საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი საქციელი სახელმწიფო ღალატის ტოლფასია" - დაჩი გრძელიშვილი "ჩიხურას" მორიგ სკანდალურ მატჩზე
"ასეთი საქციელი სახელმწიფო ღალატის ტოლფასია" - დაჩი გრძელიშვილი "ჩიხურას" მორიგ სკანდალურ მატჩზე

ბა­ქოს "ნეფ­თჩი­სა" და სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რას" ფა­ნებს შო­რის ჩხუ­ბი მოხ­და.

მი­ზე­ზი კი "ჩი­ხუ­რას" ფა­ნე­ბის მიერ სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რუ­ქის ჩა­მო­კი­დე­ბა გახ­და, სა­დაც ზა­ქა­თა­ლა და შეკი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

ბა­ქოს "ნეფ­თჩი­სა" და სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რას" მატ­ჩის შემ­დეგ მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტი სან­დრო გო­ჩაშ­ვი­ლი და ოპე­რა­ტო­რი გი­ორ­გი ცხე­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე "ტვ3"-ის ჟურ­ნა­ლის­ტი რეზი ხუ­ციშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს (იხ. სტა­ტია - "მან­ქა­ნა­ში ჩაგვტე­ნეს, ოპე­რა­ტორს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ).

მომ­ხდარს ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მათ შო­რის არის ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც Facebook-ის პი­რად გვერ­დზე წერს:

Facebook/ დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი:

"დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, ასე­თი საქ­ცი­ე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სია და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლიც არის..."

ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ღა­ლა­ტი, რად­გან ეს არა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, არა­მედ ფეხ­ბურ­თის ფა­ნებ­მა ჩა­ი­დი­ნეს, გრძე­ლიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

"პო­ლი­ტი­კა ცალ­კე, ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი მსხა­ლი ნუ გგო­ნი­ათ - ასე­თი რა­მე­ე­ბით კეთ­დე­ბა უფრო სწო­რედ კი ფუჭ­დე­ბა პო­ლი­ტი­კა - მოხ­დე­ბა კიდე რა­ღაც "მოძ­მე" რუსთთან, აზე­რე­ბი დაგ­ვი­კი­დე­ბენ და ვი­ძა­ხოთ გუ­ლუბ­რყვი­ლო სა­ხე­ე­ბით - ფეხ­ბურ­თის ფა­ნე­ბი არი­ან, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხო არა, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან, მომ­ღერ­ლე­ბი არი­ან... ეგე, ერ­თმა კარ­გმა მომ­ღე­რალ­მა გო­გო­ნა­მაც თქვა, ჩემ­თვის კა­რი­ე­რაა მთა­ვა­რი, რუ­სე­თი რას აკე­თებს, არ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო..."

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ასეთი საქციელი სახელმწიფო ღალატის ტოლფასია" - დაჩი გრძელიშვილი "ჩიხურას" მორიგ სკანდალურ მატჩზე

"ასეთი საქციელი სახელმწიფო ღალატის ტოლფასია" - დაჩი გრძელიშვილი "ჩიხურას" მორიგ სკანდალურ მატჩზე

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" ფანებს შორის ჩხუბი მოხდა.

მიზეზი კი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუქის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და შეკი საქართველოს ტერიტორიაზე იყო აღბეჭდილი.

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი და ოპერატორი გიორგი ცხელიშვილი, ასევე "ტვ3"-ის ჟურნალისტი რეზი ხუციშვილი დააკავეს (იხ. სტატია - "მანქანაში ჩაგვტენეს, ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ).

მომხდარს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მათ შორის არის ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილიც, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე წერს:

Facebook/ დაჩი გრძელიშვილი:

"დღევანდელ ვითარებაში, ასეთი საქციელი სახელმწიფო ღალატის ტოლფასია და სერიოზული გამოსაძიებელიც არის..."

ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის კითხვაზე, თუ რატომ არის აღნიშნული ქმედება ღალატი, რადგან ეს არა პოლიტიკოსებმა, არამედ ფეხბურთის ფანებმა ჩაიდინეს, გრძელიშვილი პასუხობს:

"პოლიტიკა ცალკე, ხეზე ჩამოკიდებული მსხალი ნუ გგონიათ - ასეთი რამეებით კეთდება უფრო სწორედ კი ფუჭდება პოლიტიკა - მოხდება კიდე რაღაც „მოძმე“ რუსთთან, აზერები დაგვიკიდებენ და ვიძახოთ გულუბრყვილო სახეებით - ფეხბურთის ფანები არიან, პოლიტიკოსები ხო არა, მოცეკვავეები არიან, მომღერლები არიან... ეგე, ერთმა კარგმა მომღერალმა გოგონამაც თქვა, ჩემთვის კარიერაა მთავარი, რუსეთი რას აკეთებს, არ მაინტერესებსო..."

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია