პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ასაიდუმლოებენ კიწმარიშვილის საქმის ახალ დეტალებს - "გამოძიება საკმაოდ ჩაკეტილია"
რატომ ასაიდუმლოებენ კიწმარიშვილის საქმის ახალ დეტალებს - "გამოძიება საკმაოდ ჩაკეტილია"

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არა­ფე­რია. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ოჯა­ხის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ერ­თო, Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არც მაქვს აქვს.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ძმა ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი კი ამ­ბობს, რომ შე­დე­გებ­ზე, თუ რა დას­კვნე­ბი და­ი­დო ექ­სპერ­ტი­ზის და დნმ-ის ანა­ლი­ზის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბა დუმს.

- ქალ­ბა­ტო­ნო მაია, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი­დან ხომ არ არის რა­ი­მე ახა­ლი ცნო­ბი­ლი?

- ახა­ლი არა­ფე­რი ვიცი. არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ზუ­რა­ბი, მისი ძმა ამ­ბობს, რომ თით­ქოს იმ კვი­რა­ში რა­ღაც გვექ­ნე­ბა.

- რა­ტომ ხდე­ბა ამ მა­სა­ლე­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა?

- გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნე­ბი არც აქამ­დე ყო­ფი­ლა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. რო­დის ყო­ფი­ლა, რომ დას­კვნე­ბი გვი­ნა­ხავს? რამ­დე­ნი წე­ლია მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდრა. ამ საქ­მე­ში გა­იხ­სნა რა­ღაც, და­სა­წყის­ში, თუმ­ცა დას­კვნე­ბი არ გვი­ნა­ხავს. დღე­ვან­დე­ლი ძა­ლი­ან ცუდი საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით, არა­ვი­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას არ აქვს, რომ დას­კვნე­ბი გვაჩ­ვე­ნოს. ერ­თა­დერ­თი ვა­რი­ან­ტი არის კე­თი­ლი ნება. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით კე­თილ ნე­ბას.

- დნმ-ის ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი თუ არის ცნო­ბი­ლი?

- მე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სად მი­მაჩ­ნია დნმ-ის არ­სე­ბო­ბის აღ­მო­ჩე­ნა ლუ­ლა­ზე, რო­გორც ექ­სპერ­ტის აზ­რით, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­იძ­ლე­ბა ამან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შოს მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მა­ში. ამ დრო­ში ეს დას­კვნე­ბი მზად­დე­ბა ხოლ­მე. მე ვფიქ­რობ, რომ ეს პა­სუ­ხე­ბი უკვე უნდა იყოს. თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მალე და­ი­წყო, ყვე­ლა მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბა, ყვე­ლა ექ­სპრე­ტი­ზის და­ნიშ­ვნა ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლად მოხ­და. თა­ვი­დან ჩვე­ნი ყვე­ლა თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, არა­ფე­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა დას­კვნე­ბი არ გვი­ნა­ხავს.

- რა­ტომ არ უნდა ასა­ჯა­რო­ებ­დნენ დას­კვნებს, რი­ა­მე მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ?

- ორი ვა­რი­ან­ტია – ორი­ვე თა­ნაბ­რად შე­იძ­ლე­ბა გან­ვიხ­ლოთ. რო­დე­საც არ უნ­დათ, რომ რა­ღაც ცხა­დი გახ­დეს, ძა­ლი­ან ხში­რად საქ­მე ჩა­კე­ტი­ლია ხოლ­მე. მე­ო­რე არის ის, რომ შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბენ, რა­ღაც გა­მო­იკ­ვე­თა და სწო­რედ ამი­ტომ და­ხუ­რეს, ორი­ვეს თა­ნა­ბა­რი არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა აქვს. მე პი­რა­დად, ჯერ­ჯე­რო­ბით უფრო მე­ო­რის­კენ ვიხ­რე­ბი. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ვერ­სია არის გა­მოკ­ვე­თი­ლი. ოჯა­ხის მხრი­დან გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ რა­ი­მე ეჭვი არ გა­მოთ­ქმუ­ლა. მე პი­რად­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ მაქვს, გა­შუ­ა­ლე­დე­ბუ­ლია ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

- მკვლე­ლო­ბა თუ თვით­მკვლე­ლო­ბა - ეს შე­კი­თხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რია... თქვენ, რო­გორც ექ­სპერ­ტი, რო­მე­ლი ვერ­სი­ის­კენ იხ­რე­ბით?

- ჩემი ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა არ უნდა იყოს სი­ან­ტე­რე­სო, მე რომ უბ­რა­ლო ექ­სპერ­ტი ვიყო, რო­მე­ლიც აფა­სებს მოვ­ლე­ნებს გან­წყო­ბე­ბით, ვი­სა­უბ­რებ­დი, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ, ჩემ­გან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე სა­უ­ბა­რი. ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა რა თქმა უნდა, მაქვს, რომ აქ სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბის ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცოტა შან­სია. სა­ნამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა, ჩემი მხრი­დან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია სა­უ­ბა­რი. სა­სა­მარ­თლო მე­დი­ცი­ნა­ში არ­სე­ბობს ისე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­ოგნ­დე ადა­მი­ა­ნი. სა­ნამ არ იქ­ნე­ბა დას­კვნე­ბი, მე თავს შე­ვი­კა­ვებ, რომ ვთქვა რა­ი­მე ჩემი გან­წყო­ბე­ბის დო­ნე­ზე. ვცდი­ლობ, ვიყო არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი. მაქვს ჩემი გან­წყო­ბა, მაგ­რამ ჯო­ბია არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო. კი­თხვის ნიშ­ნე­ბი იყო, კი­დევ რჩე­ბა, ერთი ნამ­ცე­ცი არ მო­მა­ტე­ბია, დრო კი გა­ვი­და, მაგ­რამ არა­ფე­რი შე­მა­ტე­ბია საქ­მეს.

Ambebi.ge ასე­ვე ესა­უბ­რა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ძმას, ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილს. მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის მის­თვის არა­ფე­რი ახა­ლი არ არის ცნო­ბი­ლი.

"ამ დას­კვნე­ბის შე­სა­ხებ ექპერ­ტი­ზე­ბი ჩა­ტარ­და, უშუ­ა­ლოდ პრო­ცეს­ში მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ის დას­კვნე­ბი, თუ რა და­ი­წე­რა, ჩემ­თვის უც­ნო­ბია. გა­მო­ძი­ე­ბა ამ მხრივ არის საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ჩემ­თვი­საც და პრე­სის­თვი­საც. სხვა მეტი სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რია", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე გვი­თხრა, რომ ოჯა­ხის წევ­რებს სურთ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა.

"ჩვენ გვინ­დო­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი შსს-სთან, რომ მათ მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­კე­თონ გარ­კვე­ულ ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ამის­თვის. თე­ო­რი­უ­ლად ვი­ცით, რა გვინ­და, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, ამის გარ­კვე­ვის ეტაპ­ზე ვართ", - გა­ნა­ცხა­და ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლია ძმამ.

თეა ბი­თა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რატომ ასაიდუმლოებენ კიწმარიშვილის საქმის ახალ დეტალებს - "გამოძიება საკმაოდ ჩაკეტილია"

რატომ ასაიდუმლოებენ კიწმარიშვილის საქმის ახალ დეტალებს - "გამოძიება საკმაოდ ჩაკეტილია"

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ამ საქმის გამოძიების მსვლელობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არაფერია. დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ოჯახის ინიციატივით ჩაერთო, Ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არც მაქვს აქვს.

ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი კი ამბობს, რომ შედეგებზე, თუ რა დასკვნები დაიდო ექსპერტიზის და დნმ-ის ანალიზის შემდეგ, გამოძიება დუმს.

- ქალბატონო მაია, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებიდან ხომ არ არის რაიმე ახალი ცნობილი?

- ახალი არაფერი ვიცი. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მე რამდენადაც ვიცი, ზურაბი, მისი ძმა ამბობს, რომ თითქოს იმ კვირაში რაღაც გვექნება.

- რატომ ხდება ამ მასალების გასაიდუმლოება?

- გამოძიების დასკვნები არც აქამდე ყოფილა ხელმისაწვდომი. როდის ყოფილა, რომ დასკვნები გვინახავს? რამდენი წელია მსგავსი არაფერი მომხდრა. ამ საქმეში გაიხსნა რაღაც, დასაწყისში, თუმცა დასკვნები არ გვინახავს. დღევანდელი ძალიან ცუდი საპროცესო კოდექსით, არავითარი ვალდებულება გამოძიებას არ აქვს, რომ დასკვნები გვაჩვენოს. ერთადერთი ვარიანტი არის კეთილი ნება. ჩვენ ველოდებით კეთილ ნებას.

- დნმ-ის ექსპერტიზის პასუხები თუ არის ცნობილი?

- მე უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია დნმ-ის არსებობის აღმოჩენა ლულაზე, როგორც ექსპერტის აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ამან გადამწყვეტი როლი ითამაშოს მიმართულების მიცემაში. ამ დროში ეს დასკვნები მზადდება ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ეს პასუხები უკვე უნდა იყოს. თავის დროზე ყველაფერი ძალიან მალე დაიწყო, ყველა მასალის შეგროვება, ყველა ექსპრეტიზის დანიშვნა ძალიან ოპერატიულად მოხდა. თავიდან ჩვენი ყველა თხოვნა გაითვალისწინეს, არაფერი წინააღმდეგობა არ ყოფილა, თუმცა დასკვნები არ გვინახავს.

- რატომ არ უნდა ასაჯაროებდნენ დასკვნებს, რიამე მიზეზები შეიძლება ჰქონდეთ?

- ორი ვარიანტია – ორივე თანაბრად შეიძლება განვიხლოთ. როდესაც არ უნდათ, რომ რაღაც ცხადი გახდეს, ძალიან ხშირად საქმე ჩაკეტილია ხოლმე. მეორე არის ის, რომ შეიძლება მუშაობენ, რაღაც გამოიკვეთა და სწორედ ამიტომ დახურეს, ორივეს თანაბარი არსებობის უფლება აქვს. მე პირადად, ჯერჯერობით უფრო მეორისკენ ვიხრები. შეიძლება რაღაც ვერსია არის გამოკვეთილი. ოჯახის მხრიდან გამოძიების მიმართ რაიმე ეჭვი არ გამოთქმულა. მე პირადპირი კომუნიკაცია არ მაქვს, გაშუალედებულია ბატონი ზურაბის მეშვეობით.

- მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ეს შეკითხვა აქტუალურია... თქვენ, როგორც ექსპერტი, რომელი ვერსიისკენ იხრებით?

- ჩემი შინაგანი განწყობა არ უნდა იყოს სიანტერესო, მე რომ უბრალო ექსპერტი ვიყო, რომელიც აფასებს მოვლენებს განწყობებით, ვისაუბრებდი, მაგრამ უბრალოდ, ჩემგან არასერიოზულია მტკიცებულებების გარეშე საუბარი. შინაგანი განწყობა რა თქმა უნდა, მაქვს, რომ აქ საკუთარი ხელით დაზიანების მიყენების ძალიან, ძალიან ცოტა შანსია. სანამ მტკიცებულებები არ იქნება, ჩემი მხრიდან არასერიოზულია საუბარი. სასამართლო მედიცინაში არსებობს ისეთი გამონაკლისები, რომ შეიძლება გაოგნდე ადამიანი. სანამ არ იქნება დასკვნები, მე თავს შევიკავებ, რომ ვთქვა რაიმე ჩემი განწყობების დონეზე. ვცდილობ, ვიყო არგუმენტირებული. მაქვს ჩემი განწყობა, მაგრამ ჯობია არგუმენტირებული იყო. კითხვის ნიშნები იყო, კიდევ რჩება, ერთი ნამცეცი არ მომატებია, დრო კი გავიდა, მაგრამ არაფერი შემატებია საქმეს.

Ambebi.ge ასევე ესაუბრა ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილს. მისი თქმით, ამ დროისთვის მისთვის არაფერი ახალი არ არის ცნობილი.

"ამ დასკვნების შესახებ ექპერტიზები ჩატარდა, უშუალოდ პროცესში მეც ვმონაწილეობდი, ის დასკვნები, თუ რა დაიწერა, ჩემთვის უცნობია. გამოძიება ამ მხრივ არის საკმაოდ ჩაკეტილი ჩემთვისაც და პრესისთვისაც. სხვა მეტი საინტერესო არაფერია", - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მან ასევე გვითხრა, რომ ოჯახის წევრებს სურთ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.

"ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე და ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონსულტაციები შსს-სთან, რომ მათ მობილიზება გაუკეთონ გარკვეულ ტექნიკურ საშუალებებს, რომელიც საჭიროა ამისთვის. თეორიულად ვიცით, რა გვინდა, მაგრამ პრაქტიკულად როგორ განვახორციელოთ, ამის გარკვევის ეტაპზე ვართ", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილია ძმამ.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია