შიო მღვიმის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლი უკვე დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული და ბუჩქები იწვის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ლოკალიზებას რთული მდებარეობა უშლის ხელს – ხანძარი გაჩენილია მთაზე და უფრო და უფრო ზემოთ ვრცელდება. მათივე ცნობით, იმის გამო, რომ ადგილი მიუვალია, ჩაქრობას ნიჩბებით ცდილობენ.