პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კამერონ დიასი თხოვდება
კამერონ დიასი თხოვდება

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ 41 წლის მსა­ხი­ო­ბი კა­მე­რონ დი­ა­სი და 35 წლის გი­ტა­რის­ტი (ჯგუ­ფი Good Charlote) ბენ­ჯი მე­დე­ნი მხო­ლოდ სამი თვეა, რაც ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. რო­გორც ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლი People იტყო­ბი­ნე­ბა, წყვილ­მა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.

 

"შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს მო­ეჩ­ვე­ნოს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბის­თვის ძა­ლი­ან ცოტა დროა გა­სუ­ლი, მაგ­რამ, კა­მე­რო­ნი და ბენ­ჯი ასე არ თვლი­ან. ისი­ნი მზად არი­ან შე­სა­უღ­ლებ­ლად, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნალს წყვი­ლის ახლო მე­გო­ბარ­მა, - მე­დე­ნი საკ­მა­ოდ ხში­რად რჩე­ბა კა­მე­რო­ნის სახ­ლში, თით­ქმის მას­თან ცხოვ­რობს. კა­მე­რო­ნი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ასე­თი ბედ­ნი­ე­რი დიდი ხა­ნია არ ყო­ფი­ლა".

წინა კვი­რას შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი იახ­ტა იქი­რა­ვეს, რო­მე­ლიც 633 ათა­სი დო­ლა­რი ღირ­და და გა­ემ­გზავრნენ საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­რო­სა და იტა­ლი­ა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ. ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში წყვი­ლი ფლო­რი­და­ში, დი­ა­სის ნა­თე­სა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­ვი­და. "თა­ვი­დან ორ­ლან­დო­ში ჩაფ­რინ­დნენ, შემ­დეგ კი კა­მე­რო­ნის ოჯახ­თან გა­ე­შურ­ნენ სტუმ­რად კუნ­ძულ ანა მა­რი­ა­ზე. დრო ძა­ლი­ან კარ­გად გა­ა­ტა­რეს", – შე­ა­ტყო­ბი­ნა "E! ნი­უსს" წყვი­ლის ახლო მე­გო­ბარ­მა.

გი­ტა­რის­ტამ­დე კა­მე­რონ დი­ა­სი ბე­ის­ბო­ლისტ ალექს როდ­რი­გესს ხვდე­ბო­და (წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 2011 წელს და­შორ­და). მისი პარტნი­ო­რე­ბი აგ­რეთ­ვე იყ­ვნენ ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი და ჯა­რედ ლეტო. ბენ­ჯი მე­დე­ნი მა­ნამ­დე რო­მან­ტი­კულ კავ­შირ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და პე­რის ჰილ­ტონ­თან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია people.com-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

კამერონ დიასი თხოვდება

კამერონ დიასი თხოვდება

იმის მიუხედავად, რომ 41 წლის მსახიობი კამერონ დიასი და 35 წლის გიტარისტი (ჯგუფი Good Charlote) ბენჯი მედენი მხოლოდ სამი თვეა, რაც ერთმანეთს ხვდებიან, მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც ამერიკული ჟურნალი People იტყობინება, წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.

 

”შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებისთვის ძალიან ცოტა დროა გასული, მაგრამ, კამერონი და ბენჯი ასე არ თვლიან. ისინი მზად არიან შესაუღლებლად, - განუცხადა ჟურნალს წყვილის ახლო მეგობარმა, - მედენი საკმაოდ ხშირად რჩება კამერონის სახლში, თითქმის მასთან ცხოვრობს. კამერონი ძალიან ბედნიერია. სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა”.

წინა კვირას შეყვარებულებმა სამსართულიანი იახტა იქირავეს, რომელიც 633 ათასი დოლარი ღირდა და გაემგზავრნენ საფრანგეთის სანაპიროსა და იტალიაში სამოგზაუროდ. ივლისის დასაწყისში წყვილი ფლორიდაში, დიასის ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა. ”თავიდან ორლანდოში ჩაფრინდნენ, შემდეგ კი კამერონის ოჯახთან გაეშურნენ სტუმრად კუნძულ ანა მარიაზე. დრო ძალიან კარგად გაატარეს”, – შეატყობინა "E! ნიუსს" წყვილის ახლო მეგობარმა.

გიტარისტამდე კამერონ დიასი ბეისბოლისტ ალექს როდრიგესს ხვდებოდა (წყვილი ერთმანეთს 2011 წელს დაშორდა). მისი პარტნიორები აგრეთვე იყვნენ ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯარედ ლეტო. ბენჯი მედენი მანამდე რომანტიკულ კავშირში იმყოფებოდა პერის ჰილტონთან.

მომზადებულია people.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება