საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა" - გოგა ხაინდრავას პირველი კომენტარი კოდუას განცხადებაზე
"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა" - გოგა ხაინდრავას პირველი კომენტარი კოდუას განცხადებაზე

გოგა ხა­ინ­დრა­ვა სოდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ერეკ­ლე კო­დუ­ას გან­ცხა­დე­ბას იმის შეს­ხა­ებ, რომ მას ლონ­დონ­ში ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვას ლიკ­ვი­და­ცია და­უკ­ვე­თა ში­ზოფ­რე­ნი­ად აფა­სებს.

"ეს არის ში­ზოფ­რე­ნია, ავად­მყო­ფო­ბა. დიდი ხა­ნია ვამ­ბობ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი, უგუ­ლა­ვა, ბო­კე­რია, კო­დუა არინ ში­ზოფ­რე­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი. ეს ავად­მყო­ფო­ბა უკვე ისეთ ხა­რისხში გა­და­ვი­და, თვი­თონ აღარ იცი­ან უკვე რას აკე­თე­ბენ. კო­დუ­ას იმ ცუდი ოფი­ცი­ან­ტი­ვით მო­უ­ვი­და, დაკ­ვე­თე­ბი რომ ერე­ვა ხოლ­მე – რო­გორც ჩანს ჩემი მკვლე­ლო­ბა სა­ა­კაშ­ვილ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­უკ­ვე­თეს და პა­ტარ­კა­ციშ­ვილს გა­და­აბ­რა­ლა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გოგა ხა­ინ­დრა­ვამ.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სოდ-ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ერეკ­ლე კო­დუ­ამ რუს­თა­ვი2-ის ჟურ­ნა­ლის­ტთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი­სა და მისი სა­უბ­რის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა: კო­დუა აცხა­დებს, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა მას ის სა­ხე­ლი და გვა­რი ვისი ლიკ­ვი­და­ცი­ას კი­დევ სამ პი­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ესე­ნი მი­სი­ვე გუნ­დის წევ­რე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ და და­აბ­რა­ლებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამის შემ­დეგ და­ი­წყე­ბო­და მა­სობ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბა. რა­საც მოჰ­ყვე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა.

"ის ერთი ადა­მი­ა­ნი, პირ­და­პირ მი­თხრა, და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­თხრა,- გოგა ხა­ინ­დრა­ვა და მე ეს ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ერთი ეს ადა­მი­ა­ნიო და და­ნარ­ჩენ სამ ადა­მი­ანს, უკვე მო­მა­წო­დებ­და სიას. მისი გუნ­დის წევ­რებს ეტყო­ბა იცი­ლებ­და, არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა მერე არ უნ­დო­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ან ისე­თი ხალ­ხი ამო­ირ­ჩია რომ 100%-ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ ეს ამათ­მა გა­ა­კე­თეს". - პა­სუ­ხობს ერეკ­ლე კო­დუა.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ერეკ­ლე კო­დუა: "პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვას ლიკ­ვი­და­ცია და­მიკ­ვე­თა"

-"მე­რა­ბიშ­ვი­ლი უნდა მო­მეკ­ლა" - ერეკ­ლე კო­დუა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა" - გოგა ხაინდრავას პირველი კომენტარი კოდუას განცხადებაზე

"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა" - გოგა ხაინდრავას პირველი კომენტარი კოდუას განცხადებაზე

გოგა ხაინდრავა სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას განცხადებას იმის შესხაებ, რომ მას ლონდონში ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას ლიკვიდაცია დაუკვეთა შიზოფრენიად აფასებს.

"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა. დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ბოკერია, კოდუა არინ შიზოფრენიით დაავადებული ხალხი. ეს ავადმყოფობა უკვე ისეთ ხარისხში გადავიდა, თვითონ აღარ იციან უკვე რას აკეთებენ. კოდუას იმ ცუდი ოფიციანტივით მოუვიდა, დაკვეთები რომ ერევა ხოლმე – როგორც ჩანს ჩემი მკვლელობა სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დაუკვეთეს და პატარკაციშვილს გადააბრალა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გოგა ხაინდრავამ.

რამდენიმე წუთის წინ სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ რუსთავი2-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში ბადრი პატარკაციშვილისა და მისი საუბრის დეტალებზე ისაუბრა: კოდუა აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა მას ის სახელი და გვარი ვისი ლიკვიდაციას კიდევ სამ პიროვნებასთან ერთად უნდა მომხდარიყო. ესენი მისივე გუნდის წევრები უნდა ყოფილიყვნენ და დააბრალებდა ხელისუფლებას და ამის შემდეგ დაიწყებოდა მასობრივი მღელვარება. რასაც მოჰყვებოდა სახელმწიფოებრი გადატრიალება.

"ის ერთი ადამიანი, პირდაპირ მითხრა, დაუფიქრებლად მითხრა,- გოგა ხაინდრავა და მე ეს ძალიან გამიკვირდა, ერთი ეს ადამიანიო და დანარჩენ სამ ადამიანს, უკვე მომაწოდებდა სიას. მისი გუნდის წევრებს ეტყობა იცილებდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ შეიძლება მერე არ უნდოდა ურთიერთობა, ან ისეთი ხალხი ამოირჩია რომ 100%-ში დარწმუნებული ყოფილიყო საზოგადოება, რომ ეს ამათმა გააკეთეს". - პასუხობს ერეკლე კოდუა.

დაგაინტერესებთ: ერეკლე კოდუა: "პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას ლიკვიდაცია დამიკვეთა"

-"მერაბიშვილი უნდა მომეკლა" - ერეკლე კოდუა