პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხეში "ცხვარი და 20-ლიტრიანი შედიოდა" - რას ჰყვება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის სამი მოწმე
"ციხეში "ცხვარი და 20-ლიტრიანი შედიოდა" - რას ჰყვება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის სამი მოწმე

ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დაც­ვის მხა­რის სამი მოწ­მე და­კი­თხა, რომ­ლებ­მაც პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან ზე­წო­ლის ფაქ­ტებ­ზე ისა­უბ­რეს. და­ი­კი­თხა მოწ­მე ჯონი ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო. მოწ­მემ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მას­ზე ზე­წო­ლას ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის მიზ­ნით ახ­დენ­დნენ.

სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­კი­თხა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვით ვე­კუ­აც, რო­მე­ლიც ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან ერ­თად ე.წ. 7 სპეც­რაზ­მე­ლის წა­მე­ბის საქ­მე­ზე იყო ბრალ­დე­ბუ­ლი, სა­დაც მის მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა. ვე­კუ­ამ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის მიზ­ნით გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ზე­წო­ლას მას­ზეც ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

"ჩემ­გან ითხოვ­დნენ, მეთ­ქვა, რომ 7 სპეც­რაზ­მე­ლი, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით იყ­ვნენ, ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით ვა­წა­მეთ. მას შემ­დეგ, რაც ამა­ზე უარი ვთქვი, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლო­ში ითხოვ­და ჩემ­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას. თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ვე­კუ­ამ.

დღეს­ვე სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­კი­თხა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გაგა მკურ­ნა­ლი­ძე, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც მკურ­ნა­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, იგი სა­კან­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია დღეს და­კი­თხულ მოწ­მეს­თან, ჯონი ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად და მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს.

გაგა მკურ­ნა­ლი­ძემ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ბაჩო ახა­ლა­ი­ას მის­ვლამ­დე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, სა­ნამ სად-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­დე­ბო­და, ცი­ხე­ებ­ში სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა იყო, მათ შო­რის, მკურ­ნა­ლი­ძის თქმით, არა­ერთ აკ­რძა­ლულ ნივ­თთან ერ­თად, ცი­ხე­ში "ცხვა­რი და 20-ლიტ­რი­ა­ნი შე­დი­ო­და". მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავა­რია მოხ­და. "იყო სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა, მათ შო­რის, შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ძებ­ნი­ლი პირი ცი­ხე­ში იმა­ლე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და მკურ­ნა­ლი­ძემ.

ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე ბაჩო ახა­ლა­ი­ას და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დაც­ვის მხა­რის მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვის ეტა­პით 5 აგ­ვის­ტოს გა­ნახ­ლდე­ბა.

"ციხეში "ცხვარი და 20-ლიტრიანი შედიოდა" - რას ჰყვება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის სამი მოწმე

"ციხეში "ცხვარი და 20-ლიტრიანი შედიოდა" - რას ჰყვება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის სამი მოწმე

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის სამი მოწმე დაკითხა, რომლებმაც პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. დაიკითხა მოწმე ჯონი ივანიშვილი, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების #1 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. მოწმემ აღნიშნა, რომ გამომძიებლები მასზე ზეწოლას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიზნით ახდენდნენ.

სასამართლოში დაიკითხა თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დავით ვეკუაც, რომელიც ბაჩო ახალაიასთან ერთად ე.წ. 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე იყო ბრალდებული, სადაც მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა. ვეკუამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიზნით გამომძიებლები ზეწოლას მასზეც ახორციელებდნენ.

"ჩემგან ითხოვდნენ, მეთქვა, რომ 7 სპეცრაზმელი, რომლებიც საქმეში დაზარალებულის სტატუსით იყვნენ, ბაჩო ახალაიას დავალებით ვაწამეთ. მას შემდეგ, რაც ამაზე უარი ვთქვი, პროკურატურა სასამართლოში ითხოვდა ჩემთვის უფლებამოსილების შეჩერებას. თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა", - განაცხადა ვეკუამ.

დღესვე სასამართლოში დაიკითხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გაგა მკურნალიძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. როგორც მკურნალიძემ განაცხადა, იგი საკანში მოთავსებულია დღეს დაკითხულ მოწმესთან, ჯონი ივანიშვილთან ერთად და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაციას ფლობს.

გაგა მკურნალიძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას მისვლამდე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სანამ სად-ის ხელმძღვანელი გახდებოდა, ციხეებში სრული განუკითხაობა იყო, მათ შორის, მკურნალიძის თქმით, არაერთ აკრძალულ ნივთთან ერთად, ციხეში "ცხვარი და 20-ლიტრიანი შედიოდა". მისივე ინფორმაციით, იყო შემთხვევა, როდესაც ზონის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. "იყო სრული განუკითხაობა, მათ შორის, შემთხვევა, როდესაც ძებნილი პირი ციხეში იმალებოდა", - განაცხადა მკურნალიძემ.

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვის ეტაპით 5 აგვისტოს განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ