საირმის ტყეში 20 წლის ცოტნე ჭანტურიძეს მაშველები ეძებენ.
ჭანტურიძის მეგობრების განცხადებით, მან გუშინ ჯვარზე ასვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. შემთხვევის ადგილას ახალგაზრდის ოჯახის წევრები იმყოფებიან.
"24 საათზე მეტია საგანგებო სიტუაციების სამსახური სატყეო დეპარტამენტთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად ჩემს შვილს ეძებს. ვერ გავარკვიეთ სად გაუჩინარდა", – ამბობს ცოტნე ჭანტურიძის დედა ელისო ჭეიშვილი.
შემთხვევის ადგილას საგანგებო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
ქუთაისელი ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად საირმეში დასასვენებლად ხუთი დღის წინ წავიდა.