სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გმირულად დაღუპული რუსთაველი პოეტი დაკრძალეს - როგორ იხსენებენ ოთო გურგენიშვილს მეგობრები
გმირულად დაღუპული რუსთაველი პოეტი დაკრძალეს - როგორ იხსენებენ ოთო გურგენიშვილს მეგობრები

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვნა­ხე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ ბი­ჭის შეს­რუ­ლე­ბით მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ლექ­სი. ისე კი­თხუ­ლობ­და, გულს დებ­და თი­თო­ე­ულ სტრი­ქონ­ში და კო­მენ­ტა­რე­ბიც ისე­თი ჰქონ­და, გუ­ლი­ა­ნი...…ზოგს ემო­ცი­ის გად­მო­ცე­მის რა სა­ო­ცა­რი ნიჭი აქვს-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რე. თურ­მე გმი­რო­ბის ნი­ჭიც ჰქო­ნია, ერთი ამო­სუნ­თქვით გმი­რო­ბის ნიჭი... სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ არ ვი­ცო­დი, თა­ვად თუ წერ­და ლექ­სებს. თურ­მე, წერ­და, თან ძა­ლი­ან კარ­გებ­საც და კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მა­ზე ოც­ნე­ბო­და. ამ ოც­ნე­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­უს­რუ­ლე­ბენ მე­გობ­რე­ბი 21 წლის ოთო გურ­გე­ნიშ­ვილს, რომ­ლის გმი­რო­ბაც მე­გობ­რებს არც გაკ­ვირ­ვე­ბი­ათ (21 წლის ოთო რუს­თავ­ში, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. მან სიკ­ვდილს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნა)

"ვი­ცო­დით, რომ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ოთო ისე მო­იქ­ცე­ო­და, რო­გორც მო­იქ­ცა. პა­ტა­რა ბავ­შვი, რო­მელ­საც გზა­ზე გა­დას­ვლის დროს მან­ქა­ნა ეჯა­ხე­ბო­და, სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა. ბავ­შვს ხელი ჰკრა და მან­ქა­ნას აა­რი­და, რის შემ­დე­გაც "დიდი სის­წრა­ფით მი­მა­ვა­ლი "მერ­სე­დე­სის ჯიპი" მას და­ე­ჯა­ხა."

ოთოს ისიც "უთხრეს" – მთე­ლი დღე ვნატ­რობ­დი შენს ად­გილ­ზე ყოფ­ნა­სო...…

"ერ­თნა­ი­რად შო­კი­რე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ იმი­ტომ, რომ აღარ მე­ყო­ლე­ბი და იმი­ტომ, რომ პი­რო­ბა და­არ­ღვიე - წახ­ვე­დი!.. არ მახ­სოვს, და­ნა­პი­რე­ბი არ შე­გეს­რუ­ლე­ბი­ნოს... მე­ში­ნია ჩვე­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­და­კი­თხვის.. ამ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ათას­ჯერ შე­მო­ვე­დი შენს თა­იმ­ლა­ინ­ზე და ორი­ა­თას­ჯერ ვცა­დე მე­პო­ვა შენი არარ­სე­ბო­ბის სულ მცი­რე ფაქ­ტიც კი... ჯერ ისევ მგო­ნია, რომ ცუდ სიზ­მარ­ში ვარ, რომ მალე გა­მეღ­ვი­ძე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად დამ­ხვდე­ბა შენი შე­ტყო­ბი­ნე­ბა... რა და­მი­ტო­ვე.. და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი, მო­წყე­ნი­ლი, ატი­რე­ბუ­ლი ნუცა... არ გე­პა­ტი­ე­ბა, ცუდი საქ­ცი­ე­ლია... რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ იყო, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი რომ მიყ­ვე­ბო­დი შენს გეგ­მებ­ზე და ახლა უცებ ყვე­ლა­ფე­რი უაზ­როდ შე­მა­ტო­ვე ხელ­ში... მე­ცა­მე­ტე თვე ჩვე­ნი თვე იქ­ნე­ბა! სა­დღაც მა­ინც დად­გე­ბა ეს მე­ცა­მე­ტე თვე... — ოთო გურ­გე­ნიშ­ვილ­თან ერ­თად", - წერს ნუცა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

ლელა ნი­ნუა, პო­ე­ტი, ოთოს მე­გო­ბა­რი:

- 19 წლის იყო, რო­დე­საც გა­ვი­ცა­ნი. რუს­თავ­ში ვი­ყა­ვით ჩემი პი­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ზე იყო მო­სუ­ლი და მთხო­ვა, თუ შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ვალ თქვენს სა­ღა­მო­ზეო. რამ­დე­ნი­მე ლექ­სი წა­ი­კი­თხა. მეც და ჩემს მე­გო­ბა­რებ­საც ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა. სა­კუ­თა­რი კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მა­ზე ოც­ნე­ბობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, სი­ცო­ცხლე­ში ვერ მო­ეს­წრო... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი წვლი­ლიც არის იმა­ში, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ოთო გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა. 21 წლის ბი­ჭის კვა­ლო­ბა­ზე, ისე­თი ხედ­ვე­ბი ჰქონ­და, რაც მისი ასა­კის­თვის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. ყვე­ლას გვიკ­ვირ­და, რომ ამ ასა­კის ბიჭს ამ­დე­ნი რამ ეს­მო­და და ცხოვ­რე­ბა იცო­და.

- ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო...

- დიახ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან პირ­და­პი­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი იყო. არას­დროს არა­ვის მა­ა­მე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა. კა­ცუ­რად იტყო­და სათ­ქმელს, მაგ­რამ იმ­პულ­სუ­რად კი არა, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად. თუ კა­მა­თის დროს, სხვე­ბი თავს იკა­ვებ­დნენ, ოთო არას­დროს არა­ვის მო­რი­დე­ბია. თუ ვინ­მე მარ­თა­ლი არ იყო, პირ­ში ეუბ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არას­დრის იბოღ­მე­ბო­და. იცით, დედა უყ­ვარ­და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, სა­ერ­თოდ ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან თბი­ლი და საღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. მო­მის­მე­ნია, რო­გორ აღ­შფოთ­დე­ბო­და ხოლ­მე, რო­დე­საც გა­ი­გებ­და, რომ ქალს გული ატ­კი­ნეს, ან ცუ­დად მო­ე­პყრნენ და ამის მი­მართ აგ­რე­სია ჰქონ­და. რაც მთა­ვა­რია, მისი სი­ტყვე­ბის მიღ­მა არა­ფე­რი იმა­ლე­ბო­და, იმას ამ­ბობ­და, რა­საც ფიქ­რობ­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გმირულად დაღუპული რუსთაველი პოეტი დაკრძალეს - როგორ იხსენებენ ოთო გურგენიშვილს მეგობრები

გმირულად დაღუპული რუსთაველი პოეტი დაკრძალეს - როგორ იხსენებენ ოთო გურგენიშვილს მეგობრები

რამდენიმე თვის წინ ვნახე სოციალურ ქსელში ამ ბიჭის შესრულებით მუხრან მაჭავარიანის ლექსი. ისე კითხულობდა, გულს დებდა თითოეულ სტრიქონში და კომენტარებიც ისეთი ჰქონდა, გულიანი...…ზოგს ემოციის გადმოცემის რა საოცარი ნიჭი აქვს-მეთქი, ვიფიქრე. თურმე გმირობის ნიჭიც ჰქონია, ერთი ამოსუნთქვით გმირობის ნიჭი... სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი, თავად თუ წერდა ლექსებს. თურმე, წერდა, თან ძალიან კარგებსაც და კრებულის გამოცემაზე ოცნებოდა. ამ ოცნებას გარდაცვალების შემდეგ შეუსრულებენ მეგობრები 21 წლის ოთო გურგენიშვილს, რომლის გმირობაც მეგობრებს არც გაკვირვებიათ (21 წლის ოთო რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა)

"ვიცოდით, რომ მსგავს სიტუაციაში ოთო ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა. პატარა ბავშვი, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა, სიკვდილს გადაარჩინა. ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც "დიდი სისწრაფით მიმავალი "მერსედესის ჯიპი" მას დაეჯახა."

ოთოს ისიც "უთხრეს" – მთელი დღე ვნატრობდი შენს ადგილზე ყოფნასო...…

"ერთნაირად შოკირებული და გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ აღარ მეყოლები და იმიტომ, რომ პირობა დაარღვიე - წახვედი!.. არ მახსოვს, დანაპირები არ შეგესრულებინოს... მეშინია ჩვენი შეტყობინებების გადაკითხვის.. ამ რამდენიმე საათში ათასჯერ შემოვედი შენს თაიმლაინზე და ორიათასჯერ ვცადე მეპოვა შენი არარსებობის სულ მცირე ფაქტიც კი... ჯერ ისევ მგონია, რომ ცუდ სიზმარში ვარ, რომ მალე გამეღვიძება და აუცილებლად დამხვდება შენი შეტყობინება... რა დამიტოვე.. დაცარიელებული, მოწყენილი, ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია... რამდენიმე საათის წინ იყო, აღფრთოვანებული რომ მიყვებოდი შენს გეგმებზე და ახლა უცებ ყველაფერი უაზროდ შემატოვე ხელში... მეცამეტე თვე ჩვენი თვე იქნება! სადღაც მაინც დადგება ეს მეცამეტე თვე... — ოთო გურგენიშვილთან ერთად", - წერს ნუცა ბასილაშვილი.

ლელა ნინუა, პოეტი, ოთოს მეგობარი:

- 19 წლის იყო, როდესაც გავიცანი. რუსთავში ვიყავით ჩემი პიეზიის საღამოზე იყო მოსული და მთხოვა, თუ შეიძლება, გამოვალ თქვენს საღამოზეო. რამდენიმე ლექსი წაიკითხა. მეც და ჩემს მეგობარებსაც ძალიან მოგვეწონა. საკუთარი კრებულის გამოცემაზე ოცნებობდა. სამწუხაროდ, სიცოცხლეში ვერ მოესწრო... ბედნიერი ვარ, რომ ჩემი წვლილიც არის იმაში, რომ საზოგადოებამ ოთო გაიცნო და შეიყვარა. 21 წლის ბიჭის კვალობაზე, ისეთი ხედვები ჰქონდა, რაც მისი ასაკისთვის ძალიან იშვიათია. ყველას გვიკვირდა, რომ ამ ასაკის ბიჭს ამდენი რამ ესმოდა და ცხოვრება იცოდა.

- ამბობენ, რომ ძალიან თბილი ადამიანი იყო...

- დიახ, მაგრამ ამავდროულად ძალიან პირდაპირი და სამართლიანი იყო. არასდროს არავის მაამებელი არ ყოფილა. კაცურად იტყოდა სათქმელს, მაგრამ იმპულსურად კი არა, არგუმენტირებულად. თუ კამათის დროს, სხვები თავს იკავებდნენ, ოთო არასდროს არავის მორიდებია. თუ ვინმე მართალი არ იყო, პირში ეუბნებოდა, მაგრამ არასდრის იბოღმებოდა. იცით, დედა უყვარდა რაღაც განსაკუთრებულად, საერთოდ ქალების მიმართ ძალიან თბილი და საღი დამოკიდებულება ჰქონდა. მომისმენია, როგორ აღშფოთდებოდა ხოლმე, როდესაც გაიგებდა, რომ ქალს გული ატკინეს, ან ცუდად მოეპყრნენ და ამის მიმართ აგრესია ჰქონდა. რაც მთავარია, მისი სიტყვების მიღმა არაფერი იმალებოდა, იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია