და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და ქა­ლა­ქის სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გვი­თხრეს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ რუს­თა­ვი ამა­ყობს შე­ნით. მე კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გავა დრო და, შე­ნით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო ია­მა­ყებს. და­სას­რულ, ისიც მინ­და გი­თხრა, რომ დღეს ჩემი ნა­ბო­ლა­რა ძის - ლუ­კას და­ბა­დე­ბის დღეა. მას 19 წელი შე­უს­რულ­და. წე­სით ახლა ჩემ ოჯახ­ში სალ­ხი­ნო სუფ­რა უნდა იყოს გაშ­ლი­ლი, მაგ­რამ დღეს ეს სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლია. დღეს შენი დღეა და შენ­თვის დაღ­ვრი­ლი ცრემ­ლი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნის მო­რი­გი დღე­ო­ბა და ის ამას , რა თქმა უნდა, გა­გე­ბით ეკი­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც მე მინ­და ვი­ნატ­რო ჩემი შვი­ლის­თვი­საც და სხვა ქარ­თვე­ლი ყმაწ­ვი­ლე­ბის­თვი­საც, ისაა, რომ, დაე, მათ შეძ­ლონ შენი სუ­ლი­ე­რი სი­მაღ­ლი­სათ­ვის თვა­ლის შეწვდე­ნა და შენ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტი გმი­რო­ბის გა­აზ­რე­ბა. ... მშვი­დო­ბით, ჩემო პა­ტა­რა მე­გო­ბა­რო და უკვე დი­ა­დო რა­ინ­დო. "დი­დე­ბა ერსა შენს მშო­ბელს და ძეგ­ლად სა­მა­რა­დი­სოდ ნე­ტარხსე­ნე­ბა ამ სო­ფელს"...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ღია წერილი, რიმელსაც ადრესატი ვეღარასოდეს წაიკითხავს...

ღია წერილი, რიმელსაც ადრესატი ვეღარასოდეს წაიკითხავს...

ლევან ღვინჯილია ოთო გურგენიშვილს ღია წერილით ემშვიდობება.

"ჩემო უმრწმესო და ცოცხლად უნახავო, მაგრამ უკვე ლეგენდარულო და საამაყო მოვლენად ქცეულო, ღირსეულო მამულიშვილო და სულიერი სიმაღლის თვალშეუდგამო და "ნათლის გვირგვინით მოსილო" ჭეშმარიტო რაინდო, ჩემო ძვრფასო და აწ უკვე მარადიულობის ბინადარო, ოთო!

დღეს შაბათია, 2 აგვისტო. უკვე ჩამობნელდა კიდეც. ეს წუთია, რუსთავიდან დავბრუნდი. მე დღეს იქ ჩავედი ერთდროულად - შენს სანახავდ და შენთან სამუდამოდ დასამშვიდობებლად. ასეთი რამ, ალბათ, უიშვიათესად ხდება, როცა ახალგაზრდა კაცის გასვენებაში მისულ მის ვირტუალურ მეგობართა უმრავლესობას იგი ცოცხლად არასოდეს უნახავს და, ამის მიუხედავად, მის დაკარგვას განიცდის როგორც უახლოეს ადამიანთან სამუდამო განშორებას... შენ ეს სასწაული მოახდინე...და ჩვენ იქ მოვედით არამხოლოდ იმიტომ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ შენ გასაოცარი გმირობა ჩაიდინე (თუმცა ასეთებიც ბევრნი იყვნენ), არამედ ჩვენ გამოვეთხოვეთ უძვირფასეს მეგობარს, უახლოეს ადამიანსა და თანამოაზრეს, რომლის ფიზიკურად ხილვა უკუღმართმა ბედმა არ დაგვაცალა...

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მე შენი სულის მოსახსენებელ ტრაპეზზე დავჯდებოდი, მაგრამ შენი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მე იქ მოვხვდი. ოთო! შენ იცი, რომ მე ასაკით შენზე სამჯერ უფროსი ვარ, მაგრამ ამ ხნის კაცს თუ ე.წ. "ქელეხის სუფრა" გამაოცებდა, ვერც კი წარმოვიდგენდი და ეს მეორე სასწაულიც შენ მოახდინე: ერთდროულად ამდენი ცრემლი, ასეთი სიჩუმე და ამდენი ტაში გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენდა. ეს იყო არა შენი ქელეხი, არამედ შენი პოეზიის, შენდამი მიძღვნილი პოეზიის ცრემლიან საღამო, რომელსაც იმ მოყმის დედაც ესწრებოდა, რომელსაც ამაყად შეუძლია თქვს: "ერთ შვილ ხომ მაინც გავზარდე ვეფხვებთან მეომარია"... ამიტომაც გაისმა სუფრაზე შენი დედიკოს მისამართით ვაჟას სიტყვები: "ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა"... ცხადია, არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ ბატონმა სუფრის თამადამ გურამ რჩეულიშვილისა და იოსებ ჟორდანიას წმინდა სულებიც მოიხსენია, როგორც შენ მიერ დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილების გასაოცარი ანალოგები - სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის უყოყმანოდ გაწირვისა. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი შვილები ჰყავს. იქნებ არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ იმ წელს, როგორც ეს ბატონმა თემურ შაშიაშვილმა გაიხსენა (სხვათა შორის, შენ პირადად არც ბატონი თემური გიცნობდა და ასეთები დღეს იქ, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ბევრნი იყვნენ), როცა შენ ამქვეყნიერებას მოევლინე, აფხაზეთში გმირულად აღესრულა ჟიული შარტავა. დიახ! ეს იყო 21 წლის წინ! და აი, 21 წლის შემდეგ ქ. რუსთავში კიდევ ერთი გმირი დაიბადა, რომელმაც, ჩვენდა სავალალოდ, მხოლოდ 21 წელი იცოცხლა და მარადიულ სასუფეველში დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი... შენ ეს შესძელი, ჩემო ოთო, იმიტომაც, რომ შენ ასეთი იყავი, შენ სხვაგვარად მოქცევა, უბრალოდ, არ შეგეძლო. მე და შენმა მეგობრებმა დღეს პირობა მივეცით ერთმანეთს, რომ შენს სახელსა და ღირსებას თვალისჩინივით გავუფრთხილდებით. ძალიან მესიამოვნა, როცა გავიგე, რომ მათ ჩვენი ვირტუალური მეგობრობის შესახებ ბევრი რამ იცოდნენ...ისიც მითხრეს, თუ როგორ აპირებდი შენ ჩემთვის გაგეცნო "მეცამეტე თვის პოეტები" - მართლა კარგი ქართველი ყმაწვილები. შენი სახელით ჩვენ დავმეგობრდებით. ვაგლახ, რომ ეს უშენოდ მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენი სული ჩვენ არ მიგვატოვებს!!!... ვიცი, როგორ გაგახარებდა იმის შეტყობაც, რომ მე და შენ, თურმე, ნათესაური ძაფებიც კი გვაკავშირედა, რის შესახებაც მე მხოლოდ გუშინ გავიგე. იცი, ოთო, ჩემი მეუღლის ბებია (დედის მხრიდან) შენი მოგვარე იყო და გუშინ, როცა მე შენს მშობლიურ ველისციხეში დავრეკე, აღმოვაჩინე, რომ შენს ჭირისუფალთა შორის რამდენიმე ჩვენი ნათესავიც იმდუღრებოდა ცხარე ცრემლებით... მაგრამ აქვე გამოტეხილად გეტყვი, ეს შორეული ნათესაობა რა მოსატანია იმასთან, თუ როგორი სულიერი მეგობარი და ნათესავი გახდი შენ ჩემთვის ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი გახშირებული ვირტუალური ურთიერთობის შედეგად. ჩვენ ხომ "იმ ავბედითი დღის" წინა დღეს, 29 ივლისს 13.44 საათზე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და შენი უკანასკნელი სიტყვები იყო: "გმადლობთ, ბატონო ლევან!". მეორე დღეს კი ეს ტრაგედია დატრიალდა! ახლა მე გეუბნები, ჩემო ოთო: დიდი მადლობა შენ, რომ იყავი ამქვეყნად! დიდი მადლობა შენს გამზრდელ დედას! დიდი მადლობა ყველას, ვინაც კი შენი გმირობა გაიაზრა და გაისიგრძეგანა. დღეს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, სადაც შენი ცხედარი ესვენა, თბილისიდან ჩასულ რამდენსამე კაცს მოგვიახლოვდნენ რუსთავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის სახელით მადლობა გვითხრეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსთავი ამაყობს შენით. მე კი დარწმუნებული ვარ, გავა დრო და, შენით სრულიად საქართველო იამაყებს. დასასრულ, ისიც მინდა გითხრა, რომ დღეს ჩემი ნაბოლარა ძის - ლუკას დაბადების დღეა. მას 19 წელი შეუსრულდა. წესით ახლა ჩემ ოჯახში სალხინო სუფრა უნდა იყოს გაშლილი, მაგრამ დღეს ეს სრულიად შეუძლებელია. დღეს შენი დღეა და შენთვის დაღვრილი ცრემლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უახლოესი ადამიანის მორიგი დღეობა და ის ამას , რა თქმა უნდა, გაგებით ეკიდება. ერთადერთი, რაც მე მინდა ვინატრო ჩემი შვილისთვისაც და სხვა ქართველი ყმაწვილებისთვისაც, ისაა, რომ, დაე, მათ შეძლონ შენი სულიერი სიმაღლისათვის თვალის შეწვდენა და შენ მიერ განხორციელებული ჭეშმარიტი გმირობის გააზრება. ... მშვიდობით, ჩემო პატარა მეგობარო და უკვე დიადო რაინდო. "დიდება ერსა შენს მშობელს და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს"...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია