პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში მოქმედი უმსხვილესი რუსული კომპანიების სია და მოსალოდნელი სანქციები
საქართველოში მოქმედი უმსხვილესი რუსული კომპანიების სია და მოსალოდნელი სანქციები

ევ­რო­კავ­შირ­მა და აშშ-მა რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დაგ­მეს, უფრო მე­ტიც, რუსი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღეს. ამ დღე­ებ­ში ევ­რო­კავ­შირ­მა, ამე­რი­კას­თან ერ­თად, რუ­სეთს კი­დევ უფრო მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა, რო­მე­ლიც ენერ­გე­ტი­კის, სა­ბან­კო და თავ­დაც­ვის სექ­ტო­რებს შე­ე­ხე­ბა. კერ­ძოდ: თუ რუ­სე­თი იმ პო­ლი­ტი­კურ კურსს გა­აგ­რძე­ლებს, რო­მელ­საც ახლა მის­დევს, ეკო­ნო­მი­კუ­რი ხარ­ჯე­ბი კი­დევ უფრო გა­ეზ­რდე­ბა - გა­ნა­ცხა­და ბა­რაკ ობა­მამ, ხოლო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­ზღუ­დოს თავ­დაც­ვი­სა და ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბე­ლი სექ­ტო­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ვაჭ­რო­ბა რუ­სეთ­თან.

სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და სა­ბან­კო სექ­ტორ­საც: ბან­კებს, რო­მელ­თა წილ­შიც რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ზის, შე­ე­ზღუ­დე­ბათ წვდო­მა ევ­რო­პულ ბაზ­რებ­თან, რაც ძა­ლი­ან გა­არ­თუ­ლებს მათ მიერ ფი­ნან­სე­ბის მო­ზიდ­ვას. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნამ სან­ქცი­ე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ბან­კე­ბი­სა­კენ მი­მარ­თა. სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში შე­ვი­და "ვი­თი­ბი ბან­კი", რომ­ლის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­შიც ოპე­რი­რებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამის შემ­დეგ გაჩ­ნდა კი­თხვა - "ვი­თი­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზეც ხომ არ იმოქ­მე­დებს? - ჩვენ ეს შე­კი­თხვა "ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელს, რო­მან გო­ცი­რი­ძეს და­ვუს­ვით, რო­მელ­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა:

-აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გი­თხრათ, რომ რე­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი სწო­რედ ახლა და­წეს­და, მა­ნამ­დე სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო ორი­ო­დე ბანკს და რამ­დე­ნი­მე პირს, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის სა­ახ­ლობ­ლოს ეკუთ­ვნის. უნდა ით­ქვას, რომ ეს რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი არც ყო­ფი­ლა. ახლა კი - რუ­სეთს ნამ­დვი­ლი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სეს, რაც რე­ა­ლურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მის ეკო­ნო­მი­კა­ზე. ამ­გვა­რი სან­ქცი­ე­ბი თა­ვის დრო­ზე რომ და­ე­წე­სე­ბი­ნათ, უკ­რა­ი­ნა­ში ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა აღარ დატ­რი­ალ­დე­ბო­და, არც ამ­დე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბო­და. ეს მსხვერ­პლი სწო­რედ ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის სინ­დის­ზეა! რა­ტომ და­უ­წე­სეს მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი მა­ინც და მა­ინც ახლა? - იმი­ტომ, რომ პუ­ტი­ნის საქ­ცი­ე­ლი ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­დას­ცდა. ბოლო წერ­ტი­ლი იყო თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბა, რის გა­მოც სა­მა­სამ­დე უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ამი­ტომ, ევ­რო­პა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მხა­რი აება ამე­რი­კი­სათ­ვის, რო­მე­ლიც პრინ­ცი­პუ­ლად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად აფრ­თხი­ლებ­და რუ­სეთს მო­სა­ლოდ­ნე­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ. აშშ უფრო ად­რეც და­ა­წე­სებ­და ამ სან­ქცი­ებს, რომ არა ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ამე­რი­კე­ლე­ბის "ზედ­მე­ტი თავ­გა­მო­დე­ბის" გამო.

- ამ დღე­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ძალა და მნიშ­ვნე­ლო­ბა რაში მდგო­მა­რე­ობს?

-ერთი შე­ხედ­ვით, ეს არა­ფე­რია: რუ­სულ ბან­კებს ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში სეს­ხე­ბის აღე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ. თით­ქოს, ეს წვრილ­მა­ნია, მაგ­რამ რუ­სე­თის უკი­დუ­რე­სად სუს­ტი და ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის ეს უკი­დუ­რე­სად მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სე­თის სხვა კომ­პა­ნი­ებ­საც აეკ­რძა­ლათ სეს­ხე­ბის აღე­ბა და­სავ­ლეთ­ში, და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა. რა­ტომ არის ეს სან­ქცია მტკივ­ნე­უ­ლი რუ­სე­თი­სათ­ვის? - ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე ყვე­ლა რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია ხდე­ბა ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტი რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მწი­რი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­სა­ზი­დად. ყვე­ლას უჭირს და ფული ყვე­ლას სჭირ­დე­ბა. მარ­ტო მიმ­დი­ნა­რე წელს რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს სა­გა­რეო სეს­ხე­ბის და­სა­ფა­რად 88 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი სჭირ­დე­ბათ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი და ბან­კე­ბი ვერ იარ­სე­ბე­ბენ და­სავ­ლე­თის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­რე­შე, ამას ემა­ტე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­ზღუდ­ვაც... თით­ქოს წვრილ­მა­ნია, რომ აიკ­რძა­ლა ყი­რი­მის ნავ­სად­გურ­ში გე­მე­ბის შეს­ვლა, მაგ­რამ რუ­სებს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ბორ­ნე­ბიც კი არა აქვთ, ამი­ტომ ბერ­ძნუ­ლი და იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ასე რომ, ერთი შე­ხედ­ვით უმ­ტკივ­ნე­უ­ლო სან­ქცი­ე­ბი, ერ­თმა­ნეთ­თან ჯაჭ­ვურ რე­აქ­ცი­ა­ში შე­დის და ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში აყე­ნებს რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას.

-შე­ე­ხე­ბა თუ არა ეს სან­ქცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია მუ­შა­ობს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში. "თე­ლა­სი", "თბი­ლი­სის წყა­ლი", "საქ­რუ­სე­ნერ­გო" და ა.შ... გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია მათი რი­ცხვი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და გე­ნე­რა­ცი­ის სფე­რო­ში, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით სან­ქცი­ე­ბი მხო­ლოდ "ვი­თი­ბი ბან­კის" შვი­ლო­ბილ ბანკს შე­ე­ხო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნობს. ამ ბანკსაც ზუს­ტად იგი­ვე აკ­რძალ­ვე­ბი აქვს, რო­გო­რიც მის სა­თა­ვო ოფისს, იმი­ტომ რომ "ვი­თი­ბი სა­ქარ­თვე­ლოს" 50%-ზე მეტი სწო­რედ რუ­სე­თის სა­თა­ვო ბანკს ეკუთ­ვნის. რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ? - ევ­რო­პი­დან სესხს ვერ აი­ღე­ბენ, ვერც ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ბან­კის ფი­ნან­სე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ, რაც მათ­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სხვა სა­კი­თხია, არ­სე­ბობს თუ არა საფრ­თხე ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის? ვფიქ­რობ, რომ არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო: "ვი­თი­ბი ბან­კის" ქარ­თულ ფი­ლი­ალ­ში თან­ხე­ბის მო­ზიდ­ვის არე­ა­ლი მეტ­ნაკ­ლე­ბად დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ბან­კი არ არის დიდი და არა აქვს დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სეს­ხი აღე­ბუ­ლი. თა­ნაც, მის აქ­ტი­ვებ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბი­თაა ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე ნა­სეს­ხე­ბი თან­ხაც. მაგ­რამ აქ მე­ო­რე გა­რე­მო­ე­ბა იკ­ვე­თე­ბა: სა­კი­თხა­ვია, რუ­სე­თის სა­თა­ვო ბან­კი რამ­დე­ნად მო­იც­ლის ქარ­თუ­ლი ფი­ლი­ა­ლი­სათ­ვის იმი­ტომ, რომ მას უამ­რა­ვი ფი­ლი­ა­ლი აქვს მთელ მსოფ­ლი­ო­ში და თვი­თონ რუ­სეთ­შიც. ახლა მთა­ვა­რია, რამ­დენ ფი­ლი­ალს გაწ­ვდე­ბა "ვი­თი­ბის" სა­თა­ვო ოფი­სის ფი­ნან­სე­ბი, როცა ბან­კი რე­სურ­სე­ბის შიმ­შილს გა­ნიც­დის? თუმ­ცა, აქ სა­უ­ბა­რია ბან­კის მო­მა­ვალ­ზე, მის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე და არა იმა­ზე, რომ მის მე­ა­ნაბ­რე­ებ­სა და კლი­ენ­ტებს რა­ღაც სა­შიშ­რო­ე­ბა ემუქ­რე­ბა. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან მსგავ­სი რის­კე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს, ხოლო მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა, ამას ხვა­ლინ­დე­ლი დღე გვიჩ­ვე­ნებს. ჩემი აზ­რით, მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, "ვი­თი­ბი ბან­კის" ქარ­თულ ფი­ლი­ალს რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ უნდა შე­ექ­მნას. თა­ნაც, ამ ერთ წე­ლი­წად­ში შე­იძ­ლე­ბა ეს პრობ­ლე­მე­ბიც მო­წეს­რიგ­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

საქართველოში მოქმედი უმსხვილესი რუსული კომპანიების სია და მოსალოდნელი სანქციები

საქართველოში მოქმედი უმსხვილესი რუსული კომპანიების სია და მოსალოდნელი სანქციები

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის ქმედებები უკრაინაში რამდენჯერმე დაგმეს, უფრო მეტიც, რუსი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ სერიოზული შეზღუდვები და სანქციები შემოიღეს. ამ დღეებში ევროკავშირმა, ამერიკასთან ერთად, რუსეთს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესა, რომელიც ენერგეტიკის, საბანკო და თავდაცვის სექტორებს შეეხება. კერძოდ: თუ რუსეთი იმ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, რომელსაც ახლა მისდევს, ეკონომიკური ხარჯები კიდევ უფრო გაეზრდება - განაცხადა ბარაკ ობამამ, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს თავდაცვისა და ნავთობმომპოვებელი სექტორებისთვის აუცილებელი აღჭურვილობით ვაჭრობა რუსეთთან.

სანქციები დაუწესდა საბანკო სექტორსაც: ბანკებს, რომელთა წილშიც რუსეთის სახელმწიფო ზის, შეეზღუდებათ წვდომა ევროპულ ბაზრებთან, რაც ძალიან გაართულებს მათ მიერ ფინანსების მოზიდვას. აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ სანქციები კონკრეტული ბანკებისაკენ მიმართა. სანქცირებულთა სიაში შევიდა "ვითიბი ბანკი", რომლის შვილობილი კომპანია საქართველოშიც ოპერირებს. რასაკვირველია, ამის შემდეგ გაჩნდა კითხვა - "ვითიბის" წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქართველ მომხმარებლებზეც ხომ არ იმოქმედებს? - ჩვენ ეს შეკითხვა "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელს, რომან გოცირიძეს დავუსვით, რომელმაც თავდაპირველად რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

-აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ რეალური სანქციები სწორედ ახლა დაწესდა, მანამდე სანქციები შეეხო ორიოდე ბანკს და რამდენიმე პირს, რომელიც პუტინის საახლობლოს ეკუთვნის. უნდა ითქვას, რომ ეს რეალური ეკონომიკური სანქციები არც ყოფილა. ახლა კი - რუსეთს ნამდვილი სანქციები დაუწესეს, რაც რეალურ გავლენას მოახდენს მის ეკონომიკაზე. ამგვარი სანქციები თავის დროზე რომ დაეწესებინათ, უკრაინაში ამდენი უბედურება აღარ დატრიალდებოდა, არც ამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპებოდა. ეს მსხვერპლი სწორედ ევროპელი ლიდერების სინდისზეა! რატომ დაუწესეს მკაცრი სანქციები მაინც და მაინც ახლა? - იმიტომ, რომ პუტინის საქციელი ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ბოლო წერტილი იყო თვითმფრინავის ჩამოგდება, რის გამოც სამასამდე უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ამიტომ, ევროპა იძულებული გახდა მხარი აება ამერიკისათვის, რომელიც პრინციპულად და თანმიმდევრულად აფრთხილებდა რუსეთს მოსალოდნელი სანქციების შესახებ. აშშ უფრო ადრეც დააწესებდა ამ სანქციებს, რომ არა ევროპელი ლიდერების წინააღმდეგობა და უკმაყოფილება ამერიკელების "ზედმეტი თავგამოდების" გამო.

- ამ დღეებში მიღებული სანქციების ძალა და მნიშვნელობა რაში მდგომარეობს?

-ერთი შეხედვით, ეს არაფერია: რუსულ ბანკებს ევროპასა და ამერიკაში სესხების აღება ეკრძალებათ. თითქოს, ეს წვრილმანია, მაგრამ რუსეთის უკიდურესად სუსტი და ენერგომატარებლებზე ორიენტირებული ეკონომიკისათვის ეს უკიდურესად მტკივნეული აღმოჩნდა. პარალელურად, რუსეთის სხვა კომპანიებსაც აეკრძალათ სესხების აღება დასავლეთში, დამატებითი ფინანსური რესურსებისა და ინვესტიციების მოზიდვა. რატომ არის ეს სანქცია მტკივნეული რუსეთისათვის? - ფაქტობრივად, უკვე ყველა რუსული სახელმწიფო კომპანია ხდება ერთმანეთის კონკურენტი რუსეთის ბაზარზე არსებული მწირი ფინანსური რესურსების მოსაზიდად. ყველას უჭირს და ფული ყველას სჭირდება. მარტო მიმდინარე წელს რუსულ კომპანიებს საგარეო სესხების დასაფარად 88 მილიარდი დოლარი სჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ბიზნესი და ბანკები ვერ იარსებებენ დასავლეთის ფინანსური რესურსების გარეშე, ამას ემატება ტექნოლოგიების შეზღუდვაც... თითქოს წვრილმანია, რომ აიკრძალა ყირიმის ნავსადგურში გემების შესვლა, მაგრამ რუსებს საკმარისი რაოდენობით ბორნებიც კი არა აქვთ, ამიტომ ბერძნული და იტალიური კომპანიები ემსახურებიან. ასე რომ, ერთი შეხედვით უმტკივნეულო სანქციები, ერთმანეთთან ჯაჭვურ რეაქციაში შედის და ძალიან ცუდ დღეში აყენებს რუსეთის ეკონომიკას.

-შეეხება თუ არა ეს სანქციები საქართველოს?

- საქართველოში არაერთი რუსული კომპანია მუშაობს, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. "თელასი", "თბილისის წყალი", "საქრუსენერგო" და ა.შ... განსაკუთრებით დიდია მათი რიცხვი ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისა და გენერაციის სფეროში, მაგრამ ჯერჯერობით სანქციები მხოლოდ "ვითიბი ბანკის" შვილობილ ბანკს შეეხო, რომელიც საქართველოში საქმიანობს. ამ ბანკსაც ზუსტად იგივე აკრძალვები აქვს, როგორიც მის სათავო ოფისს, იმიტომ რომ "ვითიბი საქართველოს" 50%-ზე მეტი სწორედ რუსეთის სათავო ბანკს ეკუთვნის. რა პრობლემები შეიძლება შეხვდეთ? - ევროპიდან სესხს ვერ აიღებენ, ვერც ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსებით ისარგებლებენ, რაც მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. სხვა საკითხია, არსებობს თუ არა საფრთხე ქართველი მომხმარებლისათვის? ვფიქრობ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს რამდენიმე მიზეზის გამო: "ვითიბი ბანკის" ქართულ ფილიალში თანხების მოზიდვის არეალი მეტნაკლებად დივერსიფიცირებულია, ბანკი არ არის დიდი და არა აქვს დიდი რაოდენობის სესხი აღებული. თანაც, მის აქტივებში უმნიშვნელო რაოდენობითაა ევროპის ბაზარზე ნასესხები თანხაც. მაგრამ აქ მეორე გარემოება იკვეთება: საკითხავია, რუსეთის სათავო ბანკი რამდენად მოიცლის ქართული ფილიალისათვის იმიტომ, რომ მას უამრავი ფილიალი აქვს მთელ მსოფლიოში და თვითონ რუსეთშიც. ახლა მთავარია, რამდენ ფილიალს გაწვდება "ვითიბის" სათავო ოფისის ფინანსები, როცა ბანკი რესურსების შიმშილს განიცდის? თუმცა, აქ საუბარია ბანკის მომავალზე, მის პერსპექტივაზე და არა იმაზე, რომ მის მეანაბრეებსა და კლიენტებს რაღაც საშიშროება ემუქრება. ამ გადმოსახედიდან მსგავსი რისკები ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო მომავალში რა იქნება, ამას ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. ჩემი აზრით, მოკლევადიან პერიოდში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, "ვითიბი ბანკის" ქართულ ფილიალს რაიმე სერიოზული პრობლემები არ უნდა შეექმნას. თანაც, ამ ერთ წელიწადში შეიძლება ეს პრობლემებიც მოწესრიგდეს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია