მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ იზრდის მკერდს მაკა შალიკაშვილი
რატომ არ იზრდის მკერდს მაკა შალიკაშვილი

გა­და­ცე­მა "1002 ღა­მის" წამ­ყვან მაკა შა­ლი­კაშ­ვილს სა­ზა­ფხუ­ლო თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ. მარ­თა­ლია, ჩვენს რეს­პონ­დენტს ზღვა არ უყ­ვარს, მაგ­რამ შვი­ლის – თი­ნა­ნოს, გამო აგ­ვის­ტო­ში მა­ინც ბა­თუმ­ში აპი­რებს წას­ვლას.

- მაკა, თბი­ლის­ში ხარ, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი ნამ­ზე­უ­რი გაქვს და კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი...

- თუ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ეს გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ვა­ღი­ა­რებ, რომ წელს პირ­ვე­ლად შე­მე­შინ­და ასა­კის და გა­დავ­წყვი­ტე, და­ვი­წყო ვარ­ჯი­ში. ამ ეტაპ­ზე მზე­ზე წო­ლას ვარ­ჩევ, შემ­დეგ­ში კი ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვა­ზე გა­და­ვალ, ვი­მე­დოვ­ნებ, სხე­უ­ლის მოვ­ლის კულ­ტუ­რა და­ი­ნერ­გე­ბა ჩემ­ში. აუზ­ზე დავ­დი­ვარ, თან ვერ­თო­ბი და თან ვირუ­ჯე­ბი, ისე­დაც მუქი ფე­რის კანი მაქვს და ად­ვი­ლად ვი­ღებ ნამ­ზე­ურს, სულ რა­ღაც 3-4 დღე­ში შე­მიძ­ლია, ასე­თი ფერი გავ­ხდე.

- გა­რუ­ჯვის შე­ნე­უ­ლი ხერ­ხე­ბი გაქვს?

- არა, არა­ფერს ვის­ვამ, კარ­გად გა­სა­რუ­ჯად წყა­ლი და მზეც საკ­მა­რი­სია ჩემ­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, არას­დროს დავმწვარ­ვარ, პლაჟ­ზე არ დამ­ძი­ნე­ბია და ა.შ. სა­ერ­თოდ, მზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, არ მა­წუ­ხებს მზის ქვეშ ყოფ­ნა, მოკ­ლედ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე და მზეს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს.

- კანს თუ უვლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად?

- პრობ­ლე­მუ­რი კანი არ მაქვს, ალ­ბათ ამი­ტომ კოს­მე­ტო­ლოგ­თან არ ვყო­ფილ­ვარ, ცოტა ხნის წინ მინ­დო­და მის­ვლა, მაგ­რამ მი­თხრა, ნა­რუ­ჯი გა­და­გი­ვაო და ამი­ტომ თავი შე­ვი­კა­ვე. შე­ვამ­ჩნიე, რომ მი­მი­კუ­რი ნა­ო­ჭე­ბი გა­მიჩ­ნდა და მირ­ჩე­ვენ, ბო­ტოქ­სი გა­ვი­კე­თო, მაგ­რამ არ მომ­წონს ეს ბო­ტოქ­სი, მგო­ნია, მერე ვე­ღარ და­ვი­მორ­ჩი­ლებ სა­კუ­თარ ემო­ცი­ას, შუბ­ლის შეჭ­მუხნ­ვა რომ დამ­ჭირ­დე­ბა, ვერ შევჭმუხ­ნი და ა.შ. არას­დროს მი­მი­მარ­თავს კა­ნის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის ამ ხერ­ხის­თვის და არც ვა­პი­რებ, ტუ­ჩი­და­ნაც გელი უკან ამო­ვი­ღე, უკვე ტუ­ჩიც ბუ­ნებ­რი­ვი მაქვს, ესეც მომ­წონს. მკერ­დსაც არ ვიზ­რდი, რად­გან მაკ­მა­ყო­ფი­ლებს ის, რაც მაქვს, მოკ­ლედ, ბუ­ნებ­რი­ო­ბას ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას.

- ტუ­ჩი­დან გელი მხო­ლოდ იმი­ტომ ამო­ი­ღე, რომ აღარ გინ­დო­და, თუ პრობ­ლე­მა შე­გექ­მნა?

- არა, გელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაც იყო და ამო­ღე­ბა ვარ­ჩიე.

- ზა­ფხუ­ლის გა­ტა­რე­ბას სად აპი­რებ?

- ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე ვმუ­შა­ობ და შემ­დეგ წა­ვალ ბა­თუმ­ში ჩემს მე­გო­ბარ თა­მარ პო­პი­აშ­ვილ­თან, ჩემს საყ­ვა­რელ თი­ნა­ნოს­თან ერ­თად. ბავ­შვს უხა­რია ზღვა­ზე ყოფ­ნა, თო­რემ მე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ ვი­ღებ. ხომ იცი, არი­ან ტი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც თუ ზღვა­ზე არ მი­დი­ან, იმ ზა­ფხულს ზა­ფხუ­ლად არ მი­იჩ­ნე­ვენ, არა­და, რე­ა­ლუ­რად იქ ვერ ის­ვე­ნე­ბენ. ხან წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბია და მერე იმ და­ხარ­ჯულ ფულს მის­ტი­რი­ან, მაგ­რამ მე ასე არ ვარ... რამ­დენ­ჯე­რაც მო­დას ავ­ყე­ვი და ბა­თუმ­ში წა­ვე­დი, კმა­ყო­ფი­ლი ვერ დავ­ბრუნ­დი.

სა­ერ­თოდ, ზღვა არ მიყ­ვარს, სივ­რცის მე­ში­ნია და ზღვა­ში ვერ ვცუ­რავ, აუზ­ში კი ამის პრობ­ლე­მა არ მაქვს. გარ­და ამი­სა, მე­ში­ნია მიკ­რო­ბე­ბის და ეს შიში იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ მარ­თლა მე­მარ­თე­ბა რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბე­ბი. იმ­დე­ნი ფუ­ლიც არ მაქვს, რომ წა­ვი­დე, სას­ტუმ­რო­ში ვი­ცხოვ­რო, აუზ­ში ვი­ცუ­რაო და იმის იქით არ გა­ვი­დე. ასე თუ უნდა ვიყო, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სად ვიქ­ნე­ბი, თბი­ლის­ში რო­მე­ლი­მე აუზ­ზე, თუ ბა­თუმ­ში?! ამ ვი­თა­რე­ბა­ში აქაც მშვე­ნივ­რად ვგრძნობ თავს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რატომ არ იზრდის მკერდს მაკა შალიკაშვილი

რატომ არ იზრდის მკერდს მაკა შალიკაშვილი

გადაცემა ''1002 ღამის'' წამყვან მაკა შალიკაშვილს საზაფხულო თემაზე ვესაუბრეთ. მართალია, ჩვენს რესპონდენტს ზღვა არ უყვარს, მაგრამ შვილის – თინანოს, გამო აგვისტოში მაინც ბათუმში აპირებს წასვლას.

- მაკა, თბილისში ხარ, მაგრამ ძალიან კარგი ნამზეური გაქვს და კარგად გამოიყურები...

- თუ კარგად გამოვიყურები, ეს გენეტიკის დამსახურებაა. ვაღიარებ, რომ წელს პირველად შემეშინდა ასაკის და გადავწყვიტე, დავიწყო ვარჯიში. ამ ეტაპზე მზეზე წოლას ვარჩევ, შემდეგში კი ფიზიკურ დატვირთვაზე გადავალ, ვიმედოვნებ, სხეულის მოვლის კულტურა დაინერგება ჩემში. აუზზე დავდივარ, თან ვერთობი და თან ვირუჯები, ისედაც მუქი ფერის კანი მაქვს და ადვილად ვიღებ ნამზეურს, სულ რაღაც 3-4 დღეში შემიძლია, ასეთი ფერი გავხდე.

- გარუჯვის შენეული ხერხები გაქვს?

- არა, არაფერს ვისვამ, კარგად გასარუჯად წყალი და მზეც საკმარისია ჩემთვის. შესაბამისად, არასდროს დავმწვარვარ, პლაჟზე არ დამძინებია და ა.შ. საერთოდ, მზე ძალიან მიყვარს, არ მაწუხებს მზის ქვეშ ყოფნა, მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ მე და მზეს დიდი სიყვარული გვაქვს.

- კანს თუ უვლი განსაკუთრებულად?

- პრობლემური კანი არ მაქვს, ალბათ ამიტომ კოსმეტოლოგთან არ ვყოფილვარ, ცოტა ხნის წინ მინდოდა მისვლა, მაგრამ მითხრა, ნარუჯი გადაგივაო და ამიტომ თავი შევიკავე. შევამჩნიე, რომ მიმიკური ნაოჭები გამიჩნდა და მირჩევენ, ბოტოქსი გავიკეთო, მაგრამ არ მომწონს ეს ბოტოქსი, მგონია, მერე ვეღარ დავიმორჩილებ საკუთარ ემოციას, შუბლის შეჭმუხნვა რომ დამჭირდება, ვერ შევჭმუხნი და ა.შ. არასდროს მიმიმართავს კანის გაახალგაზრდავების ამ ხერხისთვის და არც ვაპირებ, ტუჩიდანაც გელი უკან ამოვიღე, უკვე ტუჩიც ბუნებრივი მაქვს, ესეც მომწონს. მკერდსაც არ ვიზრდი, რადგან მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს, მოკლედ, ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას.

- ტუჩიდან გელი მხოლოდ იმიტომ ამოიღე, რომ აღარ გინდოდა, თუ პრობლემა შეგექმნა?

- არა, გელთან დაკავშირებული პრობლემაც იყო და ამოღება ვარჩიე.

- ზაფხულის გატარებას სად აპირებ?

- ივლისის ბოლომდე ვმუშაობ და შემდეგ წავალ ბათუმში ჩემს მეგობარ თამარ პოპიაშვილთან, ჩემს საყვარელ თინანოსთან ერთად. ბავშვს უხარია ზღვაზე ყოფნა, თორემ მე დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ. ხომ იცი, არიან ტიპები, რომლებიც თუ ზღვაზე არ მიდიან, იმ ზაფხულს ზაფხულად არ მიიჩნევენ, არადა, რეალურად იქ ვერ ისვენებენ. ხან წვიმიანი ამინდებია და მერე იმ დახარჯულ ფულს მისტირიან, მაგრამ მე ასე არ ვარ... რამდენჯერაც მოდას ავყევი და ბათუმში წავედი, კმაყოფილი ვერ დავბრუნდი.

საერთოდ, ზღვა არ მიყვარს, სივრცის მეშინია და ზღვაში ვერ ვცურავ, აუზში კი ამის პრობლემა არ მაქვს. გარდა ამისა, მეშინია მიკრობების და ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ მართლა მემართება რაღაც დაავადებები. იმდენი ფულიც არ მაქვს, რომ წავიდე, სასტუმროში ვიცხოვრო, აუზში ვიცურაო და იმის იქით არ გავიდე. ასე თუ უნდა ვიყო, რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები, თბილისში რომელიმე აუზზე, თუ ბათუმში?! ამ ვითარებაში აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება