პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუგა კუზანოვის რჩევები მომავალ დედებს - რით ეხმარება პლასტიკური ქირურგია ახალნამშობიარევ ქალებს
გუგა კუზანოვის რჩევები მომავალ დედებს - რით ეხმარება პლასტიკური ქირურგია ახალნამშობიარევ ქალებს

მას შემ­დეგ, რაც ოჯახს ახა­ლი წევ­რი ემა­ტე­ბა და ცვლის მის ირ­გვლივ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას, ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც ახა­ლი საზ­რუ­ნა­ვის გარ­და, ჩნდე­ბა ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რაც ორ­სუ­ლო­ბის შე­დე­გად და­კარ­გულ ფორ­მებს ეხე­ბა. XXI სა­უ­კუ­ნე­ში მე­დი­ცი­ნა ისე და­იხ­ვე­წა, რომ მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტეთ, ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის­თვის, გუგა კუ­ზა­ნო­ვის­თვის გვე­კი­თხა, ყვე­ლა­ზე ხში­რად რა ჩი­ვი­ლე­ბით მი­მარ­თა­ვენ ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი ქა­ლე­ბი და რის გა­კე­თე­ბას ითხო­ვენ ფორ­მა­ში ჩა­სად­გო­მად.

- ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ ნო­მე­რი პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა ზედ­მე­ტი წო­ნაა. ნე­ბის­მი­ე­რი ქალი ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში წო­ნა­ში იმა­ტებს, ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი კი მკვეთ­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მუც­ლის, წე­ლის არე­ში, ხში­რად მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში იკ­ლე­ბენ, მაგ­რამ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი მა­ინც პრობ­ლე­მუ­რი რჩე­ბათ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კი ვა­კე­თებთ ლი­პო­საქ­ცი­ას. გარ­და ამი­სა, შვი­ლოს­ნო­ბის შემ­დეგ ქა­ლებს უჩ­ნდე­ბათ კა­ნის პრობ­ლე­მა და ამის­თვი­საც მოგ­ვმარ­თა­ვენ ხოლ­მე. ორ­სუ­ლო­ბი­სას გა­და­ჭი­მუ­ლი კანი, კარ­გავს ელას­ტი­უ­რო­ბას, არ იკუმ­შე­ბა კარ­გად და ძველ იერ­სა­ხეს ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დე­გაც ვერ იბ­რუ­ნებს, ანუ ხდე­ბა კა­ნის დაშ­ვე­ბა, მოჭ­მუჭნ­ვა, რა­საც ფტო­ზი ჰქვია. ამ დროს კეთ­დე­ბა მუც­ლის წინა კედ­ლის პლას­ტი­კა, ზედ­მეტ კანს ვკვეთთ, ვჭი­მავთ და ა.შ. მე­სა­მე და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რაც ქა­ლებს აწუ­ხებთ, ეს მკერ­დის "გა­ფუ­ჭე­ბაა", მით უმუ­ტეს მა­შინ, როცა ბავ­შვს დიდ­ხანს აჭ­მე­ვენ ძუ­ძუს. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ვა­კე­თებთ მკერ­დის ლიფ­ტინგს ან პრო­თე­ზი­რე­ბას, იმპლან­ტებს ვდგამთ შიგ­ნით, რად­გან არა მარ­ტო ფორ­მა, ზო­მაც იც­ვლე­ბა. ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც წესი, მკერ­დი გა­დი­დე­ბუ­ლია, შემ­დეგ კი პა­ტა­რავ­დე­ბა, ეს ბევ­რს არ მოს­წონს და აუგმენ­ტა­ცი­ის­თვის, ანუ გა­დი­დე­ბის­თვის მოგ­ვმარ­თა­ვენ.

- სა­კე­ის­როს შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნად ხში­რად მოგ­მარ­თა­ვენ ნა­წი­ბუ­რის პლას­ტი­კის­თვის?

- ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სა­კე­ის­როს დროს გა­კე­თე­ბუ­ლი ნა­წი­ბუ­რი უხე­ში რჩე­ბა, მუც­ლის წინა კე­დელს ქვე­და და ზედა ნა­წი­ლე­ბად ყოფს, რაც აშ­კა­რად თვალ­ში სა­ცე­მია, ამ დრო­საც ვა­კე­თებთ პლას­ტი­კას, ძვე­ლი იერ­სა­ხის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

- თუ შე­გიძ­ლი­ათ, ჩვენს მკი­თხველს მის­ცეთ რჩე­ვა, რო­გორ აი­ცი­ლონ ეს პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­დან? გა­სა­გე­ბია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ორ­გა­ნიზმსა და კან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც.

- პირ­ვე­ლი რჩე­ვა არის ის, რომ ქა­ლებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ფორ­მა და ძა­ლი­ან არ უნდა გა­სუქ­დნენ. გა­სა­გე­ბია, რომ ნა­ყოფს კვე­ბა, ვი­ტა­მი­ნე­ბი სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ორ­სუ­ლო­ბი­სას ქალი უზო­მოდ ჭამს და ძა­ლი­ან სუქ­დე­ბა. კარ­გია, თუ ასეთ ვი­თა­რე­ბას თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

გუგა კუზანოვის რჩევები მომავალ დედებს - რით ეხმარება პლასტიკური ქირურგია ახალნამშობიარევ ქალებს

გუგა კუზანოვის რჩევები მომავალ დედებს - რით ეხმარება პლასტიკური ქირურგია ახალნამშობიარევ ქალებს

მას შემდეგ, რაც ოჯახს ახალი წევრი ემატება და ცვლის მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრებას, ქალის ცხოვრებაშიც ახალი საზრუნავის გარდა, ჩნდება ახალი პრობლემები, რაც ორსულობის შედეგად დაკარგულ ფორმებს ეხება. XXI საუკუნეში მედიცინა ისე დაიხვეწა, რომ მსგავსი საკითხების მოგვარება პრობლემას არ წარმოადგენს. ჰოდა, გადავწყვიტეთ, ცნობილი პლასტიკური ქირურგისთვის, გუგა კუზანოვისთვის გვეკითხა, ყველაზე ხშირად რა ჩივილებით მიმართავენ ახალნამშობიარევი ქალები და რის გაკეთებას ითხოვენ ფორმაში ჩასადგომად.

- ორსულობის შემდეგ ნომერი პირველი პრობლემა ზედმეტი წონაა. ნებისმიერი ქალი ფეხმძიმობის პერიოდში წონაში იმატებს, ზედმეტი კილოგრამები კი მკვეთრად გამოიხატება მუცლის, წელის არეში, ხშირად მშობიარობის შემდეგ წონაში იკლებენ, მაგრამ ზემოხსენებული ადგილები მაინც პრობლემური რჩებათ, ასეთ შემთხვევაში კი ვაკეთებთ ლიპოსაქციას. გარდა ამისა, შვილოსნობის შემდეგ ქალებს უჩნდებათ კანის პრობლემა და ამისთვისაც მოგვმართავენ ხოლმე. ორსულობისას გადაჭიმული კანი, კარგავს ელასტიურობას, არ იკუმშება კარგად და ძველ იერსახეს ბავშვის გაჩენის შემდეგაც ვერ იბრუნებს, ანუ ხდება კანის დაშვება, მოჭმუჭნვა, რასაც ფტოზი ჰქვია. ამ დროს კეთდება მუცლის წინა კედლის პლასტიკა, ზედმეტ კანს ვკვეთთ, ვჭიმავთ და ა.შ. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ქალებს აწუხებთ, ეს მკერდის "გაფუჭებაა", მით უმუტეს მაშინ, როცა ბავშვს დიდხანს აჭმევენ ძუძუს. ასეთ ვითარებაში ვაკეთებთ მკერდის ლიფტინგს ან პროთეზირებას, იმპლანტებს ვდგამთ შიგნით, რადგან არა მარტო ფორმა, ზომაც იცვლება. ლაქტაციის პერიოდში, როგორც წესი, მკერდი გადიდებულია, შემდეგ კი პატარავდება, ეს ბევრს არ მოსწონს და აუგმენტაციისთვის, ანუ გადიდებისთვის მოგვმართავენ.

- საკეისროს შემთხვევაში რამდენად ხშირად მოგმართავენ ნაწიბურის პლასტიკისთვის?

- ზოგ შემთხვევაში საკეისროს დროს გაკეთებული ნაწიბური უხეში რჩება, მუცლის წინა კედელს ქვედა და ზედა ნაწილებად ყოფს, რაც აშკარად თვალში საცემია, ამ დროსაც ვაკეთებთ პლასტიკას, ძველი იერსახის დასაბრუნებლად.

- თუ შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველს მისცეთ რჩევა, როგორ აიცილონ ეს პრობლემები თავიდან? გასაგებია, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და ორგანიზმსა და კანზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც.

- პირველი რჩევა არის ის, რომ ქალებმა შეინარჩუნონ ფორმა და ძალიან არ უნდა გასუქდნენ. გასაგებია, რომ ნაყოფს კვება, ვიტამინები სჭირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ორსულობისას ქალი უზომოდ ჭამს და ძალიან სუქდება. კარგია, თუ ასეთ ვითარებას თავიდან ავიცილებთ.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია