მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაქოში გიორგი სუხიტაშვილი სცემეს - რას ჰყვება მომღერალი, რომელიც კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდა
ბაქოში გიორგი სუხიტაშვილი სცემეს - რას ჰყვება მომღერალი, რომელიც კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდა

გუ­შინ ბა­ქო­ში "ნეფტ­ჩი­სა" და სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რას" მატჩზე ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­საც შე­უ­რა­ცხყო­ფა და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მი­ა­ყე­ნეს. რამ­დე­ნი­მე მუჯ­ლუ­გუ­ნი მა­საც უთა­ვა­ზეს.

Ambebi.ge გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- თა­მაშ­ზე ვი­ყა­ვი და მთე­ლი ამ­ბა­ვი "ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ქო­მა­გის" მიერ გა­მო­კი­დე­ბულ ბა­ნერს მოჰ­ყვა. არა­და, რო­გორც ვიცი, ეს ბა­ნე­რი სხვა მატ­ჩებ­ზეც ხში­რად გა­მო­უ­ფე­ნი­ათ და ამა­ზე პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა. მაგ­რამ იქ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად ჩან­და, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ში­ნა­არ­სის იყო. მან გულ­შე­მატ­კივ­რის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია, რაც მერე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

- ხე­ლით შენც შე­გეხ­ნენ?

- წა­სუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით კონ­კრე­ტუ­ლი გუნ­დის, სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რის" სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ. ტრი­ბუ­ნებ­ზე ვის­ხე­დით, არც და­მი­ნა­ხავს ის ბა­ნე­რი და არც ის, მას­ზე რა ეწე­რა, მაგ­რამ და­ვი­ნა­ხე, რომ მო­ვი­და კლუ­ბის დი­რექ­ტო­რი და "ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ქო­მა­გებს" სთხო­ვა, იქ­ნებ აი­ღოთ, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ღი­ზი­ან­დაო. ქო­მა­გე­ბი ამ­ბობ­დნენ, ბა­ნერს არ ავი­ღებ­თო, რა­მაც ჩვენ­შიც მცი­რე გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია. დიახ, ჩემ­თვი­საც გა­უ­გე­ბა­რი გახ­და, - თუ გუნდს გულ­შე­მატ­კივ­რობ, იქ და­კარ­გუ­ლი, დათ­მო­ბი­ლი, თუ გა­ჩუ­ქე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი სლო­გა­ნე­ბის გა­კე­თე­ბა ცოტა უაზ­რო­ბა იყო. დიახ, სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი სლო­გა­ნე­ბის გა­მო­კი­დე­ბა, ჩემ­თვის, რო­გორც სპორ­ტის ერთ-ერთი გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ იქ სპორ­ტის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ვიმ­ყო­ფე­ბი.გა­სა­გე­ბია, რომ ვარ ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ ის ყვე­ლა­ფე­რი ვი­მე­ო­რებ, პრო­ვო­კა­ცი­ის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­და. მერე გა­ირ­კვა, რომ წარ­მოქ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ე­რივ­ნენ სა­ელ­ჩო­ე­ბი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი (აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ჩვე­ნი), ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო. ეს რომ გულ­შე­მატ­კივ­რის გუ­ლუბ­რყვი­ლო შეც­დო­მა იყოს, მგო­ნი, და­მე­თან­ხმე­ბით, ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი არ მოჰ­ყვე­ბო­და. ეს იყო სა­კა­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი, ორ ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გაღ­ვი­ვე­ბის მცდე­ლო­ბა. ამი­ტო­მაც მოჰ­ყვა ის, რაც მოჰ­ყვა.

- ტრი­ბუ­ნე­ბი­დან რომ გა­გიყ­ვა­ნეს, რა მოხ­და მერე?

- მო­ვი­და მათი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, დი­ა­ლო­გი არ მეს­მო­და, მო­შო­რე­ბით ვი­დე­ქი, ითხოვ­და, რომ ეს ბა­ნე­რი მათ­თვის გა­და­ე­ცათ და ამით დამ­თავ­რდე­ბო­და ის აურ­ზა­უ­რი. ქო­მა­გებ­მა არ დათ­მეს ბა­ნე­რი და ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა, ჩხუ­ბი და­ი­წყო. ვი­ნა­ი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ბევ­რი იყ­ვნენ, ძირს და­ცე­მუ­ლი "ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ქო­მა­გე­ბის" და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვი­ქე­ცი, რომ გა­დავ­ფა­რე­ბო­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ ბა­ნე­რის ში­ნა­არსს არ ვი­ზი­ა­რებ­დი, უკვე პრინ­ცი­პის ამ­ბა­ვი იყო, - რო­დე­საც შენი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე გან­საც­დელ­შია, უნდა და­ეხ­მა­რო. მოკ­ლედ, ამ ამ­ბავ­ში მოვ­ყე­ვი და იმ ბი­ჭებ­თამ ერ­თად, ცემა-ცე­მით ავ­ტო­ბუს­ში შე­მათ­რი­ეს. მან­ძი­ლი, რაც ავ­ტო­ბუ­სამ­დე გა­ვი­ა­რე, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც იყო, იმ­დე­ნი იმ­დე­ნი მუჯ­ლუ­გუ­ნი მომ­ხვდა.

მი­მაჩ­ნია, რომ ეს ამ­ბა­ვი არ უნდა გახ­დეს, ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი, რად­გა­ნაც გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გა­უ­გებ­რო­ბის ფონ­ზე მოხ­და. მაგ­რამ სპორ­ტის გულ­შე­მატ­კი­ვარს, იმა­ვე ქო­მა­გებს ვთხოვ, - რო­დე­საც გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია და რის­კის შემ­ცვე­ლია სლო­გა­ნე­ბი, ასეთ რა­ღა­ცებს მო­ვე­რი­დოთ. ჩვენ ხომ სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვარ?

მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია ის, რომ სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რა" სო­ლი­დუ­რი თან­ხით და­ჯა­რიმ­და და კი­დევ, რო­გორც გა­ვი­გე, მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე გან­მე­ო­რე­ბით მატჩზე სან­ქცია იმოქ­მე­დებს (ერთი ტრი­ბუ­ნა ცა­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა). ამ ყვე­ლაფ­რით ჩვე­ნი­ვე გუნ­დი და­ვა­ზა­რა­ლეთ და მეტი არა­ფე­რი. ამი­ტომ სპორ­ტის გულ­შე­მატ­კი­ვარს ვთხოვ, მე­ტად სპორ­ტუ­ლად მი­ვუდ­გეთ, ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ მათ მო­ე­დან­ზე შე­დე­გი აჩ­ვე­ნონ.

- მუჯ­ლუ­გუ­ნე­ბის შემ­დეგ თავს რო­გორ გრძნობ?

- რომ ვთქვა, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­და-მეთ­ქი, - არა. უბ­რა­ლოდ, გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოვ­ყე­ვი, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ერ­თოდ არ მე­კუთ­ვნო­და ცემა, მეც მი­თა­ვა­ზეს. ინ­ცი­დენ­ტი მალე აღ­მო­ი­ფხვრა. მად­ლო­ბა ჩვენს სა­ელ­ჩოს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას.

მაგ­რამ ვი­საც ეს ეხე­ბა, თხოვ­ნა მექ­ნე­ბა, ამ­დაგ­ვა­რი რა­ღა­ცე­ბი გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იყოს. ეს ბა­ნე­რი ამ­დე­ნი ხა­ნია და­აქვთ, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არა­ვის მი­უქ­ცე­ვია... ახლა რომ უკ­ვით ეს, მე ეს მა­ო­ცებს. თუ ბა­ნე­რებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სწო­რია, მა­შინ მთავ­რო­ბამ უნდა და­იც­ვას გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. ამ­ჟა­მად რომ ატყდა ამა­ზე ამ­ბა­ვი, რა გა­მო­დის, - იქ დად­გა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის საფრ­თხე და იქ და­ირ­ღვა სა­ერ­თა­ში­ო­რი­სო კონ­ვენ­ცია?! თუ თბი­ლის­ში გა­მოვ­კი­დებთ იმ ბა­ნერს, მა­შინ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე არ ნა­ხავს და არ გა­ღი­ზი­ან­დე­ბა? არ მეს­მის ლო­გი­კა. ამას ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­მაც უნდა მი­აქ­ცი­ოს ყურ­დღე­ბა. მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, აქამ­დე ამ ბა­ნერს აქ რა­ტომ არ მი­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბა?! მა­ინ­ტე­რე­სებს სი­მარ­თლე, რა­ტომ მოხ­და ის, რაც მოხ­და.

ვი­დეო

ლალი ფა­ცია

სპო­ე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ბაქოში გიორგი სუხიტაშვილი სცემეს - რას ჰყვება მომღერალი, რომელიც კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდა

ბაქოში გიორგი სუხიტაშვილი სცემეს - რას ჰყვება მომღერალი, რომელიც კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდა

გუშინ ბაქოში "ნეფტჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩზე ქართველი ფეხბურთელების საგულშემატკივროდ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილიც იმყოფებოდა, რომელსაც შეურაცხყოფა დაუმსახურებლად მიაყენეს. რამდენიმე მუჯლუგუნი მასაც უთავაზეს.

Ambebi.ge გიორგი სუხიტაშვილს დაუკავშირდა.

- თამაშზე ვიყავი და მთელი ამბავი "ქართული სპორტის ქომაგის" მიერ გამოკიდებულ ბანერს მოჰყვა. არადა, როგორც ვიცი, ეს ბანერი სხვა მატჩებზეც ხშირად გამოუფენიათ და ამაზე პრობლემა არ ყოფილა. მაგრამ იქ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მათ დედაქალაქში გამაღიზიანებლად ჩანდა, პროვოკაციული შინაარსის იყო. მან გულშემატკივრის ყურადღება მიიქცია, რაც მერე სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

- ხელით შენც შეგეხნენ?

- წასულები ვიყავით კონკრეტული გუნდის, საჩხერის "ჩიხურის" საგულშემატკივროდ. ტრიბუნებზე ვისხედით, არც დამინახავს ის ბანერი და არც ის, მასზე რა ეწერა, მაგრამ დავინახე, რომ მოვიდა კლუბის დირექტორი და "ქართული სპორტის ქომაგებს" სთხოვა, იქნებ აიღოთ, გულშემატკივარი გაღიზიანდაო. ქომაგები ამბობდნენ, ბანერს არ ავიღებთო, რამაც ჩვენშიც მცირე გაუგებრობა გამოიწვია. დიახ, ჩემთვისაც გაუგებარი გახდა, - თუ გუნდს გულშემატკივრობ, იქ დაკარგული, დათმობილი, თუ გაჩუქებული ტერიტორიების დაბრუნებაზე სენტიმენტალური სლოგანების გაკეთება ცოტა უაზრობა იყო. დიახ, სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური შინაარსის შემცველი სლოგანების გამოკიდება, ჩემთვის, როგორც სპორტის ერთ-ერთი გულშემატკივრისთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ იქ სპორტის საგულშემატკივროდ ვიმყოფები.გასაგებია, რომ ვარ ქართველი, მაგრამ ის ყველაფერი ვიმეორებ, პროვოკაციის ნიშნებს შეიცავდა. მერე გაირკვა, რომ წარმოქმნილ სიტუაციაში მაღალ დონეზე ჩაერივნენ საელჩოები, შინაგან საქმეთა სამინისტროები (აზერბაიჯანის, ჩვენი), ფეხბურთის ფედერაცია, სპორტის სამინისტრო. ეს რომ გულშემატკივრის გულუბრყვილო შეცდომა იყოს, მგონი, დამეთანხმებით, ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყვებოდა. ეს იყო საკამაოდ სერიოზული, ორ ქვეყანასა და ხალხს შორის დაპირისპირების გაღვივების მცდელობა. ამიტომაც მოჰყვა ის, რაც მოჰყვა.

- ტრიბუნებიდან რომ გაგიყვანეს, რა მოხდა მერე?

- მოვიდა მათი შინაგან საქმეთა მინისტრი, დიალოგი არ მესმოდა, მოშორებით ვიდექი, ითხოვდა, რომ ეს ბანერი მათთვის გადაეცათ და ამით დამთავრდებოდა ის აურზაური. ქომაგებმა არ დათმეს ბანერი და ხელჩართული ბრძოლა, ჩხუბი დაიწყო. ვინაიდან აზერბაიჯანელები ბევრი იყვნენ, ძირს დაცემული "ქართული სპორტის ქომაგების" დასახმარებლად გავიქეცი, რომ გადავფარებოდი. მიუხედავად იმისა, რომ იმ ბანერის შინაარსს არ ვიზიარებდი, უკვე პრინციპის ამბავი იყო, - როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე განსაცდელშია, უნდა დაეხმარო. მოკლედ, ამ ამბავში მოვყევი და იმ ბიჭებთამ ერთად, ცემა-ცემით ავტობუსში შემათრიეს. მანძილი, რაც ავტობუსამდე გავიარე, რამდენი ადამიანიც იყო, იმდენი იმდენი მუჯლუგუნი მომხვდა.

მიმაჩნია, რომ ეს ამბავი არ უნდა გახდეს, ორი ქვეყნის ურთიერთობაში გარდამტეხი, რადგანაც გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება გაუგებრობის ფონზე მოხდა. მაგრამ სპორტის გულშემატკივარს, იმავე ქომაგებს ვთხოვ, - როდესაც გამაღიზიანებელია და რისკის შემცველია სლოგანები, ასეთ რაღაცებს მოვერიდოთ. ჩვენ ხომ სპორტის გულშემატკივრები ვარ?

მოკლედ, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ საჩხერის "ჩიხურა" სოლიდური თანხით დაჯარიმდა და კიდევ, როგორც გავიგე, მესხის სტადიონზე განმეორებით მატჩზე სანქცია იმოქმედებს (ერთი ტრიბუნა ცარიელი იქნება). ამ ყველაფრით ჩვენივე გუნდი დავაზარალეთ და მეტი არაფერი. ამიტომ სპორტის გულშემატკივარს ვთხოვ, მეტად სპორტულად მივუდგეთ, ვუგულშემატკივროთ ფეხბურთელებს, რომ მათ მოედანზე შედეგი აჩვენონ.

- მუჯლუგუნების შემდეგ თავს როგორ გრძნობ?

- რომ ვთქვა, სამედიცინო დახმარება დამჭირდა-მეთქი, - არა. უბრალოდ, გაუგებრობაში მოვყევი, - მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მეკუთვნოდა ცემა, მეც მითავაზეს. ინციდენტი მალე აღმოიფხვრა. მადლობა ჩვენს საელჩოს აზერბაიჯანში, ფეხბურთის ფედერაციას.

მაგრამ ვისაც ეს ეხება, თხოვნა მექნება, ამდაგვარი რაღაცები გამოძიებული იყოს. ეს ბანერი ამდენი ხანია დააქვთ, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია... ახლა რომ უკვით ეს, მე ეს მაოცებს. თუ ბანერებზე განთავსებული ინფორმაცია სწორია, მაშინ მთავრობამ უნდა დაიცვას გულშემატკივარი. ამჟამად რომ ატყდა ამაზე ამბავი, რა გამოდის, - იქ დადგა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე და იქ დაირღვა საერთაშიორისო კონვენცია?! თუ თბილისში გამოვკიდებთ იმ ბანერს, მაშინ აზერბაიჯანული მხარე არ ნახავს და არ გაღიზიანდება? არ მესმის ლოგიკა. ამას ფეხბურთის ფედერაციამაც უნდა მიაქციოს ყურდღება. მართლა სერიოზულად მაინტერესებს, აქამდე ამ ბანერს აქ რატომ არ მიექცა ყურადღება?! მაინტერესებს სიმართლე, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა.

ვიდეო

ლალი ფაცია

სპოეციალურად Ambebi.ge-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია