პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა ჩარკვიანი დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩამოიტანა ლონდონიდან კოდუა-პატარკაციშვილის სკანდალური ჩანაწერი
გელა ჩარკვიანი დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩამოიტანა ლონდონიდან კოდუა-პატარკაციშვილის სკანდალური ჩანაწერი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელ­ჩის, გელა ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, კო­დუა-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ტა­ნა­ში დახ­მა­რე­ბა მას მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სთხო­ვა.

რო­გორც ჩარ­კვი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, მის­თვის მა­სა­ლის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ნა­წი­ლი უც­ნო­ბი იყო და პრე­მი­ე­რის­გან მხო­ლოდ ის იცო­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია" მო­ი­პო­ვა.

"სახ­ლში და­მი­რე­კეს და მთხო­ვეს, მივ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ელ­ჩო­ში, რად­გან სპეც­კავ­ში­რით დამ­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. როცა იქ მი­ვე­დი, და­მი­კავ­შირ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ შე­ეძ­ლო, ჩემ­თვის რა­ღაც და­ვა­ლე­ბა მო­ე­ცა, ამი­ტომ, რო­გორც ჩანს, მათ სთხო­ვეს პრე­მი­ერს, რო­მელ­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ეძ­ლო ჩემ­თვის და­ე­ვა­ლე­ბი­ნა. ით­ქვა შემ­დე­გი – ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ი­პო­ვა ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბას და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­თაც შე­უძ­ლი­ათ ეს გად­მო­ი­ტა­ნონ სა­ზღვარ­ზე, მაგ­რამ ჯო­ბია, და­ზღვე­უ­ლე­ბი ვი­ყოთ და ამა­ში თქვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტი და ელ­ჩის წონა გა­მოგ­ვად­გე­ბა, ამი­ტომ იქ­ნებ თქვენ ჩა­მო­ი­ტა­ნოთ ეს ინ­ფორ­მა­ცი­აო. აე­რო­პორ­ტში შემ­ხვდა ის და გად­მომ­ცა პა­ტა­რა სა­გა­ნი. ვუ­თხა­რი, შევ­ხვდეთ, როცა გა­ვივ­ლი კონ­ტროლსთქო და არა, აქე­დან ვერ წა­ვალ, თქვენ­თან უნდა ვიდ­გეო. მე გა­ვი­ფიქ­რე, მეც არ მენ­დო­ბა­თქო, მაგ­რამ სწო­რი იყო – ოპე­რა­ტი­ულ­მა მუ­შაკ­მა ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე უნდა და­ი­ზღვი­ოს თავი. ის ჩემს ახ­ლო­მახ­ლო იდგა. მე გა­ვი­ა­რე კონ­ტრო­ლი და ამის მერე გა­და­ვე­ცი ისევ პა­ტა­რა სა­გა­ნი", - გა­ნა­ცხა­და გელა ჩარ­კვი­ან­მა, რო­მელ­მაც აე­რო­პორ­ტში ერეკ­ლე კო­დუ­ას­თან შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა.

სოდ-ის ყო­ფი­ლი უფ­როს­მა, ერეკ­ლე კო­დუ­ამ გუ­შინ, "რუს­თა­ვი 2"-ის­თის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სა­უბ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი თბი­ლი­სამ­დე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ელ­ჩის მო­ნა­წი­ლე­ბით ჩა­მო­ი­ტა­ნა. კერ­ძოდ, ლონ­დონ­ში ნახა ელჩი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან იყო გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი, რომ მას შეხ­ვდე­ბო­და, მის­ცემ­და ტე­ლე­ფო­ნის ყუთს, სა­დაც ტე­ლე­ფო­ნის სა­ტე­ნი იყო და ის თბი­ლის­ში უნდა ჩა­ე­ტა­ნა.

იმ პე­რი­ოდსთვის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი იყო.

გელა ჩარკვიანი დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩამოიტანა ლონდონიდან კოდუა-პატარკაციშვილის სკანდალური ჩანაწერი

გელა ჩარკვიანი დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩამოიტანა ლონდონიდან კოდუა-პატარკაციშვილის სკანდალური ჩანაწერი

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გელა ჩარკვიანის განცხადებით, კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერის საქართველოში ჩამოტანაში დახმარება მას მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სთხოვა.

როგორც ჩარკვიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, მისთვის მასალის შინაარსობრივი ნაწილი უცნობი იყო და პრემიერისგან მხოლოდ ის იცოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია" მოიპოვა.

"სახლში დამირეკეს და მთხოვეს, მივსულიყავი საელჩოში, რადგან სპეცკავშირით დამკავშირდებოდნენ. როცა იქ მივედი, დამიკავშირდა პრემიერ-მინისტრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეეძლო, ჩემთვის რაღაც დავალება მოეცა, ამიტომ, როგორც ჩანს, მათ სთხოვეს პრემიერს, რომელსაც, ბუნებრივია, შეეძლო ჩემთვის დაევალებინა. ითქვა შემდეგი – შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და რასაკვირველია, მათაც შეუძლიათ ეს გადმოიტანონ საზღვარზე, მაგრამ ჯობია, დაზღვეულები ვიყოთ და ამაში თქვენი იმუნიტეტი და ელჩის წონა გამოგვადგება, ამიტომ იქნებ თქვენ ჩამოიტანოთ ეს ინფორმაციაო. აეროპორტში შემხვდა ის და გადმომცა პატარა საგანი. ვუთხარი, შევხვდეთ, როცა გავივლი კონტროლსთქო და არა, აქედან ვერ წავალ, თქვენთან უნდა ვიდგეო. მე გავიფიქრე, მეც არ მენდობათქო, მაგრამ სწორი იყო – ოპერატიულმა მუშაკმა ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიზღვიოს თავი. ის ჩემს ახლომახლო იდგა. მე გავიარე კონტროლი და ამის მერე გადავეცი ისევ პატარა საგანი", - განაცხადა გელა ჩარკვიანმა, რომელმაც აეროპორტში ერეკლე კოდუასთან შეხვედრა გაიხსენა.

სოდ-ის ყოფილი უფროსმა, ერეკლე კოდუამ გუშინ, "რუსთავი 2"-ისთის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი და პატარკაციშვილის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერი თბილისამდე დიდ ბრიტანეთში საქართველოს მაშინდელი ელჩის მონაწილებით ჩამოიტანა. კერძოდ, ლონდონში ნახა ელჩი, რომელიც თბილისიდან იყო გაფრთხილებული, რომ მას შეხვდებოდა, მისცემდა ტელეფონის ყუთს, სადაც ტელეფონის სატენი იყო და ის თბილისში უნდა ჩაეტანა.

იმ პერიოდსთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იყო.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა