აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები, რომელიც გუშინ ამოქმედდა, 16 აგვისტომდე გადაიდო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ განუცხადა.
როგორც ინგა კიკვაძემ განმარტა, შეზღუდვები გამოიწვია 2014 წლის იანვარში აზერბაიჯანის კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა. შეზღუდვა ეხება იმ ავტომანქანებს, რომლებიც არ აკმაყოფილებს "ევრო 4"-ის სტანდარტებს.