რუსულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟანა ფრისკეს მძიმე ონკოლოგიური დაავადების - გლიობლასტომის (მეოთხე სტადიის ტვინის სიმსივნე) სამკურნალოდ ფული აღარ ჰყოფნის. დაავადებასთან საბრძოლველად აუცილებელია ხანგრძლივი მკურნალობა, რომლის ხარჯების დაფარვა მომღერლის ოჯახს აღარ შეუძლია. ”რუსფონდის” მიერ შეგროვილი 70 მილიონი რუბლი დაიხარჯა, თან ამ თანხიდან 30 მილიონზე მეტი, ონკოლოგიური კლინიკის ბავშვ პაციენტებს გადაერიცხათ.
როგორც პრესა იუწყება, დარჩენილი თანხით ფრისკეს ოჯახის წევრებმა გერმანიაში და ლოს ანჯელესში ექსპერიმენტალური მკურნალობის საფასურები დაფარეს. ამ მკურნალობის კურსის წყალობით დაიწყო მომღარალმა გამოჯანრთელება. ჟანა გახდა და დამოუკიდებლად სიარულიც შეძლო, მაგრამ სრული განკურნებისთვის აუცილებელია ხანგრძლივი მკურნალობის გაგრძელება.
ჟანა ფრისკეს ახლობლები არ უარყოფენ, რომ ფინანსური პრობლემები აქვთ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო ფრისკეს კოლეგა გრეგორი ლეპსმა. თავისი კონცერტის დროს მან დაიწყო მომღერლის მკურნალობისთვის ფულის შეგროვება და თავადაც გადაურიცხა თანხა პირადი ანგარიშიდან.
ამჟამად ფრისკე ბალტიისპირეთში იმყოფება. სწორედ იქ აღნიშნა მომღერალმა მეგობრების წრეში საკუთარი მეორმოცე დაბადების დღე.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.